უბრალოდ ჩანახატი.არანაირი რეალობა : ))

ქარია გარეთ.მზე არსად ჩანს.  ერთ-ერთ პარკში ხალხი ირევა . თითქოს სიამოვნებთ ეს უაზრო სევდიანობა.თითქოს  ისეთი კარგი ცხოვრება აქვთ ,რომ ამინდი  სულ კიდიათ!

სკამზე  ბიჭი ზის.ის ისეთი ლამაზი და სათუთია. ისეთი საყვარელია რომ ვერც ვიჯერებ რომ ადამიანია. ზეციდან ჩამოსული ანგელოზი მგონია რომელიც ჩემს გასაფრთხილებლად ჩამოვიდა ციდან. ავღწერო?! არ შემიძლია! და იცით რატომ? მისი სილამაზე მოკვდავთა ენით  ვერ გადმოიცემა! ის ისეთი კარგია!!!

კარგია მაგრამ სევდიანი.სკამზე გაუნძრევლად ზის და მის წინ   იასამნის ხეს უყურებს! უყურებს და ფიქრობს.მის თვალებში იმდენი რამის დანახვა შეიძლება. იმდენი რამის გაგება შეიძლება რაც მისი შეცნობის საშუალებას მომცემს,მაგრამ მე არ შემიძლია მის თვალებს იმდენი ხანი ვუცქირო ,რომ ამდენი რამ ამოვიკითხო.მაშინებს მისი სილამაზე!


გადის დრო! სექტემბერი .ოქტომბერი.ნოემბერი. ის ისევ იქ ზის ისევ იმ პოზაში და ისევ ისეთი მწველი მზერით იყურება..

ნეტავ რაზე ფიქრობს? ოჰ,ღმერთო როგორ მტავნჯავს ცნობის მოყვარეობა! როგორ მინდა გამოველაპარაკო.ესე მგონია მისი ხმის გაგონებაზე გავფრინდები.ვერ ვბედავ მისვლას! მაშინებს ის მე!!! ძლიერ მაშინებს!!!

მოსაღამოვდა.მთელი დღეა მასთან ახლოს ვდგევარ .ნიავმა დაუბერა!ცა გაშავდა .ნეტავ რატომ? ოჰ,დაღამდა ,აი რატომ. რეალურობის შეგრძნება დამაკარგვინა მისმა სილამაზემ.ცაზე მთვარე  გამოჩნდა.ბიჭს გაეღიმა.მთვარე მის ლამაზ ტუჩებს მაგონებს.მეც მეღიმება. რაღაცას ველი. ის წამოდგა . გული ამიჩქარდა . სუნთქვა შემეკრა.ჩემსკენ მოდის! ვგრძნობ რომ რაღაცა მოხდება მაგრამ რა არ ვიცი. ის მომიახლოვდა!  ვგრძნობ რომ ფერი დავკარდე. მთელი სხეულით შფოთავს.მან გაიღიმა.რატომ არ ვიცი .ალბათ ჩემი რეაქციები მისთვის ნაცნობი იყო .თავზე ხელი დამადო. თვალები დახუჭა და თავისთვის მაგრამ გასაგებად თქვა : ღმერთი მოწყალეა. შემდეგ დასერიოზულდა .ამომხედა და მითხრა: ყველაფერი კარგად იქნება.უცებ გაუჩინარდა.მინდოდა დავწეოდი. მაგრამ გაქრა.

იმ ადგილას ყოველდღე მივდივარ მაგრამ ის არ ჩანს.


ვიცი აღარ დაბრუნდება,მაგრამ მაინც ველი ….

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s