ჩემი ბლოგი …

ძალიან დაბნეული ვარ .ბლოგთან დაკავშირებით ყველა სხვადასხვა რამეს მეუბნება ,ჩემთვის კი სხვისი შენიშვნები და აზრები ძალიან მნიშვნელოვანია.

ზოგი მეუბნება ,რომ ბლოგი პირადი დღიური არ არის და ცოტა სერიოზულად უნდა მივუდგე ამ საკითხს ,ზოგი კი მეუბნება რომ ბლოგი რვეულივით არის და  რაც მინდა ის უნდა დავწერო.

მე ორივე მოსაზრებას ვეთანხმები ,მაგრამ ჩემი პირადი აზრიც გამაჩნია. რატომ არ შეიძლება ,რომ დავწერო ის რაც მინდა , ან დავწერო ორივე ერთად. რაც მინდა და როგორც მინდა .

ბლოგი ძალიან მეხმარება.პირველ რიგში ვხედავ ,რომ რაც ბლოგი მაქვს წერა დავხვეწე(ყოველშემთხვევაში მე ასე ვფიქრობ ) და უფრო ბევრი იდეა მომდის თავში.

ბევრ ბლოგზე მოვხვედრილვარ  და ყველა ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული იყო , ისევე როგორც ყველა მისი ავტორი.ვფიქრობ ,რომ ბლოგი ძალიან კარგი საშვალებაა იმისთვის ,რომ ხალხმა უკეთესად გაგიცნოს და ასევე გულის გადასაყოლებელი და ერთ ერთი გასართობი საშუალებაა.

სხვისი აზრი ჩემთვის მნიშვნელოვანია ,მაგრამ არა იმდენად რომ ჩემს მოსაზრებებს გადავახტე და სხვის აზრს დავემორჩილო. არც თუ ისე ადვილი სამართავი ვარ :).

მე ვთვლი ,რომ  ჩემი ბლოგი არც თუ ისე პირადულია ,როგორც  რამოდენიმე ადამიანმა მითხრა  ასე ,რომ მე შევეცდები თავი არ მოგაბეზროთ ჩემი არც თუ ისე საინტერესო ამბებით  და ამიერიდან ვეცდები ,რომ ვწერო ისეთ თემებზე რომლებიც ყველას დააინტერესებს ,მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს ,რომ ჩემს თავზე აღარაფერს დავწერ უბრალოდ იმ ადამიანების რჩევებს ოდნავ გავითვალისწინებ რომლებსაც ჩემზე დიდი გამოცდილება აქვთ ბლოგის სფეროში .

Advertisements

4 thoughts on “ჩემი ბლოგი …

  1. არადა ყველაზე საინტერესო პირადი პოსტებია… არა მარტო ჩემი აზრით, სტატისტიკის მიხედვით ყველაზე პოპულარული პირადი ბლოგები ხდება.

  2. მეც ასე ვფიქრობ .საინფორმაციოებში მილიონ ამბებს აცხადებენ და ვფიქორობ რომ პირადული უფრო განსხვავებულია და საინტერესო.მე მაგალითად ძალიან მსიამოვნებს სხვისი ამბებოს კითხვა .

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s