მეგობრობა

რა არის მეგობრობა? ვინ არის მეგობარი?

დღეს ამ თემაზე უამრავი ვიფიქრე .ჩემმა ერთ-ერთმა კლასელმა ჰკითხა ბავშვებს მეგორობას როგორ უყურებთო. ზოგმა უპასუხა ,რომ მეგობარი მათთვის არაფერია მთავარია დაქალი მყავდესო. ზოგმა არ ვიცი  არ მესმის ამ სიტყვის მნიშვნელობაო და ასე შემდეგ.   ვფიქრობ ,რომ ამ სიტყვას განსაზღვრება არ სჭირდება არანაირად. მიუხედავად იმისა რომ მეც არ შემიძლია ამ სიტყვის 100 %_იანი განსაზღვრება  მაინც დავაფიქსირებ საკუთარ აზრს.

მეგობარი პირადად ჩემთვის არის ის ადამიანი რომელიც მიყვარს უზომოდ.რომლის გარეშეც არ შემიძლია გავძლო დიდი ხანი. მეგობარი არის ადამიანი რომელიც  შეიძლება დაგაკლდეს.მეგობარი არის ადამიანი რომელიც სულ ჩემს გვერდით არის ნებისმიერ სიტუაციაში და ყოველთვის მზად არის ჩემს დასახმარებლად.

არ ვამბობ რომ მეგობრები არ ჩხუბობენ. არ ვამბობ რომ მეგობრებს ერთმანეთის ყველაფერი მოსწონთ.არ ვამბობ რომ  შენი მეგობარი უნაკლო ადამიანი უნდა იყოს.  შეიძლება შენმა მეგობარმა უნებურად რაიმე გაწყენინოს და შენ ცხელ გულზე ვინმეს უთხრა ,რომ მისი საქციელი საშინლად არ მოგეწონა და მოკლედ ძალიან გაბრაზდი.ეს იმას არ ნიშნავს ,რომ შენ მეგობრობა არ იცი .ეს იმას არ ნიშნავს რომ თქვენს შორის მეგობრობა დასრულდა  და კიდევ ათასი  სისულელე.უნაკლო არავინ არ არის . ყველას გვაქვს ნაკლი  ,სხვებისაგან განსხვავებული შეხედულებები და ა.შ.

მეგობრობა ეს ისეთი რამ არის რასაც ვერ დაგეგმავ  აი ესე: მოდი ვიმეგობროთ .

ეს თავისით მოდის . ადამიანები იცვლებიან და შეხედულებებიც ეცვლებათ. აი მე მაგალითად შეიძლება ძილის წინ ერთი ვთქვა და რომ გავიღვიძებ ჩემი ნათქვამი სისულელედ მომეჩვენოს  და ჩემი სიტყვები უკან წავიღო.

რით განსხვავდება მეგობარი და დაქალი ერთმანეთისაგან?

ამ საკითხთან დაკავშირებით ყველას საკუთარი ვერსია გააჩნია. ზოგისთვის მეგობარი ნებისმიერი ადამიანი შეიძლება იყოს ზოგისთვის დაქალი შეიძლება იყოს ნებისმიერი ადამიანი.

ჩემი აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით მყარია. ჯერ აზრი არ შემიცვლია და თამამად ვამბობ , რომ მართალი ვარ .ყოველშემთხვევაში მე ვფიქრობ რომ მართალი ვარ .არ ვამბობ ,რომ დაქალი შეიძლება ნებისმიერი ადამიანი იყოს მაგრამ მე მას მეგობარს ვერ შევადარებ.ჩემთვის მეგობარი არის ის ადამიანი რომელიც მავსებს ,რჩევებს მაძლევს ,საჭიროების შემთხვევაში მაკრიტიკებს და ყოველთვის ცდილობს დამეხმაროს იმით რითაც შეუძლია.

სიმართლე გითხრათ დაქალთან დაკავშირებით მყარი აზრი არ გამაჩნია.ეს ალბათ იმიტომ ,რომ ვერ ვხვდები მის დანიშნულებას. მოდით იგივე მაგალითი მოვიყვანოთ ბიჭებზე: მეგობარი და ძმაკაცი …..

თუ მეგობარს და ძმაკაც ერთი ფუნქცია გააჩნიათ მაშინ რატომ ვხმარობთ ადამიანები მათ სხვადასხვა სიტუაციებში?მე კონკრეტულ სიტყვაზე მაქვს საუბარი.

ძმაკაცი…. რა თქა უნდა სწორი იქნება თუ არა ჩემი განსაზღვრება ბიჭებისთვის ძალიან მაინტერესებს იმიტომ ,რომ იმის ბედნიერება არ მქონია ბიჭი ვყოფილიყავი:).

ვფიქრობ ,რომ ეს ისეთი რამ არის რის გამოც ჩხუბი და კამათი ნამდვილად არ ღირს  იმიტომ, რომ ყველას თავისი აზრი აქვს და საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება ყველას გააჩნია.

ფოტო განწყობისთვის………

Advertisements

12 thoughts on “მეგობრობა

  1. მეგობრები ეს ის ადამიანები არიან, ვინც კარგად გვიცნობს და მაინც ვუყვარვართ – ვიღაც ჭკვიანი ადამიანის ნათქვამი.

    “დაქალი”, “ძმაკაცი”, “მეგობარი”.. სახელებია. ზოგი იმას არქმევს, ზოგი ამას. საერთო ჯამში მნიშვნელობა არ აქვს რას რა სახელს დაუძახებ. ურთიერთობას აქვს მნიშნველობა 🙂

  2. მართალი ხარ ,მაგრამ ყველასთვის ეს ასე არ არის . ძალიან გამაღიზიანებელია როცა შენ აფასებ შენს მეგობარს და სხვა გეუბნება რომ მეგობარი არავინ არ არის მთავარია დაქალი გყავდესო :).რას ვიზავთ ყველას სხვადასხვა შეხედულებები გვაქვს :).

  3. პატარა ხარ, გაიზრდები და შეგეცოდება სამყარო რომელშიც მეგობრობაზე მხოლოდ ოცნება არსებობს. მეგობრობა ორი ადამიანის დროებითი ინტერესთა კავშირზე დაფუძნებული ურთიერთობაა. უფრთხილდი მეგობრებს. 😉
    პ.ს. ისე მე საკმაოდ ბევრი, კარგი მეგობარი მყავს და მათ შორის ბავშვობისაც, მაგრამ სიმართლე– სასტიკია.

  4. კარგია როცა ბავშვობის მეგობრები გყავს :).მათთან ურთიერთობა ბავშვობას გვახსენებს :).
    მკიდია მაგრამ გატარება არ შემიძლია ჩემი სიმართლის დამტკიცება მიყვარს !:)

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s