მივმართავ გოგონებს რომლებიც 2თვეში 14წლის ხდებიან :მე მესმის თქვენი :)))..

მე მესმის თქვენი ..ვიცი რასაც გრძნობთ იმიტომ რომ მეც იგივეს ვგრძნობ🙂.

ვიცი რომ ყველაფერზე ნერვები გეშლებათ . მთელი დღე უაზრო განწყობაზე  ხართ და არ იცით რა გინდათ .თავს  ყველაზე ბედნიერ და ყველაზე უბედურ ადამიანებად გრძნობთ .დღეში 2წიგნის კითხვას იწყებთ და ბრაზობთ ავტორზე მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ ,რომ წიგნი ისე არ დამთავრდა როგორც თქვენ გინდოდათ.

პატარა პრობლემას ამუქებთ და ფიქრობთ ,რომ ეს პრობლემა ბოლოს მოგიღებთ  და ეძებთ გამოსავალს რომელიც სრულიად არ გჭირდებათ .

ხან წვიმა გიყვართ ხან მზე .წვიმა მოგწონთ მაგრამ მზე უფრო გენატრებათ.

 ყველა გაღიზიანებთ და ყველას მიმართ არადადებითი ემოციებით ივსებით.

 ვერ იტანთ რომ გარიგებენ და ჭკუას გასწავლიან .თქვენი თავი  ზრდასრულ ადამიანებად მიგაჩნიათ და ცდილობთ საზოგადოებაში თავი დაიმკვიდროთ.

მთელი დღეები რომანტიულ ხასიათზე ხართ და უიმედოდ ელოდებით თეთრ ცხენზე ამხედერბულ პრინცს. იცით რომ არ მოვა მაგრამ მაინც ელოდებით. 

 სკოლაში წასვლა თან გიხარიათ თან გძულთ .  

იცრემლებით ყველა სასიყვარულო ისტორიების მოსმენის დროს. 

ხან რა გინდათ ხან რა. თქვენმა თავმა დაგღალათ და აღარ იცით ხასიათი როგორ შეიცვალოთ. გინდათ რომ ყველაფერი მართლა ისე გეკიდოთ როგორც ამბობთ მაგრამ…..

ვერ იტანთ რომ გეუბნებიან გარდატეხვის ასაკი გაქვთო.ყველაზე მეტად ეს გაღიზიანებთ .ვერ იტანთ ერთი და იმავეს მილიონჯერ რომ გიმეორებენ.  ისწავლე ,უნდა ისწავლო და ასე შემდეგ. თქვენ ისედავ იცით რომ უნდა ისწავლოთ და სწავლობთ კიდეც და ფიქრობთ რომ უფორსებმა ის უნდა გითხრან რაც არ იცით ,რაც იცით იმის მილიონჯერ გამეორება რა საჭიროა?

13 წლის გოგონებო🙂 მე მესმის თქვენი . :P 

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s