ფიქრი #1

მთელი დღეა უაზრო განწყობაზე ვარ .  გარეთ საშინელი ამინდია ! მე რომ ვერ ვიტან ,აი ,ზუსტად ისეთი , მაგრამ მე რა შემიძლია!? უნდა ავიტანო!!!

დილაც უაზროდ დაიწყო . რაღაც უაზრო ფიქრები ამეკვიატა და მთელი დღეა ვცდილობ მოვიშორო, მაგრამ არ გამომდის!

ერთხელ ვთქვი,რა უსამართლოა ცხოვრება -თქო და ესე მითხრეს, ცხოვრება არ არის უსამართლო, უბრალოდ, მას უნდა აყვეო.  ეხლა ვუფიქრდები და მართალიც  არის.

ცხოვრება მშვენიარია! მერე რა, რომ გარეთ საშინელი ამინდია! მერე რა, რომ სადღაც უაზრო პრობლემაა, რომლის გამოც  ცუდად ხარ ! მერე  რა ! ?  ამინდიც გამოკეთდება! პრობლემებიც მოგვარდება! :). შენც ბედნიერი იქნები!  ცუდი ჩვევა მაქვს, უაზრო ამბებზე ვიწყებ ნერვიულობას და  პატარა რაღაცას დიდი პრობლემის  სახეს ვაძლევ. ეს ჩემი მეორე “” მე”” _ა.

ის ძალიან მაღიზიანებს . დილიდან მინდოდა პოსტი დამეწერა მაგრამ  რა  არ ვიცოდი. გადავწყვიტე  ჩემი  “” ბლოგუშკა”” ჩამერთო და მაშინაც თუ არ მომივიდოდა წერია “” მუზა “”, მაშინ თავი დამენებებინა. ეხლა  ვწერ ! ჩემი თითები  ჩემს გონებას არ ემორჩილება- თავისით წერს . ბოლოს, ალბათ, როგორც ყოველთვის, მხოლოდ გადაკითხვის საშუალებას მომცემს , რომ შევამოწმო რაიმე ასო ხომ არ გამომრჩა    და მორჩა.

დღეს ხუთშაბათია. წინა ხუთშაბათისგან ოდნავ განსხვავებულია.

მინდა, რომ  ზაფხული  იყოს .  ცხელი ზაფხული! ისეთი ზაფხული ,ზამთარს , რომ ანატრებს ყველას, ჩემს გარდა . მინდა  ისე ცხელოდეს , რომ სუნთქვა მიჭირდეს, მაგრამ მაინც ვნატრობდე,  რომ არასდროს არ დამთავრდეს!!!

მენატრება…  მაკლია მისი მხურვალება, მისი სითბო, მისი სიცხე . მზიანი დღეები მენატრება,

ზღვაში ჩამავალი მზე მენატრება, საღამოობით  ცივი ნიავი მენატრება …

ჩემს თავთან ლაპარაკი ყველაზე მეტად მსიამოვნებს .ვიცი სიგიჟის ნიშნებია,მაგრამ მსიამოვნებს . ჩემში ორი ადამიანი ბინადრობს- ერთი ჯიუტი , დაუმორჩილებელი , უშიშარი და მებრძოლი ხასიათის არის.მეორე?.. მეორე არ ვიცი,მე მას არ ვიცნობ . ის არ მაძლევს იმის საშუალებას , რომ გავეცნო. მინდა მისი გაცნობა. მინდა მისი დაჭერა იმდენი ხნით ,რომ ლაპარაკით გული ვიჯერო.მაგრამ ის იშვიათად იჩენს თავს, ძალიან იშვიათად. ხოდა, ზუსტად   ჩემს უცნობ  ”მე”_ე სთან მიყვარს ლაპარაკი. ყოველთვის ჩუმად და გულისხმიერად მისმენს, თან დიდი ყურადღებით . არასდორს მაწყვეტინებს ! არასდროს მაწყვეტინებს მისი დამცინავი მზერა   და მისი სიტყვები : რა სისულელეა….

იქ , სადღაც შორს არის ჩემი მეორე , იდუმალი და შეუპოვარი , ჩემთვის ჯერ კიდევ ამოუცნობი “მე” და მისთვის ანათებს მწველად მზე……

Advertisements

4 thoughts on “ფიქრი #1

  1. გენაცვალე! :* ყველაფერი ყოველთვის ისე იქნება, როგორც ჩვენ გადავწყვეტთ… წარმოიდგინე, რომ მხატვარი ხარ და შენს ცხოვრებას თვითონვე ხატავ… არასდროს დანებდე! ყოველთვის იბრძოლე…

    ისე, საკუთარი თავის შეცნობა რთული ამბავია… თუ ბოლომდე გაიცანი, მერე უაზრო ხდება ცხოვრება. საინტერესო ის არის, როცა მოულოდნელობებით აღსავსე ხარ, არასდროს იცი, რას ჩაიდენ და რას მოიმოქმედებ. : )

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s