ჩემი კვირა ..

დღეს დილით თვალები  გავახილე,გამახსენდა რომ შაბათი იყო და  ძილი გავაგრძელე 1:25 წუთამდე მეძინა🙂 .

გარეთ მარტის შესაფერისი ამინდია. მზეა და საშინელი ქარია. გუშინ სკოლაში  რომ ვიყავი ძალიან დიდი და ლამაზი ფანტელები წამოვიდა ციდან ესე მეგონა დადებდა ,მაგრამ 15 წუთში ფანტელები გაქრა და მზე გამოვიდა.მერე წვიმა დაიწყო ისევ მზე გამოვიდა .მოკლედ მარტია რა . არასოდეს მესმოდა რატომ ადარებდნენ მარტს ქალს.აი გუშინ კი მივხვდი.გუშინ ძალიან მინდოდად რაიმე დამეწერა. ბევრი ვიფიქრე ,მაგრამ ბოლოს მივხვდი რომ მხოლოდ სურვილით ვერ დავწერდი და თავი დავანებე.

უამრავი რამ მაქვს სასწავლი.უამრავი.  რითი დამეწყო არ ვიცოდი .შემდეგ გადავწყვიტე ,რომ პოსტის შექმნით დამეწყო  და აი ვწერ🙂 . წერას რომ დავამთავრებ პირველ რიგში ის უნდა დავწერო  რაც არ მიყვარს .მათემატიკა.🙂. არასოდეს მიყვარდა . გუშინ ღამის 2 საათზე განძის კუნძულს ვკითხულობდი და ლიმონიან ჩაის ვსვავდი. ჩემს თავში ბევრი ახალი და საინტერესო რამ აღმოვაჩინე . პირველ რიგში ლიმონიანი ჩაი მყვარებია🙂 .

მომწონს წიგნები გემებსა და საიდუმლო კუნძულებზე.ყოველთვის წარმოვიდგენ ჩემს თავს გემზე კაპიტნად🙂.  80 ათასი კილომეტრი წყალქვეშ  ორჯერ წავიკითხე.უმაგრესი წიგნია. ძალიან საინტერესო.

სამშაბათს ნანუკას შოუს ვუყურე.ძალიან მაგარია.მეც მინდა ეგვიპტეში . იმ ქალების ადგილას ჩემი თავი წარმოვიდგინე მმმმ.  🙂  .

სულ მალე 8 მარტიც მოვა .მიყვარს! მიყვარს! მიყვარს!.  მშობლებმა წინასწარ გამიკეთეს საჩუქარი..


ემოციებიდან ჯერ ვერ გამოვედი! გამიხარდა ძალიან მაგრად .მიყვარხართ . :*

პარასკევს ფიზრა მქონდა. სირბილი რომ არ მიყვარს ეს ყველამ იცის : ) . არც მე და არც ჩემს  2 მეგობარს და ამიტომ……

45 წუთი ტყუილად ჯდომას გერმანული დავწერე🙂 . სკოლაში ყოფნა მიყვარს ძალიან .მხიარული კლასელები მყავს . გიჟები არიან .ბიჭები განსაკუთრებით .🙂 . მიყვარხართ ყველა…..

სულ ეს იყო რისი თქმაც მინდოდა.

პ.ს.  წინასწარ გილოცავთ 8 მარტს.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s