გი დე მოპასანი ”ლამაზი მეგობარი”

წიგნის კითხვა მეგობრის დედის თხოვნით დავიწყე.ძალიან აქებდა და მეც დამაინტერესა.

როდესაც წიგნის კითხვა დავიწყე მეგონა,რომ წიგნი სიყვარულით იქნებოდა გაჟღენთილი,მაგრამ როგორც ჩანს შევცდი.წიგნის მთავარი პერსონაჟი ჟორჟი გარეგნობით და ჭკუით მდიდარია.იგი ყველაფერს აკეთებს იმისთვის ,რომ სახელი მოიხვეჭოს პარიზში და წარმატებული ,ფულიანი ადამიანი გახდეს.

ჟორჟი  ამბიციური კაცი იყო ,რომელიც პარიზის ქუჩებში დაეხეტებოდა და ფიქრობდა თავისი ფულით დღეს ეჭამა და ხვალ ეშიმშილა თუ დღეს ეშიმშილა და ხვალ ეჭამა.სწორედ ამ დროს მას მეგობარი შეხვდა,რომელმაც ოჯახშიც მიიღო და ჟურნალ”საფრანგეთის ცხოვრება”-შიც მიიღო სამუშაოდ.ამის შემდეგ ჟორჟი ნელ-ნელა მიიწევდა წარმატებისკენ.იგი მიხვდა ,რომ ქალთა გულისმპყრობელი იყო და თავის ნიჭს შესანიშნავად იყენებდა. ჰყავდა უამრავი საყვარელი.

ნელ-ნელა მიიწევდა მწვერვალისკენ.რედაქციაში ყველა პატივს სცემდა ,რადგან არაჩვეულებრივ სტატიებს წერდა და ჟურნალისთვის წარმატება მოჰქონდა.

სიყვარულს ეფიცებოდა ყველა ქალს,ზოგი უყვარდა ზოგი არა .ერთობოდა და ბოლოს მათ ტოვებდა. მონატრების ჟამს კი ისევ უბრუნდებოდა.

მისი მეგობრის გარდაცვალების შემდეგ ,მან ცოლი შეირთო.მან შეირთო ქალი ,რომელიც მისი საუკეთესო მეგობრის ცოლი გახლდათ.ცოლი კაცისა,რომელმაც გზაზე დააყენა და წარმატების მიღწევაში დაეხმარა .მან უბრალოდ ანგარების გამო შეირთო ეს ქალი.

წლები ცხოვრობდა ცოლთან ერთად .პარალელურად ჰყავდა უამრავი საყვარელი.ერთად ორი და ორივეს ერთ სახლში იღებდა.საღამოს კი გულდამშვიდებული ცოლს ეხვეოდა.

შემდეგ ,ცოლობის უკეთესი კანდიდატურა იშოვა  გადაწვიტა,რომ განქორწინება ისე გაეკეთებინა,რომ ამაში მხოლოდ ცოლი დაედანაშაულებინა და გამოუვიდა კიდეც.აღმოჩნდა ,რომ მის ცოლს საყვარელი ჰყავდა.საქმე გათავებული იყო.

ცოლს დაშორდა და ახალი ცოლიც შეირთო.შეირთო ცოლად საფრანგეთის ყველაზე ცნობილი გაზეთის მეპატრონის ქალიშვილი და ფულთან ერთად მიიღო სახელი,ავტორიტეტი, თანამდებობა…

ბოლოს იგი წარმატებული ადამიანი გახდა და დატკბა თავისი ცხოვრებით :)…

ამ წიგნში რაღაც ჩემეული დავინახე.ჩემი ოცნების ქალაქი-პარიზი …პროფესია _ჟურანლისტი… ხასიათი_შეუპოვარი.მიზნის მისაღწევად ყველაფერზე წამსვლელი.

მიუხედავად იმისა,რომ წიგნის პერსონაჟი თავისი ქცევებით არც თუ ისე დადებითია,ჩემს თვალში მაინც პატივისცემა დაიმსახურა ….მომწონს მისი შეუპოვრობა და მტკიცე ხასიათი.მეც ვისურვებდი ,რომ ასეთი ვიყო .და იმედია ოდესმე,მეც გამიმძაფრდება მსგავსი შეგრძნებები …

ხოლო,თქვენ,ვისაც გსურთ ამ წიგნის წაკითხვა ,ალბათ შეგიძლიათ ცუდის და კარგის ერთმანეთისგან გარჩევა ,თორემ დამერწმუნეთ ამ უნარის გარეშე წიგნი არაფერია.  ♥

მუდამ თქვენი მარიმგა ♥ …

 

About these ads

53 thoughts on “გი დე მოპასანი ”ლამაზი მეგობარი”

  1. რამდენადაც მახსოვს, თვითონ არ წერდა, პირიქით ეხმარებოდნენ წერაში :)

    ასე რომ ჭკვიანი კიარა საწყალი აფერისტია :/

    • თავიდან ეხმარებოდნენ,შემდეგ თვითონ წერდა და საკმაოდ წარმატებულადაც ^^

  2. ჭკვიანი ჟორჟზე ნაკლებად ითქმის, უბრალოდ პროფესიონალი გაიძვერაა :დდ წასკითხად მართლა კარგი წიგნია… აი, შენ კი, მარი, წარმატებებს გისურვებ ;))

    • კი ,გაიძვერაა რომელმაც ჩემს თვალში დიდი პატივისცემა დაიმსახურა ^^
      დიდი მადლობა კეთილი სურვილებისთვის <3
      კეთილი იყოს შენი პირველი კომენტარი აქ <3
      შემომიარე ხოლმე,შევეცდები კარგად გაგიმასპინძლდე ^^

  3. ნამდვილად კარგი წიგნია, მეც წაკითხული მაქვს და მომეწონა :))

  4. პროფესია _ჟურანლისტი… ხასიათი_შეუპოვარი. <3 <3 <3 ზუსტად ასეთი :დ !

  5. სხვათაშორის ერთი ჩემი მეგობარი მეხვეწება წაიკითხე ძალიან მაგარი წიგნიაო :დ

  6. მთავარი მოქმედება გაზეთ ,,საფრანგეთის ცხოვრების” ირგვლივ ტრიალებს. დიურუა ჯერ ამ საზოგადოებაში ცნობილ კლოტილდას შეაყვარებს თავს, შემდეგ თავისი გარდაცვლილი მეგობრის, ფორესტიეს ქვრივს ირთავს ცოლად, ამასთან ხდება ,,საფრანგეთის ცხოვრების” რედაქტორის ცოლის საყვარელი და ბოლოს ამ ქალის შვილი მოჰყავს ცოლად.,,ლამაზი მეგობარი” არის წიგნი, რომლის წაკითხვაც ჩემთვის განსაკუთრებით მოსაწყენი აღმოჩნდა.არ მომეწონა არც მწერლის სტილი, აქ ვერ ვიპოვე ვერავითარი მხატვრული ხერხი, ვერავითარი განსაკუთრებულობა. შესაძლოა ჩემი უარყოფითი დამოკიდებულება იმანაც გამოიწვია, რომ აქ ვერ ვიპოვე სიკეთე, ვერ ვიპოვე მისაბაძი ადამიანები, ხალხი, რომლებსაც სხვა დროს აღუფრთოვანებივარ. მე კი არ მხიბლავს თუნდაც ასე თქმული სიმართლე,რადგან ბოროტება არასოდესაა უკიდურესი. მე ვეძებდი თუნდაც ერთ ღირსეულ ადამიანს და რომ მეპოვა ის, აუცილებლად ჩავეჭიდებოდი. ხშირადგადასაკითხავი ფრაზებიც ძალიან ცოტა ,,შემრჩა”. მაგალითად ის, რომ ,,ჯობია პარიზში ლოგინი არ გქონდეს, ვიდრე ტანსაცმელი”. ანდა ,,ცხოვრება მთას გავს, სანამ აღმა მიდიხარ მწვერვალს შესცქერი და თავი ბედნიერი გეჩვენება. მაგრამ თხემზე რომ ახვალ, უცებ თვალწინ დაღმართი, დასასრული, სიკვდილი გადაგეშლება. მანამ წინ აღმართი გიდევს, ყვეაფერი ნელა მიდის, ხოლო დაღმა რომ დაეშვები, ყოველივე სწრაფად მირბის.”
    პ.ს. ამ წიგნიდან გავიგე ის, რომ ლესბოსი, ეს იყო კუნძული, რომლის მკვიდრ ქალებს წარმოუდგენელი ლტოლვა გააჩნდათ ერთმანეთისადმი. ესეც ლესბოსელის ეტიმოლოგია!

  7. რამდენიმე წლის წინ წავიკითხე და ძააალიან მომეწონა.. აი, ძააალიან! <3

  8. ყველაფერი უნდა გააკეთო ? ჩემი აზრით არა … :) რადგან ზოგჯერ მიზანი და საშუალება არ ამართლებს ერთმანეთს. რაოდენ შორს უნდა იყოს ადამიანი საკუთარი ღირსების პატივისცემის, სიყვარულის, რელიგიისა და საერთოდ “ადამიანობისგან”, რომ კარიერისთვის “ყველაფერი” იკადროს და ყველაფერზე წავიდეს … საკუთარი ბედნიერება სხვის უბედურებაზე არ უნდა ააგო. ნუ მე ასე ვფიქრობ ყოველ შემთხვევაში და ამას ხელი არ შეუშლია ჩემთვის წარმატებები მიმეღწია კარიერაში.

    • ძალიან კარგი :))) მიხარია თუ წარმატებას ადვილად მიაღწიე და ყველაფერზე წასვლა არ დაგჭირდა. მაგრამ ყველას არ უმართლებს და მე პირადად მიზნის მისაღწევად ყოველთვის ყველაფერზე წამსვლელი ვარ და სულ ასე იქნება :))

      • მადლობა თუ გიხარია, მაგრამ ადვილად არ მიმიღწევია! დიდი შრომა და დრო ჩავდე, ყველაფერი გულით უნდა გააკეთო. კი ბატონო შენი საქმის შენ იცი … უბრალოდ ბოლოს სინდისმა არ შეგაწუხოს ან ცუდად არ მოგიტრიალდეს უკან … უბრალოდ კარიერისთვის “ლამაზი მეგობრის” როლში შესვლა მიუღებელია ჩემთვის და სულ ასე იქნება :)) წარმატებები ყველას!

  9. თქვენი მიმოხილვა ავიღე წიგნისთვის. დაგლინკეთ. თუ საწინააღმდეგო გაქვთ მომწერეთ

  10. წიგნი კარგია მაგრამ,არ ვეთანხმები იმ აზრს რომ მიზნის მისაღწევად ადამიანმა ყველაფერზე უნდა წახვიდე,ამ ოერსონაჟის შემხედვარე ადამიანებზე წარმოდგენა შემეცვალა სამწუხაროდ.

    • ნაწილობრივ გეთანხმები,მაგრამ ჩემთვის იმდენად მნიშვნელოვანია,ის რომ მიზანი უნდა შესრულდეს,რაღაცით მომწონს პერსონაჟი <3

  11. ძალიან არ მიყვარს ეს წიგნი :(((( …… თვითონ დიურუა მაღიზიანებს ძალიან :(((( ….. მიზანი ამართლებს საშუალებებს მაგრამ….. ასეთი საშუალებები და ასეთი მიზანიიი….. არ ვიციიი…. დიდად მოხიბლული ვერ დავრჩი….. ალბათ მე არ ვარ საკმარისად კარგი მკითხველი…..

  12. ვერ გავუგე ამ წიგნს არაფერი შემმატა..შენი მიზნები აუცილებელი არაა არასწორი და ცუდი გზით განახორციელო..რავიცი..

    • მე მომეწონა ძალიან .
      მართალი ხარ აუცილებელი არ არის,მაგრამ მიზნის მისაღწევად სხვა გზა თუ არ არსებობს,შეიძლება ცუდ რაღაცეებზე წასვლაც.
      მე ასე ვფიქრობ…
      ზედმეტი მიზანდასახულობის ბრალია,ალბათ .

  13. დიურუას მართლაც მოჭარბებული მიზანდასახულობა აქვს და ეს თუ გამოგადგება მისი თვისებებიდან სხვა არაფერი….ეს წიგნი წარმოადგენს საკუთარი მიზნის მიღწევისთვის ყველასა და ყველაფერზე ზედ გადავლას, გამოყენებას.. მაინცადამაინც ვერ მაგიჟებს ეს წიგნი ისე კი კარგად იკითხებაა

  14. მიზანს გააჩნია! მისი მისწრაფებები მხოლოდ ძალაუფლებით, ქონებით და მცირედი სურვილების დაკმაყოფილებით შემოიფარგლება, თანაც ამას ის სხვა ადამიანთა გრძნობების გათელვით აღწევს!

    • მართალია,მაგრამ თუ შენთვის მთავარი მიზნის მიღწევაა არ აქვს მნიშნველობა ამას რა ფასად მიაღწევ )))

  15. როცა ამბობ, მიზნის მისაღწევად ყველაფერზე წამსვლელი ვარო, მიზნის მისაღწევად თუ გაბოზებაა საჭირო, და სხვა გზა არ არის მიზნის მისაღწევად, გაააკეთებ ამას? გაბოზდები ? )) თუ მიზნის მისაღწევად საკუთარი ოჯახის წევრების ღალატი ან/და მათი მოკვლა დაგჭირდა, იზამ ამას? ……. ამიტომ როცა ამხელა სიტყვას ამბობ, “მიზნისთვის ყველაფერზე წამსვლელი ვარ და სულ ასე იქნებაო”, უნდა დაფიქრდე რომ ყველაფერში რა იგულისხმებაა……

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s