3 მარტი!

მალე დედის დღე მოდის და არ ვიცი რა მეშველება! დედაჩემს რა უნდა ვაჩუქო. რა თქმა უნდა როცა ვეკითხები რა გაგიხარდება თქო სულ მეუბნება არაფერიო,მაგრამ მეც ესე ვიცი ხოლმე თქმა ზრდილობის გამო🙂 .

მეხუთე კლასამდე ამაზე პრობლემა არ მქონდა . სკოლაში მასწავლებლები გვაკეთებინებდნენ ხოლმე მისალოც ბარათს რომელიშიც ერთი და იგივე  ტექსტი ეწერა: დედიკო გილოცავ 3 მარტს .მიყვარხარ.

მოკლედ მაგარ შარში ვარ . საჩუქრების ამორჩევა არასდროს მეხერხებოდა ამაში ყოველთვის დედა მეხმარება ხოლმე ,მაგრამ თავის საჩუქარს  ხომ არ ამოვარჩევინებ ?! რა თქმა უნდა რაღაც იდეები მაქვს საჩუქართან დაკავშირებით ,მაგრამ ვერ დავწერ  რადგან დედაჩემიც კითხულობს ჩემს ბლოგს:).

ჩემი და სამი დღეა რაღაც ფურცლებს დაატარებს აქეთ იქით . წეღან რაღაც ბარათი გამაკეთებინა.რას აპირებს არ ვიცი🙂.

ყველაზე მაგარი დედების დღეში ის არის ,რომ ვისვენებთ:). მე სულ დასვენებაზე ვფიქრობ🙂.

მოკლედ! ყველა დედას მინდა წინასწარ მივულოცო 3 მარტი  და ბედნიერი დედობა ვუსურვო:).

პ.ს. ცნობებს ჩემი საჩუქრის და  დედაჩემის რეაქციის  შესახებ მალე მოგაწყვდით🙂 .

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s