აი ესე უბრალოდ!

წეღან ვკითხულობდი კანარიოს პოსტებს. ძალიან მომწონს მისი ბლოგი, რაღაც ჩემეულია მის პოსტებში. უცებ  წარსულს გადავხედე და მივხვდი, რა მალე გადის დრო!🙂. თითქოს გუშინ დაიწყო სკოლა და უკვე 4 თვეში გვითხოვენ.მართალია, წინ  მინიმუმ 3 საშინელი გამოცდა მელოდება, მაგრამ მაინც ძალიან მაგარია,  რომ ასე მალე გვითხოვენ . დედამიწის ასეთ ტრიალს🙂 დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს . მალე მთავრდება ის, რაც არ გვიყვარს ,მაგრამ ისიც რომ მალე მთავრდება, რაც გვიყვარს და გვინდა უსასრულოდ გაგრძელდეს!? რას ვიზავთ !🙂.

რა მაგარია, მალე გაზაფხული მოვა – თებერვალიც და ვსიო🙂. მიყვარს, დილით ადგომა რომ აღარ  მეზარება და სიხარულით მივდივარ სკოლაში. მიყვარს, საკლასო ოთახში მზის სხივები რომ იჭყიტება ! მიყვარს,  კლასელებს გაზაფხულის დადგომა რომ ეტყობათ! მიყვარს, ყველა რომ ზაფხულის გეგმებზე ლაპარაკობს! მიყვარს, გარეთ რომ გაზაფხულის  სურნელი  დგას! მიყვარს ! მიყვარს! მიყვარს გაზაფხული ! ყვავილების სურნელი, მზე ! არდადეგები! მთელი დღეები თავისუფალი რომ მაქვს და რასაც მინდა ვაკეთებ! მიყვარს,  წიგნის კითხვა ნებისმიერ დროს რომ შემიძლია! მიყვარს, გაკვეთილები რომ არ მაქვს გასაკეთებელი და რომელიმე  უცხოელი მწერლის წიგნს რომ ვკითხულობ მთელი დღე!

მახსოვს, წინა წელს რომ ქართულის გამოცდა ჩავაბარე, რა ბედნიერი ვიყავი მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცოდი, რა მივიღე. ჩემს ბედნიერებას   ათიანიც დაემატა . ჩემს კლასელებს დავემშვიდობე და სახლში კი არ მოვდიოდი, მოვფრინავდა . დედაჩემს და მამაჩემს  ვახარე ჩემი ნიშანი  და  მეექვსე კლასის დამთავრებაც!🙂.იმედია მეშვიდე კლასსაც ზუსტად ასე  ბედნიერად გავაცილებ  და მერვე კლასს  დასვენებული შევხვდები .

რა სჯობია ზაფხულში წიგნის კითხვას გარეთ , ჩიტები რომ ჭიკჭიკებენ და მზე ანათებს ოთახში.  ამ ზაფხულს წავიკითხე ჰარი პოტერი, ოღონდ ბოლომდე არ წამიკითხია, მომბეზრდა ერთფეროვნება!

გაზაფხული! მიყვარს ! მიყვარს!

4 thoughts on “აი ესე უბრალოდ!

  1. აიი… საყვარელო… ^_^ როგორ მახარებს ხოლმე, ასეთი სიტყვებით რომ მასაჩუქრებენ… :** წარმატებები ყველაფერში! იკითხე ბევრი… ყველაზე უკეთ წიგნები გაგიგებენ… :*

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s