სანამ ცოცხალი ვარ !

სანამ ცოცხალი ვარ , მუდამ ვიოცნებებ  ბავშობის დაბრუნებაზე! სანამ ცოცხალი ვარ მუდამ ვიტყვი : დროის უკან დაბრუნება ,რომ შეიძლებოდეს ბევრ რამეს შევცვლიდითქო.სანამ ცოცხალი ვარ  თავს უამრავ სიტვაციაში წარმოვიდგენ,უამრავი ადამიანის ადგილას.სანამ ცოცხალი ვარ მივაღწევ იმას ,რასაც მინდა! წავიკითხავ მსოფლიოს ლიტერატურას და ყველა ქვეყანაში ვიმოგზაურებ.

სანამ ცოცალი ვარ ზღვაში შევცურავ ღრმად,მიუხედავად იმისა ,რომ ცურვა არ ვიცი და კიდევ წყლის მეშინია!:).გადმოვხტები პარაშუტით მთიდან,მიუხედავად იმისა რომ სიმაღლის მეშინია. წავალ მარტო ტყეში ,1 კვირა დავიკარგები ისე ,რომ არავის ეცოდინეა სად ვარ და ყველასგან განცალკევებით დავისვენებ .1დღე გამოვრთავ დენს და მთელი დღე სიბნელეში და დუმილში გავატარებ და ყველაზე და ყველაფერზე ვიფიქრებ,მიუხედავად იმისა ,რომ სიბნელის საშინლად მეშინია და სიმარტოვეს ვერ ვიტან!

სანამ ცოცხალი ვარ ,მოვივლი მთელს მსოფლიოს,ყველა ქვეყნის ტრადიციასა და ხალხ მოვერგები . წავალ პარიზში.ვნახავ ეიფელის კოშკს ,ავალ ყველაზე მაღლა და გადმოვხედავ პარიზსს.მინდა ეიფელის კოშკში ვიყო და ვგრძნობდე მას.

სანამ ცოცხალი ვარ ყველა ჩემს ახლობელს ,ყველა ჩემს ნაცნობს თუ უცნობს ყველას პატიებას ვთხოვ ყველაფრისთვის!

სანამ ცოცხალი ვარ  სადმე სოფელში ავიშენებ ორ ოთახიან პატარა სახლს.შუა ოთახში დავდგავ უზარმაზარ მაგიდას.მასზე დავდებ კომპიუტერს ,ლიმონიანი ჩაით მოვმარაგდები ,ჩავაქრობ სინათლეს და ბინდს ვუყურებ  ისე რომ არ მომბეზრდება!

სანამ ცოცხალი ვარ ,რუსთაველზე გავხსნი წიგნების მაღაზიას ,ოღონს იქ მხოლოდ ის წიგნები გაიყიდება რომლებიც მე მიყვარს .

სანამ ცოცხალი ვარ ავალ მაღალ კლდეზე და ხმამაღლა,არაამქვეყნიური ხმით დავიყვირებ  ისე,რომ ყველამ გაიგოს: მე ცოცხალი ვარ!!!


Advertisements

2 thoughts on “სანამ ცოცხალი ვარ !

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s