მნიშვნელოვანი ადამიანები

ცხოვრება მომენტებისგან შედგება.

იმ მომენტებისგან ,რომლებიც თვალწინ გვიდგება ხოლმე ,ისევე რეალურად,როგორც ეს წლების წინ იყო და გვეღიმება.

არსებობს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი მომენტები,რომლებიც მხოლოდ ერთხელ მოდის და მეორედ აღარ განმეორდება .სწორედ ამ დროს გვჭირდება ჩვენი საყვარელი ადამიანების ჩვენთან ახლოს ყოფნა .

მარიამი 12 წლის წინ გავიცანი,სკოლაში.როგორც ყველა პატარა გოგო,ჩვენც ვოცნებობდით გაზრდაზე,სტუდენტობაზე,სკოლის დამთავრებაზე და ათას რამეზე. მაშინ,გვეგონა რომ ძალიან შორს იყო ჩვენი გაზრდის ამბავი .

დღეს პირველი ლექცია მქონდა.უნივერსიტეტიდან გამოვედი და გარეთ დამხდა.ამაზეც ვოცნებობდით : გვებოდიალა როგორც სტუდენდებს .დავდიოდით და ვიხსენებდით ორ პატარა გოგოს,რომლებიც გაზრდაზე ოცნებობდენ . სწრაფად გადის დრო. იმდენად სწრაფად,რომ ხანდახან მიჭირს ფეხი ავუწყო .

ხოდა

ბევრჯერ მითქვამს და ყოველ წამს ვრწმუნდები იმაში,რომ სიტყვები არაფერია თუ ადამიანმა საქციელით არ დაგიმტკიცა ის,რომ უყვარხარ… ის,რომ ჭირდები .

ცხოვრების მნიშვნელოვანი მომენტები თუ მნიშვნელოვანი ადამიანების გარეშე გაიარე,მერე უკვე სულ ერთია… არის პერიოდები,როდესაც უბრალოდ გჭირდებიან  შენთან ახლოს ზუსტად ისეთები,როგორებიც არიან,ნაკლებით თუ უარყოფითებით გაჟღენთილები .

და თუ გადალახე ეს პერიოდები მათ გარეშე,მერე გინდა  თუ არ გინდა,კარგავენ მნიშვნელობას,ნელ-ნელა ფერმკრთალდებიან და საბოლოოდ ტკივილის გარეშე ქრებიან… სამწუხაროდ…

მართალი იყო ოტია:”მოუსმინე,მოუსმინე,მაგრამ მანამდე არ დაიჯერო,სანამ არ დაგიმტკიცებს”

14202637_1004694426294932_3933950308269533435_n

 

 

სტუდენტი!

პირველი პოსტი უკვე სტუდენტის სახელით!

ცხელი სასწავლო წლის,სირბილის,შიმშილის,უძილობის და სრული ორომტრიალის შემდეგ მოგესალმებათ საქართველოს უნივერსიტეტის პირველ კურსელი,ალასანიას ფილოლოგიის ფაკულტეტის ბედნიერი და კმაყოფილი სტუდენტი!

ამდენი არეულობის შემდეგ ისე დალაგდა ჩემი ცხოვრება ,უკვე მეშინია, რამე ცუდს ხომ არ მიმზადებს ბედი:სტუდენტი გავხდი, ორ დღეში ატესტატსაც მომიბრძანებენ სახლში და ვცხოვრობ სრულ იდელეაში.

ზაფხული მქონდა სასწაულად კარგი,ზუსტად ისეთი როგორიც აწ უკვე ყოფილ აბიტურიენტს შეეფერებოდა. გემრიელად დავისვენე, მთელი წელი გამყვება დასვენებული ადამიანის შეგრძნებები .

შემოდგომამ დაგვიკაკუნა კარზე, გემრიელად აგრილდა უკვე, ცხოვრებაში პირველად მომენატრა ზამთარი,სიცივე, გაყინული ქუჩიდან თბილ სახლში შესვლა და ბევრი თბილი ტანსაცმელი .ოქროსფერი შემოდგომაც ძალიან მიხარია და ზოგადად, ყველაფერი ძალიან მახარებს ! ალბათ ეს ახლად დაბადებული სტუდენტის სინდრომია (იმედია 4 წელი გამყვება ეს შეგრძნებები ) .

ძალიან ბევრი გეგმა მაქვს,ასეთი მოტივირებული არასდროს ვყოფილვარ .ერთი სული მაქვს სწავლა და მუშაობა დავიწყო,დავიღალე უკვე დასვენებით და მინდა ავმოქმედდე.

გული მიგრძნობს კარგი წელი იქნება,განწყობა მაქვს სასწაული და მჯერა,ყველაფერი მაგრად იქნება .

რაც შეეხება ბლოგს,ჩათვალეთ რომ მარიმგა დაბრუნდა!

ნაყოფიერ წელიწადს გისურვებთ ყველას !❤

534122_454058981337096_2114659600_n

Done …

ბოლოს როდის წამოვწექი ლეპტოპთან ერთად ასე ტკბილად და უდარდელად არ მახსოვს .დღეს ბოლო გამოცდა ვწერე, ესეც ჩვენი ეროვნულები.

ჩვევაში გადამსვლია მეცადინეობა და არაადამიანური რეჟიმი,მთელი დღეა ვცქმუტავ,საქმეს ვეძებ. დასვენება მჭირდება ისე,როგორც არასდროს,ხვალ გავქრები თბილისიდან,წავიღებ წიგნებს ,ფილმებს და მოვეშვები.

ბევრი რამის დაწერა მინდა,მაგრამ ჯერ უნდა დავისვენო,ამის ნერვებიც აღარ მაქვს .

ეროვნულების პასუხები აღარც მაინტერესებს ისე დავისტრესე ჯერ საატესტატო გამოცდებზე,მერე ეროვნულებზე. ვეღარ ვნერვიულობ,იმედია ყველაფერი კარგად იქნება.

წესით და რიგით სექტემბრიდან საინტერესო ცხოვრება უნდა დაიწყოს,დასვენებულიც ვიქნები და ბევრი ახალი და საინტერესო საქმეც მექნება .

გადავიკითხე პოსტი და წერაც დამვიწყებია ).

ძალიან მალე დავაბრუნებ აქ იმ სიტუაციას რაც ეს წლები იყო.

მანამდე კი სასიამოვნო და ნაყოფიერ დასვენებას გისურვებთ თქვენც და საკუთარ თავსაც .

სიყვარულით მარიმგა❤

1469841_164267470450586_601691166_n

No title

სასაცილოა,სწავლის გადამკიდე ფაქტობრივად მთელი წელი ვერაფრის დაწერა ვერ მოვახერხე და გამოცდის დღეებში გავხსენი პოსტის ფანჯარა …

სრული სიგიჟეა სწავლა და გამოცდები,უკვე არაადეკვატური და შეურაცხადი ვარ .. იმის მაგივრად,რომ მოტივაცია ამმაღლებოდა და ბოლო დღეებში უფრო მეტი მემეცადინა ,მინუსებში მაქვს უკვე განწყობაც,ხალისიც და მოტივაციაც . უბრალოდ მინდა მალე მორჩეს ეს ორომტრიალი და თბილისიდან გავიქცე .მთელი წელი იმას ვაკეთებ რაც არ მინდა,მაგრამ ვალდებული ვარ . წიგნის კითხვა ,მშვიდად ყავის დალევა,წამოწოლა,ფილმების ყურება და უსაქმურობა მომენატრა კი არა,საშინლად მჭირდება . იმედი მაქვს დამიფასდება მაინც.

უკვე აღარც შედეგები მაინტერესებს და არც ის,რა  როგორ დავწერე.უბრალოდ მინდა მორჩეს და გათავდეს ეს საგიჟეთი.მე არ ვიცი რა იყო აბიტურიენტობა ბებიაჩემის დროს,თუმცა,ჩემი აბიტურიენტობა ნამდვილად არ არის ის წელი,რომელიც მერე უნდა მომენატროს. სწავლასაც ზღვარი აქვს . ბოლო პოზიტივი ის არის,რომ იმედია დამიფასდება ის რაც ერთი წელი ვაკეთე …

ძალიან მომენატრა წერა,ახლაც ენა გადმოგდებული ძაღლივით ვუყურებ პოსტის ფანჯარას, ბევრი რამ მაქვს მოსაყოლი.სკოლა დავამთავრე,ატესტატი ავიღე,ბოლო ზარი და ბანკეტი მქონდა,მნიშვნელოვანი რაღაცები მოხდა და მინდა მოგიყვეთ. განათლების სისტემაზეც სიამოვნებით მოვყვები ერთ-ორ საინტერესო ამბავს,გეტყვით როგორ ტარდება  ესა თუ ის გამოცდა და ა.შ  : ) უბრალოდ ,ფიზიკურად დრო და ნერვები აღარ მყოფნის.

დიდი იმედი მაქვს ,რომ ეს ყველაფერი ძალიან მალე და რაც მთავარია მშვიდობით ჩაივლის,მეც დავისვენებ,დავწყნარდები და კვლავ დავბრუნდები. მანამდე კი წარმატებები მეც და თქვენც.

მუდამ თქვენი მარიმგა .

149862_554343177924817_736369300_n

”ცუდი ადამიანები”

8 წლის წინ,მაშინ,როდესაც პირველად შემიყვარდა ბიჭი,დედაჩემმა ისე,სხვათაშორის მითხრა,ფრთხილად იყავი,ყველა კარგი ადამიანი არ არისო. ეს იყო და ეს.ამის შემდეგ არასდროს გვილაპარაკია ამ თემაზე. მაშინ მახსოვს, ძალიან ცუდი რეაქცია მქონდა, არ ვიცი რა ვიგრძენი,მაგრამ აშკარად არ მესიამოვნა. იმ დღის შემდეგ ,ყოველთვის მახსენდება დედაჩემის ეს სიტყვები და მიუხედავად იმისა,რომ დიდი დრო გავიდა,ძალიან ნათლად მახსოვს ეს ყველაფერი .

მას შემდეგ ,ბევრმა წელმა და ადამიანმა გაიარა .ჩემი პირველი სიყვარული ცუდი ადამიანი ნამდვილად არ აღმოჩნდა ) …

არ ვიცი დედაჩემმა მხოლოდ ეს ერთი გადაკრული საუბარი რატომ მაკმარა ამ თემაზე.ალბათ იფიქრა ,რომ ერთხელ ნათქვამს გავიგებდი,ან მეთვითონ უნდა გამომეცადა რას ნიშნავს ”ცუდი ადამიანი” …

8 წელი გავიდა და დღემდე ვერ ვისწავლე,რომ მართლა არსებობენ ცუდი ადამიანები .

ერთი ცუდი ჩვევა მაქვს , ვერ ვიტან ადამიანების დაკარგვას.მშლის და შიგნიდან მანგრევს ჩემი ცხოვრებიდან ადამიანების წასვლა.მირჩევნია იყვნენ ისეთი ცუდები,არასწორები,ბოროტები,ოღონდ იყვნენ . და ეს ყველაფერი იქამდე მიდის,რომ თავისით მაინც მიდიან ხოლმე.

მივხვდი,რომ ამ ადამიანების წასვლა გარდაუვალია.არ აქვს მნიშვნელობა შენ გაუშვებ თუ არა,ისინი თავის დროზე ,ან უფრო ადრე მაინც წავლენ .

18 წლის ვარ . ჩემი და დედაჩემის საუბრის შემდეგ 8 წელი გავიდა.დღემდე ვერ გავითავისე,რომ არსებობენ  ცუდი ადამიანები და დღემდე ვერ ვხვდები რა უფრო მტკივნეულია,გაუშვა ისინი შენი ცხოვრებიდან შენივე ნებით თუ თვითონ აიბარგონ და წავიდნენ  )

484936_356726504442484_540346014_n

 

გამოუვალი მდგომარეობა…

12733990_603256276493058_2058332005001762732_n

ეს არის ტრაგედია და გამოუვალი მდგომარეობა და არა ის,რომ ვიღაც სიამაყისგან და უაზრო პრინციპებისგან არის დაბრმავებული.

ამას არ ეშველება არაფერი,თორემ ისე,ნებისმიერი შეცდომის გამოსწორება, ნებისმიერი დანაშაულის პატიებაა შესაძლებელი.

მაგრამ,ადამიანები ხომ მაშინ ვაფასებთ ,როდესაც ვკარგავთ.მითუმეტეს ქართველებს გვიყვარს სიკვდილი,გვიყვარს ტრაგედიები და გამოუვალი მდგომარეობები.

ეს არის ტრაგედია,დანარჩენს ყველაფერს ეშველება,ყველაფერი გამოსწორებადია.

ცხოვრებაა რაღაცნაირი,უღიმღამო,ალღო უნდა აუღო,რთულია ,მაგრამ უნდა შეძლო თუ ცხოვრება გინდა და არა არსებობა.

ყველაფერს ეშველება,ყველაფერს….

 

no title …

ტყუილია , დიდ ტკივილზე და სიყვარულზე ვერ საუბრობენ.

შეუძლებელია ამ გრძნობას სიტყვები შეუსაბამო.

ეს ის გრძნობაა ,რომელზეც უბრალოდ გამორიცხულია ადამიანმა ილაპარაკოს,თუ ლაპარაკობს ის არ არის გულწრფელი და მისი გრძნობა მითუმეტეს.

ამაზე ვერც წერ, უბრალოდ ჩუმად ხარ .. ცდილობ ილაპარაკო,დაწერო ,გულიდან ამოიღო,მაგრამ ბოლოს ხვდები,რომ ეს არასდროს გამოგივა და უბრალოდ ნებდები. ხალხს კი ჰგონია,რომ უბრალოდ ფეხებზე დაიკიდე, გაიარა ყველაფერმა და შენს თვალებში ჩამდგვარი სევდა უბრალოდ ნიღაბია,რომლითაც მოდას ჰყვები.ხო,მოდას. ჩვენ ხომ ტკივილის და დეპრესიის საუკუნეში ვცხოვრობთ .

ხალხი… ხალხს ბევრი რამე გონია…  ბოლო პერიოდია  გარშემო ვიხედები და ვხვდები,რომ ყველგან სიყალბეა. ის ადამიანებიც კი,რომლებიც მეგობრები გგონია, ზიან და ელოდებიან როდის დაეცემი,როდის გაიგებენ შენზე ცუდს და ამით საკუთარ მდგომარეობას გააუმჯობესებენ.

ყოველთვის ვამბობ,რომ ესეც აუცილებლად გაივლის.

ახლა არ ვიცი რა ვთქვა,არ ვიცი რა გაივლის და რა არა .

მუდამ თქვენი მარიმგა❤

11100224_409929492522382_8819743593384180968_n