ქართულის გაკვეთილზე დაწერილი პოსტი ….

9თვე მუცელშია…. დედის მუცლიდან ემზადება ცხოვრების დასაწყებად… არც კი იცის რამდენი სირთულის გადალახვა მოუწევს ცხოვრებაში… დედას მუცლიდან ურტყავს …დედას სტკივა… სულ ცუდ ხასიათზეა და ნაყოფიც უკვე ვეღარ ისვენებს მუცელში…

მერე იბადება… დედას სძინავს ნახევრად …მოთენთილია… 

ის ტირის.სულ ტირის….სულ შია და ეძინება. გამოსახულებებს ვერ ამჩვენს..ხმები ესმის…თვალებს ოდნავ ახელს.ბუნდოვნად ხედავს ყველაფერს…

2თვის შემდეგ ქალს ხედავს…ქალი სულ მასთან არის…ღამე მუდამ გამოუძინებელი და შეწუხებული სახე აქვს.ეს მას აწუხებს,მაგრამ პატარაა და არაფერს ამბობს…ქალი იავნანას მღერის და თან თვლემს…

უკვე წლინახევრის არის…ნელ-ნელა სიარულს სწავლობს..დედას ძალიან უხარია…მერე ვარდება,ტირის..დედა ეფერება,უღიმის….

უკვე 3წლის არის… დღეს პირველად მიდის ბაშღი.დედა ანერვიულებულია.დედა პირველად ტოვებს მას უცხო ქალთან და მიდის….ბავშვი მოწყენილია.ეს მისი პირველი იმედგაცრუებაა.თავს უბედურად გრძნობს.ნელ-ნელა ეჩვევა უდედობას…

4წლის შემდეგ სკოლაში მიდის.იქ მოსწონს სიტუაცია….ახალ მეგობრებს იძენს..უცხო ენებს სწავლობს…

ნელ-ნელა იზრდება…მალე სკოლას დაამთავრებს…მისი გარეგნობა ბიჭებს იზიდავთ..მას პირველად უყვარდება..მშობლებთან პრობლემები ყოველდღე იზრდება…

18წელი გავიდა მას შემდეგ რაც პირველად იტირა. დღეს სკოლა დაასრულა.უბედნიერესია.ხვდება ,რომ სკოლა მოენატრება მაგრამ უხარია ,რომ ცხოვრების ახალ ეტაპზე გადადის…

დღეს უნივერსიტეტში შევიდა… კიდევ უყვარდება.ამჯერად მართლა უყვარდება.გრძნობს გულში პეპლებს.გული უჩქარდება.მის გარეშე ვეღარ ძლებს.ძალიან მაგრად უყვარდება …

სასწავლებელი მიატოვა და გათხოვდა..ახალ ხალხთან ცხოვრობს.აღარ მოსწონს სიტუაცია,დედასთან ერთად ყავის დალევა ენატრება ყოველ დილით..

უკვე 43 წლის არის.. ორივე შვილი გათხოვდა…დედა გარდაეცვალა…ქმრისდამი სიყვარულიც გაუქრა…ის აღარ იზიდავს…შვილების ცხოვრებით ცხოვრობს…ენატრება თავისუფლება…

დღეს 63წლის გახდა…ქმართან ერთად მარტოა..შვილებმა ვერ მოახერხეს მასთან მისვლა…ის მარტოა…

მისი ლამაზი გარეგნობაც გაქრა..სულ ამაყობდა თავისი გარეგნობით.ახლა უბრალოდ ჩამომჭკნარი მოხუცია,რომელიც ყველას უყვარს…

დღეს 90წლის უნდა გამხდარიყო .შვილები მის საფლავზე მიდიან და ყვავილებს უტოვებენ.ცოცხალს ვერ მიულოცეს დაბადების დღეს..ის გარდაცვლილია და ვალდებულები არიან……. შვილები მას კვლავ ტოვებენ… 

ის კვლავ მარტოა…..

მე და ჩემი ცხოვრება…

ამ ბოლო დროს ძალიან მივატოვე ბლოგი… ხან ვწერ პოსტებს ხან არა .მაგრამ ჩემი პოსტებით მაინც რატომღაც უკმაყოფილო ვარ ..

დიდი ხანია პირადი პოსტი არ დამიწერია.ალბათ იმიტომ,რომ რეიტინგს აგდებს  ,მკითხველს უფრო დეპრესიული ხასიათის პოსტები უყვარს ,როგორც ჩანს …

ეხლა არ ვფირობ  იმაზე, რამდენი ადამიანი შემოვა დღეს. ან რამდენი ლაიქი ექნება ამ პოსტს ..

ეხლა უბრალოდ ბედნიერი ვარ იმის ყურებით ,რომ ჩემი თითები კლავიატურაზე სწრაფად მოძრაობენ და ეს ძალიან მსიამოვნებს …..

ხომ..რითი დავიწყო …

ჩემს ცხოვრებაში ისეთი განსაკუთრებული არაფერი ხდება . ყოველდღიური სიტუაცია მეორდება სულ …

სკოლაში მშვიდობაა.ექსკურსიას ვაპირებთ და იმედია ხელს არ შეგვიშლის არაფერი… სკოლის დასრულებამდე ზუსტად ერთი თვე დარჩა.ალბათ  ივნისის პირველი რიცხვებიდან გაკვეთილები აღარ ჩაგვიტარდება და გამოცდები დაიწყება.ქართულის საკითხები ვიცი უკვე…ამ შაბათ-კვირას ვაპირებდი მეცადინეობის დაწყებას,მაგრამ საგამოცდოდ მზადებას თავისი განწყობა სჭირდება … არ მიყვარს ეს დამღლელი პერიოდი… ინგლისურმა დამითხოვა ,მალე გერმანულიც დამითხოვს და ბოლომდე ჩავერთვები გამოცდებში ♥   ამ დაძაბულობას ის მიმსუბუქებს ,რომ ვიცი დრო სწრაფად გადის და მალე გავა ეს გამოცდების პერიოდიც..შემდეგ თბილი ზაფხული და ბევრი კარგი რამ მელოდება ..დავისვენებ ყველაფრისგან! (?) ..

მაისია… ალუჩა გამოვიდა …უამრავს ვჭამ..ძალიან ,ძალიან მიყვარს … ზამთარში ძალიან მენატრება და როგორც კი გამოდის პირველი მე ვყიდულობ მგონი ..მაცივარში  მარწყვი მელოდება..მოკლედ გაზაფხულში ყველაზე მეტად გემრიელი რაღაცეები მიზიდავს …

ისტორიული წიგნის კითხვა დავიწყე…  არ მიყვარს და  შეწუხებული სახით ვკითხულობ ,მაგრამ ვიცი რომ წაკითხული უნდა მქონდეს და იძულებული ვარ  ასეთი ცუდი განწყობით ჩავიკითხო როგორმე :|

სხვა….

გარეთ წვიმს… წვიმს და ქუხს… აჭრელდა ფეისბუკი სტატუსებით …. მოკლედ ,ეს სოციალური ქსელი ,რომ არ გვქონდეს რა გვეშველებოდა :) …. ნუ ხართ ხალხო დამოკიდებულები კომპიუტერზე ,გადით გაიარეთ და ცხოვრებით დატკბით ♥ …

მუსიკაზე შეყვარებული ,რომ ვარ ყველამ იცის ,მაგრამ ამ დონემდე თუ მივიდოდი ნამდვილად არ მეგონა.. ყოველღამე ყურსასმენებით ვიძინებ , ისე არ მეძინება ,რაც არ უნდა დაღლილი ვიყო ..დედაჩემი მეუბნება დაყრუვდებიო ,მაგრამ რა ვქნა ,არ შემიძლია უმუსიკოდ :) ….

ხო და.. რას ვამბობდი .წვიმს-თქო ……

აქამდე მეგონა ,რომ წვიმა არ მიყვარდა. აქამდე მეგონა ,რომ მზე იყო ყველაზე ძვირფასი ჩემთვის ,მაგრამ მაისმა დამანახა ,რომ წვიმა მყვარებია.. მივხვდი ,გაზაფხულის წვიმა მყვარებია ,თბილი და მოსიყვარულე …და ზოგადა ამ ბოლო დროს ბევრს რამეს მივხვდი … თბილისში დიდი წვიმებია .მტკვარი ადიდდაო და ა.შ …

მეუბნებოდნენ მეგობრები ,მაგრამ არ მჯეროდა… ეხლა მეც მივხვდი ,რომ რაღაც შეიცვალა ჩემში..აღარ ვდარდობ ყველაფერზე,ისე როგორც ადრე.ეს კარგია ,მაგრამ სხვა რაღაცაში გადაიზარდა ეს ჩემი უდარდელობა … გულთან არაფერი არ მიმაქვს ,თითქოს  გრძნობის  სისტემა გამეთიშა-ო.. არ ვიცი რამდენად სწორედ გადმოვცემ ამ ჩემს ემოციას,მაგრამ აშკარად რაღაც მჭირს.. ნუ კარგით …. ასაკის ბრალია ალბათ და გამივლის ;)

ხოო.

ცურვაზე ,რომ შევედი გითხარით ? ერთი კვირაა დავდივარ უკვე და ძალიან ,ძალიან მომწონს … კარგი სიტუაციაა და განმუხტვის კარგი საშუალებაა…

ჩემს დაჩის პატალა დაიკო ჰყავს უკვე   ♥ყველაზე ტკბილი არსებაა ..

ვამპირის დღიურები დასრულდა .გუშინ იყო 3სეზონის ოცდამეორე სერია . ძალიან შემიყვარდა ეს სერიალი .საშინლად მართობს  ♥…. სექტემბრამდე არ გამოვა ახალი სეზონი და მეც დავისვენებ ვამპირებისგან ….

უუუჰ ♥    0:43 … რამდენი ხანია ვწერ ..

არადა რამდენი რამის თქმა მინდოდა,ცოტა ისეთის ,პოსტისეულის ,მაგრამ თავისუფლება უფრო მომწონს…

ამოვისუნთქე,დავიცალე ♥

მე მიყვარს ჩემი ბლოგი … დაე,იყოს ეს პოსტი ურეიტინგო ,მე ვარ კმაყოფილი და ბედნიერი იმით ,რომ ჩემი უხასიათობა  შემიძლია პოსტის წერაში გავლიო  ♥

მუდამ თქვენი მეოცნებე და მონამორჩილი მარიმგა ♥

თავისუფლება მონატრებული ♥

დღეს მაისის ცხრაა ♥

მიყვარს მაისი. გაზაფხული მთლიანად ძალიან მიყვარს ,მაგრამ მაისი განსაკუთრებულად ♥

ამ პერიოდში ვშფოთდები ხოლმე,თუ შეიძლება ამას ასე ვუწოდო …  სკოლა დასასრულს უახლოვდება და მეც ვწუხვარ იმაზე,რომ დრო ასე სწრაფად გადის… გამოცდები იწყება… ვიცი უნდა მოვემზადო და შევნატრი იმ დღეს ბოლო გამოცდიდან კმაყოფილი ,რომ გამოვალ და ვიტყვი ,რომ სკოლაში 3თვე აღარ მომიწევს მოსვლა…

დღეს მაისის ცხრაა და გარეთ საშინელი ამინდია.გარეთაც და ჩემშიცც. ცუდი ამინდი და ქარბუქი ,გადაუღებელი წვიმაც მოსაბეზრებელია ♥

მთელი ზამთარი არ უწვიმია .სულ ვწუწუნებდი ,ზამთარში თოვლს წვიმა მირჩევნია თქო …მართლა მირჩევნია.

ჩემი ამინდია წვიმა.

სადაც არ უნდა ვიყო , რა დროც არ უნდა იყოს ,ყოველთვის ღიმილს იწვევს წვიმა ჩემში ♥

დღეს მაისის ცხრაა .გარეთ წვიმას და მე სულაც არ მეღიმება …

არ მეღიმება ,მაგრამ ვფიქრობ და ვხვდები ,რომ ბედნიერი უნდა ვიყო წესით ))..

ცხოვრება ,ხომ დიდი და ლამაზი  ბუშტია …..    ♥

 

ლამაზი ფერებით და ბანტებით დატვირთული ბურთია ♥..

წინ რამდენი კარგი რამ გველოდება ყველას.

მიუხედავად იმისა,რომ ცხოვრებაში ყველაფერი იდეალური არ არის ,ბევრი კარგი რამ ხდება …

უპრობლემოდ ცხოვრება ვფიქრობ ,რომ ძალიან უინტერესო იქნებოდა…. დილით ,რომ გაიღვიძებ რამეზე ხომ უნდა იფიქრო ? ვინმეზე ხომ უნდა იზრუნო? რამე  ხომ უნდა გქონდეს მოსაგვარებელი ?

წინ გამოცდებია.ჩავაბარებ ,როგოც ყოველთვის ♥ და კმაყოფილი დავემშვიდობები სკოლას 3თვით ..

მერე იქნება სოფელი და ბევრი სიცილი ♥ გართობა ♥ თავისუფლება და ყველაფერი ის რაც მე მიყვარს ♥ ძალიან მიყვარს  ♥…

ამაზე ვიფიქრე და,

აი ,

მეც გამეღიმა  ^_^

წვიმა წაღებული ფიქრები ♥

ძველდება ფიქრები ♥ მტვერი ედება და თუ არ გადაწმიდე გადასაგდები ხდება ♥

სამწუხაროა.

გადის დრო. ძველი მოგონებები ძირს ილექება.მათ ახალი ედება და ისინი ნელ-ნელა ისე იმალებიან ,რომ გახსენება შეუძლებელი ხდება .

ამბიციებიც გადადის.დღეს ეს გვინდა ,ხვალ ის …

სამწუხაროა ,რომ საკუთარ თავში გარკვეულები არ ვართ …

მწყინს …

მწყინს ის,რომ არ ვიცი რა მინდა. რაღაც რომ მინდა ეს ვიცი ,მაგრამ რა არ ვიცი . ეხლაც ვწერ .ვიცი მინდა დავწერო ,მაგრამ რატომ არ ვიცი…

უბრალოდ მინდა დავჯდე ,დავფიქრდე და მივიდე ჩემს სურვილამდე…

ძნელია.

სამწუხაროა.

რთულია ცხოვრება …რთული და პატარაა ♥

თითოეული მომენტი უნდა გამოვიყენოთ . ყოველი წამი დავიჭიროთ ,მაგრამ ამას არ ვაკეთებთ.

უაზრო ნერვიულობაში გამყავს დრო … მივტირი წარსულს .ველი მომავალს ♥

ყოველღამე ვკითხულობ თვეების წინ დაჯღაპნილებს და ამით ვბედნიერდები ♥

მაწუხებს …

ვხვდები ,რომ იშლება ჩემში რაღაც . რაღაც ძვირფასი და კარგი ♥ …

მაწუხებს .

წვიმას მიაქვს ჩემი მოგონებები …

ალბათ იმიტომ,რომ დიდი ხანია აღარ გადამიხედია და …

მტვერდადებული მელის ,როდის გავანთავისუფლებ … არც გახსენება მინდა,მაგრამ ვერც გასაფრენად ვიმეტებ ♥

ვწუხვარ… ის ხიბლი დაკარგა და … ვეღარ მაბედნიერებს ისე,როგოც ადრე….

ვწუხვარ …

გული მტკივა და…. მართლა ,მართლა მტკივა .ოღონდ არაჩვეულებრივად მტკივა …უკნიდან ,შორიდან მტკივა და გონებამდე აღწევს ტკივილი ♥ ..

ვეღარ ვფიქრობ ..წვიმა მიშლის ხელს ♥

სხვა რა გზაა … უნდა დავემორჩილო და არ ვიფიქროო. თითქოს მეც ეს მინდოდა .მინდოდა ფიქრი შემეჩერებინა ,გახსოვთ ?

ახლა აღარ ვცდილობ ,მაგრამ თვითონ ჩერდება და …მაწუხებს ეს ♥

არ მინდა უემოციო და უგრძნობი გავხდე..

მომენატრნენ პეპლები,გულში ♥

მომენატრა ♥

ცრემლიანი თვალები მომენატრა და საათობით სურათების თვალიერება და მუსიკების მოსმენა მომენატრა ♥

ძველი დღიურების კითხვა მომენატრა ♥

მომენატრა ,მაგრამ არ მინდა მენატრებოდეს…

ძალიან ავირიე…

ცუდია.

სამწუხაროა.

მტკივა ♥  ძალიან მტკივა ♥

არაუშავს ,

ამ ფიქრებსაც წვიმა წაიღებს ♥

მახსოვს ♥

სასურველია წაიკითხოთ მუსიკის თანხლებით ♥ …

მახსოვს ,პირველად რომ დაგინახე რაც ვიფიქრე .

რას წარმოვიდგენდი ის სულელი ადამიანი ჩემი ცხოვრების ნაწილი თუ გახდებოდა წლების შემდეგ ,მაგრამ ცხოვრება ასეთია.

ყველაფერი კარგად მახსოვს . ჩვენი პირველი დიალოგებიც ♥  … გულის აჩქარება .თვალების ციმციმი ♥ ..მახსოვს  ♥ …

ჩვენი პირველი ჩხუბიც მახსოვს ,ყველაზე კარგად მახსოვს . რაღაც სისულელეზე გავბრაზდი და შენ დამცინოდი .ამან უფრო გამამწარა ,ავდექი და წამოვედი .მერე მირეკავდი ,ბევრს მირეკავდი . ნახევარ საათიანი გაბუტვა გვქონდა. შორიდან დაგინახე, ყველასგან მოშორებით იდექი და მირეკავდი .მახსოვს ,ამან მომალბო ♥ გული გამითბა და მომინდა ,რომ მოვსულიყავი და მაგრად ჩაგხუტებოდი … მერე მოვედი,მე ფეხზე ვიდექი ,შენ იჯექი და თავჩაღუნული მებუზღუნებოდი რაღაცეებს.მეცინებოდა ,მაგრამ არ ვიმჩნევდი . მერე შევრიგდით ,მთელი საღამო ვლაპარაკობდით .გვიანი იყო უკვე და ასე მითხარი კიდევ ერთხელ მაპატიეო,თვალი ჩაგიკარი და არაფერი მითქვამს ისე დაგემშვიდობე … როგორ მახსოვს  ♥ ….

მერე იყო ბევრი სითბო ♥…ბავშვები მეუბნებოდნენ ,უყვარხარო და ეს მაგიჟებდა. მახსოვს როგორ ვეჩხუბე ყველას,გოგოს და ბიჭის მეგობრობის რატომ არ გჯერათ -თქო .გაჩუმდნენ ,მაგრამ ყველა იგივეს ფიქრობდა… მეც იგივეს ვფიქრობდი,მაგრამ ჩვენი მეგობრობა იმდენად ძვირფასი იყო ჩემთვის,რომ არ მინდოდა სიმართლისთვის თვალებში ჩამეხედა.

შემდეგ იყო  უფრო მეტი და მეტი სითბო ♥ …. შემდეგ იყო თბილი სიტყვები.დღეში რამდენჯერმე ნათქვამი მიყვარხარ ♥…. თავიდან ვმალავდი ემოციებს და გრძნობებს ,მაგრამ ეს დიდი ხანი ვერ მოვახერხე…

რამდენს ვიცინოდით ერთად ….

ერთხელ  დამირეკე,ზარი რატომ გამომიშვიო .გამეცინა .. ვიცოდი ,რომ  შენი მოგონილი ტყუილი იყო იმისთვის ,რომ ჩემთან ლაპარაკის საშუალება მოგცემოდა. ბოლოს დაგარწმუნე ნაგლად,რომ არ დამირეკია თქო და საცოდავი ხმით მითხარი კაი კაიო… გამეღიმა.მერე დავიგრუზე  ♥ …

მახსოვს რომ დამინახავდი აღარ იცოდი საით გაგეხედა .ამაზეც მეცინებოდა.

ერთხელ ვიღაც გოგოზე მითხარი ,ნახე რა მაგარი გოგოაო ,გავიხედე რათქმა უნდა არ მომეწონა ეს გოგო და გითხარი უკეთესი არ გეღირსოს თქო :) ….მერე შენ ბევრი იცინე,ძალიან ბევრი იცინე,ლოყაზე მიჩქმიტე და წინ წახვედი .  ♥

მახსოვს ერთხელ ტელეფონი წამართვი და გაიქეცი.შენ მირბოდი და თან იცინოდი ჩემი სიფათის შემხედვარე …მერე გაჩერდი და დამელოდე.მე მოვედი და ტელეფონი გამოგართვი .მე წინ მოვდიოდი ,შენ უკან და თან მეუბნებოდი სულ ბიჭების სახელები რატომ გიწერიაო …გამეცინა და გითხარი ნუ სულელობ თქო ….

შემდეგ იყო სულელური და უცნაური საჩუქრები ♥ .მათგან მხოლოდ ერთი შემომრჩა ♥ ….

კიდევ მილიონი რამე მახსოვს. რომ დავიწყო მოყოლა ალბათ ერთი წიგნი დაიწერება ♥ … რამდენი მაქვს გასახსენებელი და მოსაყოლი.ჩვენი ურთიერთობა დიდ ხანს გრძელდებოდა და შესაბამისად ბევრი კარგი დღე მაგონდება .გულით მინდა ეხლა დავჯდე და ჩვენი გაცნობის პირველი დღიდან მოყოლებული ,დღემდე მოვყვე ყველაფერს ,გულით მინდა ,მაგრამ რაღაც მაკავებს .ეს შეუძლებელია შენც კარგად იცი  ♥ …მე აქ ,ამ პატარა მონაკვეთის დაწერითაც ვკმაყოფილდები და ის დიდი ისტორია გულში ,რომ ინახება მხოლოდ ჩემია ♥ …

ხანდახან გულით მინდება დავჯდე და თავიდან ბოლომდე მოვყვე ყველაფერი ,მაგრამ  …….

არასოდეს მომბეზრდება ამის გახსენება.იმიტომ ,რომ ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე კარგი პერიოდი იყო ♥ ….

ხან თვალებს ვხუჭავ ,ვიხსენებ და წარსულში ვბრუნდები და ყველაფერი თავიდან მეორდება .მერე ვხვდები ,რომ მე მომავალი წინ მაქვს და წარსულზე ფიქრი არაფერ კარგს არ მომიტანს ♥ …

ის ,რომ ეხლა ჩვენზე მხოლოდ ნაცნობები ითქმის და ყოფილი კარგი მეგობრები მხოლოდ ჩემი ბრალია.ალბათ გვერდზე უნდა გადამედო რაღაცეები და ეხლა ყველაფერი კარგად იქნებოდა  ,მაგრამ  ♥

არ ვნანობ,სხვანაირად რომ ყოფილი ყველაფერი ალბათ ეს ისტორია ბევრი ცუდით დაიხუნძლებოდა და ასეთი ტკბილი მოგონებაც არ იქნებოდა ჩემში….

მაგრამ მე იმედი მაქვს ,რომ მოვა დრო და ამ ისტორიას უბრალოდ ერთად გავიხსენებთ  .ყოველგვარი გრძნობის და დაგრუზვის გარეშე.უბრალოდ გავიხსენებთ ♥ .

მუდამ  თქვენი (შენი) მარიმგა  ♥

გი დე მოპასანი ”ლამაზი მეგობარი”

წიგნის კითხვა მეგობრის დედის თხოვნით დავიწყე.ძალიან აქებდა და მეც დამაინტერესა.

როდესაც წიგნის კითხვა დავიწყე მეგონა,რომ წიგნი სიყვარულით იქნებოდა გაჟღენთილი,მაგრამ როგორც ჩანს შევცდი.წიგნის მთავარი პერსონაჟი ჟორჟი გარეგნობით და ჭკუით მდიდარია.იგი ყველაფერს აკეთებს იმისთვის ,რომ სახელი მოიხვეჭოს პარიზში და წარმატებული ,ფულიანი ადამიანი გახდეს.

ჟორჟი  ამბიციური კაცი იყო ,რომელიც პარიზის ქუჩებში დაეხეტებოდა და ფიქრობდა თავისი ფულით დღეს ეჭამა და ხვალ ეშიმშილა თუ დღეს ეშიმშილა და ხვალ ეჭამა.სწორედ ამ დროს მას მეგობარი შეხვდა,რომელმაც ოჯახშიც მიიღო და ჟურნალ”საფრანგეთის ცხოვრება”-შიც მიიღო სამუშაოდ.ამის შემდეგ ჟორჟი ნელ-ნელა მიიწევდა წარმატებისკენ.იგი მიხვდა ,რომ ქალთა გულისმპყრობელი იყო და თავის ნიჭს შესანიშნავად იყენებდა. ჰყავდა უამრავი საყვარელი.

ნელ-ნელა მიიწევდა მწვერვალისკენ.რედაქციაში ყველა პატივს სცემდა ,რადგან არაჩვეულებრივ სტატიებს წერდა და ჟურნალისთვის წარმატება მოჰქონდა.

სიყვარულს ეფიცებოდა ყველა ქალს,ზოგი უყვარდა ზოგი არა .ერთობოდა და ბოლოს მათ ტოვებდა. მონატრების ჟამს კი ისევ უბრუნდებოდა.

მისი მეგობრის გარდაცვალების შემდეგ ,მან ცოლი შეირთო.მან შეირთო ქალი ,რომელიც მისი საუკეთესო მეგობრის ცოლი გახლდათ.ცოლი კაცისა,რომელმაც გზაზე დააყენა და წარმატების მიღწევაში დაეხმარა .მან უბრალოდ ანგარების გამო შეირთო ეს ქალი.

წლები ცხოვრობდა ცოლთან ერთად .პარალელურად ჰყავდა უამრავი საყვარელი.ერთად ორი და ორივეს ერთ სახლში იღებდა.საღამოს კი გულდამშვიდებული ცოლს ეხვეოდა.

შემდეგ ,ცოლობის უკეთესი კანდიდატურა იშოვა  გადაწვიტა,რომ განქორწინება ისე გაეკეთებინა,რომ ამაში მხოლოდ ცოლი დაედანაშაულებინა და გამოუვიდა კიდეც.აღმოჩნდა ,რომ მის ცოლს საყვარელი ჰყავდა.საქმე გათავებული იყო.

ცოლს დაშორდა და ახალი ცოლიც შეირთო.შეირთო ცოლად საფრანგეთის ყველაზე ცნობილი გაზეთის მეპატრონის ქალიშვილი და ფულთან ერთად მიიღო სახელი,ავტორიტეტი, თანამდებობა…

ბოლოს იგი წარმატებული ადამიანი გახდა და დატკბა თავისი ცხოვრებით :)

ამ წიგნში რაღაც ჩემეული დავინახე.ჩემი ოცნების ქალაქი-პარიზი …პროფესია _ჟურანლისტი… ხასიათი_შეუპოვარი.მიზნის მისაღწევად ყველაფერზე წამსვლელი.

მიუხედავად იმისა,რომ წიგნის პერსონაჟი თავისი ქცევებით არც თუ ისე დადებითია,ჩემს თვალში მაინც პატივისცემა დაიმსახურა ….მომწონს მისი შეუპოვრობა და მტკიცე ხასიათი.მეც ვისურვებდი ,რომ ასეთი ვიყო .და იმედია ოდესმე,მეც გამიმძაფრდება მსგავსი შეგრძნებები …

ხოლო,თქვენ,ვისაც გსურთ ამ წიგნის წაკითხვა ,ალბათ შეგიძლიათ ცუდის და კარგის ერთმანეთისგან გარჩევა ,თორემ დამერწმუნეთ ამ უნარის გარეშე წიგნი არაფერია.  ♥

მუდამ თქვენი მარიმგა ♥ …

 

სიკვდილი.

ყოველთვის ვერიდები ჩემი თავის ქებას,ჩემი სიძლიერეც ალბათ ამაშია.ყოველთვის ვერიდები ჩემი სისუსტეების გამომჟღავნებას,მოკლედ არ მიყვარს საკუთარ თავზე ლაპარაკი და ვფიქრობ ,რომ თუ ვიმსახურებ ეს სხვამ უნდა გააკეთოს .

ვინმემ,რომ მკითხოს რისი გეშინიაო ვეტყვი,რომ არაფრის ,მაგრამ ეს რა თქმა უნდა ასე არ არის.ასე იმიტომ ვამბობ ,რომ როგორც უკვე ავღნიშნე  ვერიდები საკუთარი სისუსტეების გამომჟღავნებას .

თემა,რომელზეც ახლა საუბარს ვაპირებ ,ყველაზე ტაბუ დადებულია ჩემთვის .

საბედნიეროდ,ძვირფასი ადამიანების ნაკლებობას არ განვიცდი.ადამიანი რომელიც ძალიან მიყვარდა და სიკვდილმა წამართვა ბებიაჩემი იყო .ეს იყო და ეს.საბედნიეროდ მეტი ახლობელი არ დამღუპვია და იმედია ეს არც არასოდეს მოხდება.ამას ვამბობ,მაგრამ ამავდროულად ვფიქრობ,რომ ყველანი სიკვდილის შვილები ვართ.

ს ი კ ვ დ ი ლ ი …მზარავს ამ სიტყვის წარმოთქმაც კი .და ,პირველად საზოგადოებაში ვამბობ,რომ ძალიან,ძალიან მეშინია მისი.

გეგმები მაქვს ,რომლის განხორციელებასაც ვაპირებ.ჩემი გეგმები შეიძლება თქვენი პიროვნებისთვის  მიუღებელი და ზედმეტად ამბიციურიც იყოს .

მე ოცნებებით და იმედებით ვცხოვრობ .ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი და ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი გამლამაზებელი ფაქტორიც  ეს არის.

და უცებ წარმოვიდგენ,რომ  შეიძლება ქუჩაში გადასვლისას  გადამეტებული სიჩქარით მომავალმა ავტომობილმა ჩემი სიცოცხლე შეიწიროს.

შემდეგ იქნება ცრემლი,ბევრი ცრემლი.სინანული,მღელვარება. უემოციო დედაჩემი ,შოკირებული მამაჩემი.კიდევ,ბევრი გულდაწყვეტილი ადამიანი  და დამწუხრებული ჩემთვის ყველაზე საყვარელი ადამიანები.ეს ალბათ, ერთი ან ორი წელი გაგრძელდება .

შემდეგ დედაჩემი მიეჩვევა შავი ფერის ტანისამოსს რომელიც ასე ძალიან არ უყვარს .მისი ყოველდღიურობა გახდება სამსახურიდან ჩემს საფლავზე ყვავილების მოტანა.სახლში,ჩემს სურათებზე მტვერის გადაწმენდა.ყოველ ღამ სანთლის დანთება და ჩემთვის ლოცვა . ყველაფერს ეჩვევა ადამიანი და ალბათ უჩემობასაც ყველა ჩემი ნაცნობი შეეჩვევა .

და რა რჩება ? ჩემი სახელი საფლავის ქვაზე და აუხდენელი  ოცნებები.

მე ვეღარ წავალ პარიზში .ვეღარ ვიმხიარულებ ეიფელის კოშკში მდებარე კაფეში მეგობრებთან ერთად .მე ვეღარ ვიქნები წარმატებული სტუდენტი.ვეღარ ვისწავლი გერმანიის უნივერსიტეტში.ვერც ბიბისის ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული ჟურნალისტი ვეღარ ვიქნები .მე უბრალოდ,აღარ ვიქნები .

მე მჯერა ,რომ ეს ემოცია ყველა ადამიანში დევს .მე ვიცი ,რომ ყველას გიფიქრიათ ამაზე.შეიძლება ასე დეტალურად არა ,მაგრამ მაინც გიფიქრიათ .

მე უბრალოდ სიკვდილის ძალიან მეშინია :|

შემთხვევით არაფერი ხდება ♥

მიყვარს გახსენება ……

საღამოვდებოდა.

ამ დროს ზღვაზე სულ ცივა …. სასიამოვნოდ ცივა და…. ყოველთვის ტანში სასიამოვნო ჟრუანტელი მივლის.

წყლიდან ახალი ამოსული ვიყავი და სახლში წავედი,ვიფიქრე გამოვიცვლი და პლიაჯზე გავისეირნებთქო.

ოთახში ქეთა დამხვდა .ლოგინზე იყო წამოწოლილი და კომპიუტერს ეჩალიჩებოდა.

_ რას შვრები დღეს,ელოდები ?

_რამდენჯერ უნდა გითხრა ,რომ არ მომწონს.თან ის ,რომ ვუყვარვარ მხოლოდ შენი დასკვნაა. ასე,რომ გეყო მასზე საუბარი .

_კარგი რა ,შენ მე რას გამომაპარებ .ეგ რო მოდის ღიმილს ვერ იკავებ და ვარსკვლავებივით გიციმციმებს ეგ ყავისფერი თვალები .. თან ისიც ისე გიყურებ ,თითქოს საჭმელი იყო.ხან მეშინია არ შეგჭამოს.

_ გეჩვენება .

_კარგი ,კარგი . მე გავალ ,ჩაიცვი და გავიდეთ .

ხოდა, ადგა ქეთა და გავიდა. ”თან ისიც ისე გიყურებ ,თითქოს საჭმელი იყო.ხან მეშინია არ შეგჭამოს.” __სულელია,რეებს ფიქრობს. გავიფიქრე და სწრაფად ჩავიცვი …

გარეთ ,რომ გავედი  აჩიც ქეთასთან ერთად ცეცხლის დანთებას ცდილობდა.ვიგრძენი ,რომ თვალები მართლა ამიციმციმდა….ღრმად  ამოვისუნთქე და პლიაჟზე გავედი.

-გამარჯობა ,აჩი .

_ვახ,სალო.პრივეტ,როგორ ხარ ?

_კარგად ,მადლობა ,შენ?

_რავი ,მეც ეგრე .ვცდილობ კოცონი დავანთო თან ლუდიც მოვიტანე,ხო დალევ ?

_ამმმ..კი ,როგორ არა .

უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა და გადავწვიტე ცოტა გამევლო სანამ ეს ორი რამეს მოახერხებდა.

მზე ჩადიოდა უკვე .ჩუსტები გავიხადე ,ხელში დავიჭირე და ნაპირს გავუყევი.გარეთ არავინ იყო .გამიკვირდა თან მესიამოვნა.ზღვა წითელი ხდებოდა ნელ-ნელა.მესიამოვნა.უცებ ქეთას ძახილი გავიდე მოდიო და მეც ნელი ნაბიჯით დავბრუნდი უკან.

უკვე ბნელდებოდა.კოცონის დანთება მოუხერხებიათ -გავიფიქრე .

იქვე ახლოს დავჯექი.აჩიმ ლუდის ბოთლი მომაწოდა და გვერდზე მომიჯდა.არაფერი მითქვამს,მესიამოვნა.თან გავიფიქრე სხვა დასაჯდომი ადგილი ვერ ნახა თქო ?

ქეთა ჩვენს წინ იჯდა და  და გვიყურებდა. თან მე მანიშნებდა თვალით რაღაცეებს. მუსიკაზე ჩამოვარდა საუბარი .ქეთან დაიწყო ბობ მარლიზე და მის გენიალურ მუსიკებზე საუბარი .ხან რას მივწვდით ,ხან რას. ბევრი ვილაპარაკეთ . საათს ,რომ დავხედე 12ხდებოდა. ქეთამ მე წავალ გიოს უნდა დაველაპარაკოო და ტელეფონით ხელში წავიდა.

გონება მკარნახოვდა  ადექი ,დაემშვიდობე აჩის და შენც სახლში შედიო,მაგრამ  გული სულ საპირისპიროს ამბობდა.

-როგორ აცივდა_სიჩუმე დაარღვია აჩიმ.

-ჰოო. (მეტი ვერაფერი მოვიფიქრე)

-აუ,რა შტერი ვარ .აი ,აიღე არ გაცივდე.მითხრა,მოსაცმელი გაიხადა და მე მომახვია.

-ამ.არა ..მმმ..ჰჰ. არ გინდა აჩი ,არ მცივა ._ენა დამება და ბლუყუნი დავიწყე .

გაეცინა .არაფერი უთქვამს.. უხერხული სიჩუმე ჩამოდგა ..

_შენ არ გცივა ?

_არა ,ამ….ცოტა .

მაისურის უკან დაბრუნება გადავწყვიტე. ამ დროს ჩემსკენ მოტრიალდა და ჩამეხუტა .

-ეხლა აღარ მცივა .მითხრა.

თავბრუ დამეხვა.საშინლად დამცხა და ვიგრძენი ლოყები როგორ გამიწითლდა.

-სალო,მიყვარხარ ….. მითხრა და გაჩუმდა.

გამეღიმა.არ ვიცი რატომ ,მაგრამ გამეღიმა.

-ვიცი …ვუთხარი და მხარზე დავადე თავი ….

იმის,მერე დიდი დრო გავიდა. ის თავის გზაზე წავიდა ,მე ჩემსაზე. ის წარმატებული იურისტია,მე წარმატებული ჟურნალისტი ვარ .

ამაზე არასდროს არ გვილაპარაკია,მაგრამ ორივესთვის სასიამოვნოდ გასახსენებელი თემაა,ალბათ …

ალბათ,რაც ხდება ღმერთის სურვილით ხდება და…..ასე ,რომ არ ყოფილიყო იმას ვერ მივაღწევდი რაც მაქვს….

ასე ,რომ არ ყოფილიყო,ბევრი ცუდი რამ მოხდებოდა ჩვენს შორის და ალბათ , ეს კარგი მომენტებიც აღარ იქნებოდა ასეთი სასიამოვნო …

და ,ალბათ რაც მოხდა სწორედ მოხდა.ჩვენ ძალიან განვსხვავდებით ერთმანეთისგან და …მგონი ასე სჯობდა.

 

შემთხვევით არაფერი ხდება …

ნიჭიერი ?

ნიჭიერი ქართული ტელესივრცის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მაღალ რეიტინგიანი გადაცემაა.   უკვე მესამე წელია რაც რუსთავიორზე გადის და ძალიან ბევრი მაყურებელი ჰყავს . მიდის უამრავი ”ნიჭიერი ” ადამიანი და ყველა ცდილობს თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმის გამომჟღავნებას.

ნიჭიერი ორშაბათს ,19მარტს დაიწყო. მოუთმენლად ველოდებოდი ჩემი  facebook-ელი მეგობრებითურთ. დაიწერა უამრავი სტატუსი ,ზოგმა არც იცოდა ,რომ იწყებოდა და როგორც ხდება ხოლმე ამ სტატუსების და კომენტების მეშვეობით გაიგეს :) .მიუხედავად იმისა,რომ წინა წლებით არც თუ ისე კმაყოფილი ვიყავი ,მაინც ძალიან მაინტერესებდა ახალი სეზონის ნომრები.

არ მინდა გადაცემას კრიტიკულად მივუდგე,მაგრამ არ შემიძლია  არ გამოვხატო ჩემი უკმაყოფილება პირველი  და საერთოდ ყველა გადაცემის მიმართ .

ეს საქართველოა. ნიჭიერი არაქართული პროექტია,რომელიც საზღვარგარეთიდან იქნა შემოღებული. რატომღაც ჟიურის წევრებზე და გადაცემის ორგანიზატორებზე მრჩება წარმოდგენა,რომ არც იციან რა გადაცემაში არიან. ”ნიჭიერობა” არ გამოიხატება იმაში ,რომ ცეკვა გაქვს ”დამუღამებული ” .ან პატარა საყვარელი ბავშვი ხარ და დედიკოს ჰქონია ,რომ შვილს პოპულარულს გახდის იმით ,რომ სოფოს ჩაეხუტება და ლექსს იტყვის გრძნობით .

ანა ქაშაბაძე ძალიან ლამაზი და საყვარელი გოგონაა.როგოც კი სცენაზე გამოვიდა ,მაშინვე კარგად განვეწყვე მის მიმართ ,მაგრამ შემდეგ აზრი შევიცვალე. უფრო სწორედ ,რომ ვთქვა გამახსენდა ,რომ ქართველი ვიყავი .

ბავშვი გამოვიდა ,საყვარლობები ილაპარაკა,გამოთქმით თქვა ლექსი და ბოლოს  კმაყოფილი იმით ,რომ მეორე ტურში გადავიდა ,დედასთან ერთად სახლისკენ მიმავალ გზას გაუყვა ….

არ გეგონოთ გულქვა ადამიანი.ბავშვებიც ძალიან,ძალიან მიყვარს,მაგრამ საყვარელი და ნიჭიერი ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება .

დანების სროლა ნიჭიერში ? კაცი გამოდის და ამბობს ,რომ უყვარს დანებით თამაში და შეეცდება კაცი რომელსაც სცენაზე დააყენებს არ შემოაკვდეს? შემდეგ ნომერი უვარდება და დანების უხარისხობას აბრალებს ყველაფერს . ჯერ ერთი ,ნიჭიერის  ორგანიზატორებმა უნდა იზრუნონ იმაზე,რომ რაც შეიძლება ნაკლებად კი არა საერთოდ არავის სიცოცხლე არ ჩავარდეს საფრთხეში .

ინდოელები გამოდიან ნიჭიერში და ცეკვავენ . გახარებული მაყურებელი და ჟიური ტაშით აცილებთ მათ და ისინიც გახარებულები სიამოვნებით მოემზადებიან შემდეგი ტურისთვის . ეხლა,მე რომ წავიდე საზღვარგარეთ და ქართულის რომელიმე ცეკვა წავიცეკვო იქაც იგივე სიტუაცია შეიქმნება :ვერავინ შეამჩნევს იქ ,მე ცეკვის დროს რა შეცდომა დავუშვი და რამდენად ხარისხიანად შევასრულე ეს ცეკვა. იგივე მოხდა აქაც . იცეკვეს და ლამაზი სანახავი იყო ,მაგრამ ღმერთმა იცის რა ხარისხით იცეკვეს .არამგონია ვანო ჯავახიშვილი ან სოფო ნიჟარაძე ინდური ცეკვების პროფესიონალები იყვნენ .

ერთადერთი ნომერი რომელიც მომეწონა ‘ჰარის პატენტის ”გამოსვლა იყო :) .. ამ ნომერს ეტყობოდა ,რომ იყო  დახვეწილი და ბევრი შრომა ჩაიდო მასში . ხალხშიც რა თქმა უნდა ოვაციები გამოიწვია (ესენი ყველაზე ტაშს უკრავენ :/ ) …ნუ ,ვფიქრობ რომ ღირდა გადაცემის ყურება ამის სანახავად მაინც …

პირველი გადაცემა იყო და  ყველაფერი წინ არის. მე არანაირი პროფესიონალი არ ვარ არც მომღერლობის და არც მოცეკვავეობის,მაგრამ ჩემი გადმოსახედიდან ძალიან უაზროდ ტარდება ”ნიჭიერი ”. კრიტიკული პოსტი გამომივიდა ძალიან ,მაგრამ მე მხოლოდ ჩემი აზრი დავაფიქსირე და ვფიქრობ ,რომ ბევრი დამეთანხმება….

მაგრამ , ეს ხომ ”ნიჭიერია” ? ხომ უნდა მეკაიფა ცოტა და ცოტა კი არა გულიანად ვიცინე ამ ”ოქრო კაცზე :) ”.

ღირს ამ გადაცემის  ყურება ასეთი ”ქათმებისთვის ” :) .. როგორ დავიჯერო ,რომ ოჯახში ,სანათესაოში,სამეგობროში ,სამეზობლოში ან საერთოდ მთელს საქართველოში ამ კაცს არავინ ჰყავს ისეთი ,რომ უთხრას დაეტიე სად მიდიხარო ?:/ არ მჯერა ….

მოკლედ, პირველი გადაცემით არც  თუ ისე კმაყოფილი  ვარ . იმედია,შემდეგი გადაცემები უფრო კარგი და საინტერესო იქნება და ვიხილავთ ვინმე ერთ ნიჭიერს მაინც.ასე რომ ყველაფერი წინ არის .

მუდამ  თქვენი მარიმგა .♥

ჩემი კვირა .

ორშაბათი:

8 საათზე ლოგინიდან წამოდგომა. ნახევარ საათში უკვე მზად ყოფნა. სკოლაში გაქცევა .. სკოლიდან 3ის 5წუთზე დაბრუნება სახლში .1 საათი ბორიალი ოთახებში .ინგლისურის ჩანთის ჩალაგება და 5ის ნახევარზე სახლიდან გავარდნა.7ის წუთებზე ინგლისურიდან გამოსვლა ,ყურში ყურსასმენების გაკეთება და სახლში ღიღინ ღიღინით წამოსვლა. შემდეგ 10საათამდე მეცადინეობა . 11საათისთვის  კომპიუტერთან დაჯდომა .12ზე უკვე გათიშულს მძინავს.

 სამშაბათი :

8საათზე ადგომა ,სკოლაში წასვლა,3ის წუთებზე სახლში მოვარდნა და სამ საათზე მათემატიკაზე წასვლა. 5ის ნახევარზე მათემატიკიდან გამოსვლა და გერმანულზე წასვლა . 7ზე სახლში ვარ და მზად ვარ ვიმეცადინო. საღამოს 10 საათამდე მეცადინეობა. 10საათზე ნანუკას შოუს ან  თქვენი შოუს ყურება . 12ზე უკვე გათიშულს მძინავს.

 ოთხშაბათი:

ზოგადად ,ოთხშაბათი თავისუფალი დღე მაქვს სკოლას თუ არ ჩავთვლი. თუ ხასიათზე ვარ შეიძლება ,3ის წუთებზე სახლში დაბრუნებული 4ის ნახევარზე  სტუდიაში წავიდე გამოყენებით ხელოვნებაზე და 8საათზე დავბრუნდე.შემდეგ ვიმეცადინო და კომპიუტერთან დავჯდე.  ან ტელევიზორში თუ რამე საინტერესოა ვუყურო . 12საათზე უკვე გათიშულს მძინავს.

ხუთშაბათი :

დილით 8საათზე ადგომა სკოლაში წასვლა 9ის ნახევარზე. სამის წუთებზე სახლში დაბრუნება,3ზე მათემატიკაზე წასვლა. 5ის ნახევარზე მათემატიკიდან გამოსვლა და გერმანულზე წასვლა. 7საათზე სახლში დაბრუნება ,მეცადინეობა,ცოტა კომპიუტერი ,ძილის წინ წიგნის წაკითხვა ,მანამდე თუ რამეა ტელევიზორში საინტერესო ყურება. 12საათზე უკვე გათიშულს მძინავს .

 პარასკევი :

დილით სკოლაში წასვლა.სამის წუთებზე სახლში დაბრუნება და 5ის ნახევარზე  ინგლისურზე წასვლა. 7საათზე სახლში დაბრუნება,მთელი კვირის გაკვეთილების მეცადინეობა.ცოტახანი კომპიუტერი,10საათზე გოგონა გარეუბნიდან-ის ყურება .11 საათზე 100გრადუსი ცელსიუსით და 12საათზე უკვე გათიშულს მძინავს .

შაბათი :

11საათზე ადგომა, მომზადება ,დილის რიტუალების შესრულება და 12საათზე გერმანულზე წასვლა.2ის წუთებზე მოსვლა და მთელი დღე ჩემია. გაკვეთილები ნასწავლი მაქვს …. მთელი დღე ფილმების  ყურება ,მზესუმზირის და მსგავსი სასუსნაოების ხრაშუნი ,საღამოს მეგობრები . ღამის ორ საათზე დაწოლა,ყურში ყურსასმენები და  ტკბილი ძილი ♥

კვირა :

2 ან 3 საათზე ადგომა .მთელი დღე უაზრო ბოდიალი სახლში , ფილმების ყურება ,ტელეფონზე ლაპარაკი,ფეისბუკზე ჯდომა,ბლოგზე წერა და გოგოები ♥…

დეტალურად არ აღმიწერია ჩემი კვირა ,ყოველდღე რაღაც ახალი და საინტერესო ხდება ,რომელსაც ჩვენ ვერ გავუკეთებთ პროგნოზს.  მხოლოდ არ იცვლება ის ,რომ ძილის წინ ვვარჯიშობ და ვცდილობ მთელი დღის მანძილზე დიეტა არ დავარღვიო .და ,კიდევ ის ,რომ ყოველი დღის ბოლოს დღიურში ვწერ ,ეხლა მივხვდი დღიურის ქონის მთავარ მუღამს და ეს მუღამი მომწონს ♥..