გემრიელი პოსტი ;).

დიდი ხანია ჩემზე არაფერი დამიწერია.ბევრი რამე მოხდა ჩემს ცხოვრებაში.არა განა ისეთი რაღაც მაგრამ მაინც🙂. პირველი ის რომ ეკლესიაში სიარული დავიწყე . არა განა ადრე არ დავდიოდი მაგრამ ეხლა ვმარხულობ და წირვებსაც ვესწრები.

.ვფიქრობ,რომ 21-ე საუკუნეში ადამიანები ძალიან ‘გავფუჭდით’ და ცოტა  აზრზე უნდა მოვიდეთ ,დავეშვათ დედამიწაზე და რეალური ცხოვრებით ვიცხოვროთ .ხუთშაბათს აღსარება უნდა ჩავაბარო პირველად და ცოტა ვნერვიულობ .მომწონს ეკლესიში ყოფნა.იქიდან ძალიან დაცლილი გამოვდივარ უცნაური ემოციებისგან.მომწონს წყნარ ადამიანებს ,რომ ვუყურებ რომლებიც არ ლაპარაკობენ სისულეებზე და ღმერთთან ახლოს არიან .

დღეს როგორც ყოველთვის ბიბლიოთეკაში ვიყავი .არაერთხელ მითქვამს თქვენთვის ,რომ ვგიჟდები ბიბლიოთეკაზე იქ ისეთი სიმშვიდეა , რომ გარე სამყაროს ,უცნაურს,უსუსურს და არაფრის მთქმელ ხალხს ვერ ვგრძნობ ახლოს და ბედნიერების შეგრძნება მეუფლება .რაც შეეხება ჩემს განათლებას🙂 .გერმანულზე შევედი.დორიან გრეის პორტრეტს ვკითხულობ  და ესე🙂 .თან ის  მოხდა რასაც ზაფხულის შემდგე ველოდი …. გაზაფხულდა ჩემთან  ;)

მზე დაბრუნდა ჩემს ცხოვრებაში .გაზაფხულდა. გარეთ ყვავილების სუნს ვგრძნობ და ისე მიხარია ისე რომ რავიცი  ვერ გამოვხატავ. ამომავალი მზე თუ გინახავთ ? აი ისეთი რომ უყურებ და  რომ გგონია რაღაც ახალი უნდა მოხდეს .სასწაული მზის ამოსვლა.

მომენატრა . ყველაზე მეტად მომენატრა ..

ზღვაში ჩამავალი მზე მომენატრა.საღამოს სასიამოვნო ნიავი მომენატრა .ბულვარში მოსიარულე შეწითლებული ხალხი მომენატრა🙂. უღრუბლო ცა მომენატრა .დილით ძილი მომენატრა😦. ნაყინი მომენატრა .მე რომ მიყვარს აი ისეთი შოკოლადის და გემრიელი.

მარწყვი მომენატრა კიდევ უზომოდ .🙂.

და ყველაზე მეტად იცით რა მომენატრა??? აი ის ყველაზე მეტად რომ მიყვარს  აი ის მომენატრა ..ალუჩა🙂. დატკბით …😉

11 thoughts on “გემრიელი პოსტი ;).

  1. საინტერესო პოსტი იყო… დადებითი…
    ვატყობ, შემომეკითხება შენი ბლოგი ნელ-ნელა…
    რა მაინტერესებს, იცი?
    ეს “გაზაფხულდა” იმას ნიშნავს, რაც მე მგონია?🙂

  2. მადლობა .მიხარია რომ მოგეწონა და ისიც გამიხარდება თუ მართლა შემოგეკითხება🙂.მომწონს შენი ბლოგიც .🙂 ჩემი გაზაფხულდა?🙂.
    ხო ,რაღაც მაგდაგვარი ..
    ბლოგია მაინც😉.

    • თუ წინა თემას გულისხმობ ის სხვა პონტში მეწერა🙂

  3. მმმ ალუჩა❤ მეც ძალიან მომენატრა😦
    მომწონს ეს ბლოგი❤

    • 🙂 ვგიჟდებიიი : ).

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s