არაფერი ისეთი რაც სხვას არ უთქვამს :|

აი დაგვითხოვეს კიდეც.  “” თავისუფლება 1 თვით “”…. გუშინ საახალწლო კარნავალზე ვიყავი .ცოტა გავერთე  .დავიღალე. რატომღაც ჩემს ცხოვრებაში დგება დღეები როცა უმიზეზოდ ვიღრუბლები . ამის გამო მეც ძალიან მეშლება ნერვები , რადგან მე თვითონ არ ვიცი რა მაწუხებს. ხან ვხდები ისეთი ბედნიერი , რომ მეშინია არ გავგიჟდე🙂 . მოუთმენლად ველოდები ახალ წელს , ასე მგონია  წელს რაღაც ძალიან უნდა გამიხარდეს,მაგრამ რა არ ვიცი. ამ  ბოლო დროს ველოდები  რაღაც ისეთს, რაც რეალობისგან ძალიან შორს არის… ეხლახანს დავიწყე რომანის კითხვა. ვხვდები, რომ ძალიან უაზრო რომანია ,მაგრამ სურვილი მაქვს  ბოლომდე წავიკითხო,მაგრამ ხომ შემიძლია , რომ დავხურო და სხვა წიგნი წავიკითხო ?!                                                                                        შეიძლება  ცხოვრებაში  მოხდეს რაიმე ძალიან ცუდი , ან რაიმე ძალიან კარგი…. არ უნდა იცხოვრო ადამიანმა წარსულით ,ცხოვრება წინ არის.მაგრამ ვაი ,რომ წარსულის დავიწყება  ძნელია.რახან მე ამას ვწერ, ეს იმას არ ნიშნავს , რომ  ჩემს წარსულში მოხდა რაღაც ისეთი რაც გულს მტკენს, არა უბრალოდ  მელოდრამული პოსტის წერის სურვილი დამებადა🙂🙂  .მე დარწმუნებული ვარ, რომ  ამ პოსტის წაკითხვის შემდეგ ბევრი ადამიანი თავის თავს დაინახავს .                                                                                                                                                       ” ხანდახან გვინდა დავივიწყოთ  წარსული მხოლოდ  და მხოლოდ იმიტომ, რომ ის ძალიან გვენატრება”…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s