ჯეინ ეარი

ამ ზაფხულს წავიკითე ეს წიგნი. ძალიან მაგარი რომანია.ჩემი აზრით ყველას უნდა ჰქონდეს წაკითხული.  ეს წიგნი განსაკუთრებით ჩემნაირ  გოგოებს მოეწონებათ . რა ვქნა მიყვარს ფილმები და რომანები . :).

მოკლედ შარლოტა ბრონტე გვიყვება ერთ  გოგონაზე, რომელიც არც თუ ისე კარგად იზრდებოდა. ბედნიერი ბავშვობა არ ჰქონია. მას არც ოჯახში ექცეოდნენ კარგად და არც სკოლაში ,მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, სკოლის დამთავრების შემდეგ მაინც იმ სკოლაში დარჩენა გადაწყვიტა და მასწავლებლად დაიწყო მუშაობა.

მან იქ დიდი ხანი იმუშავა ,მაგრამ ბოლოს  დაფიქრდა და მიხვდა რომ მისი ცხოვრება ძალიან ერთფეროვანი იყო და  ცხოვრების შეცვლა გადაწყვიტა. პირველ რიგში სამუშაო ადგილის  გამოცვლა გადაწყვიტა და  გაზეთებში განცხადებები განათავსა. მას ბედმა გაუღიმა და ერთ – ერთი სახლიდან  განცხადებაზე პასუხი მოუვიდა . ჯეინი  დაემშვიდოდა სკოლას და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადავიდა .

სწორედ იმ სახლში დაიწყო ყველაფერი . ჯეინს შეუყვარდა  იმ სახლის პატრონი  ბატონი როჩესტერი. ( ის კაცი მეც ძალიან მიყვარს ).  ბატონ როჩესტერსაც შეუყვარდა იგი .  ბოლოს მათ გადაწყვიტეს დაქორწინება, მაგრამ ყველაფერი არც თუ ისე კარგად გამოუვიდათ . აღმოჩნდა, რომ როჩესტერს ცოლი ჰყავდა .

ჯეინი და როჩესტერი დაშორდნენ ერთმანეთს. ჯეინი სახლიდან წამოვიდა და სხ ვა სამსახურის ძებნა დაიწყო.

~

ჯეინს მაინც ახსოვდა და უყვარდა როჩესტერი . ბოლოს, რაღაც მიზეზების  გამო, როჩესტერი ფიზიკურად დაზარალდა. ამას ჯეინი გაიგებს თუ არა, მაშინვე როჩესტერთან წავა და იმ ლამაზი სახლის ნაცვლად ნანგრევები შერჩება ხელში.

რა და როგორ მიხდება, ამის გასაგებად გირჩევთ წიგნი წაიკითხოთ . უმაგრესი რომანია . ყველა ასაკის ადამიანს ჩაითრევს .;)

Advertisements

14 thoughts on “ჯეინ ეარი

  1. უუ, ბავშვობაში ძაააალიან მიყვარდა ჯეინ ეარი. რამდენჯერმე მაქვს წაკითხული.

    ისე, ერთი შენიშვნა მაქვს, მთელი წიგნი მოყევი. წარმოიდგინე, რომ ვიღაცა დაინტერესედა წიგნით და ნუ წასაკითხი კიდევ კი ბევრია, მაგრამ დასაწყისი მიმდინარეობა და ბოლო თუ იცის, ისეთი “მუღამი” აღარ აქვს, ამიტომ წიგნზე წერისას, ასე თავიდან ბოლომდე ნუ დაწერ ხოლმე ყველაფერს. რაღაც გასარკვევი დაუტოვე მკითხველს 🙂

  2. 15 წლის რომ ვიყავი სპექტაკლში მივიღე მოვაწილეობა.. ჯეინ ეარი დავდგით, ინგლისურად.. ისე შემიყვარდა და მის მერე იმდენჯერ წავიკითხე ზეპირად ვიცი .. მართლა უძლიერესი ნაწარმოებია და ვფიქრობ ყველამ უნდა წაიკითხოს..

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s