ყველაზე მაგარი შაბათ_კვირა …

მოკლედ  რამდენი ხანია პოსტი არ დამიწერია :). შეიძლება ვიღაცამ თქვას რომ გუშინ არ დაწერაო ? მაგრამ მე მიყვარს ხშირად პოსტების წერა ,რადგან არ მიყვარს ლოდინი და არ მინდა მკითხველი მოდუნდეს :).

ორშაბათს ვისვენებდი და პარასკევს სკოლიდან მოვფრინავდი . სკოლიდან ინგლისურზე წავედი .ინგლისურად ვკითხულობ რომეო და ჯულიეტას და ძალიან ,ძალიან მომწონს.მოკლედ მერე იქიდან სახლში წავედი იმ იმედით რომ 3 დღე სახლში დავჯდებოდი და კარგი გვარიანად დავისვენებდი .მაგრამ…….:)

შაბათს დილით 2 საათზე 🙂  გამაღვიძა ნინუცას ტიტინმა :). ტელეფონზე ლაპარაკობდა .წამოვხტი და საჩხუბრად მოვემზადე ამ დილა უთენია რა დროს ლაპარაკია დაიძინე თქო უნდა მეთქვა ,მაგრამ უცებ საათს თვალი მოვკარი და შემრცხვა :). ამიტომ აღარაფერი მითქვია.

როგორც ტრადიციულად ჩავრთე ჩემი ფერმა და დავიწყე ხვნა-თესვა .

ყავა და ლაპარაკი მინდოდა საშინლად და მარის დავურეკე. ხალათით დავდიოდი მთელი დღე.მარიც მოვიდა ჩემი ჩაცმულობა არ შეიმჩნია რადგან ძალიან კარგად მიცნობს :). ყავა მოვადუღე მარის მოტანილი ნამცხვარი დავჭერი და მოვემზადე სალაპარაკოდ რომ უცებ რეკავს  ტელეფონი .. ნინუცამ უპასუხა . რაღაცა ძალიან მაგრამ გაუხარდა და მხოლოდ იმის თქვა მოასწრო  ჩემთვის ,რომ კახეთში მივდიოდით ..

მაშინ დაიწყო ჩემი აქეთ იქით სირბილი ,ის სად არის ეს სადარის, შეძახილები  ,ბედნიერების შეგრძნებები და ასე შემდეგ.მოკლედ ნახევარ საათში მეც გამოვეწყე და ნინუცაც გამოვაწყვე და დაველოდე მამაჩემს .ლოდინი საშინლად გაიწელა. მარი მიყურებდა ძალიან გაკვირვებული და იძახდა ეს გოგო გაგიჟდაო ,იმიტომ რომ უაზროდ მიხაროდა :).

მამაც მოვიდა ,მარის ბევრიი ბევრიი ვაკოცეე და ჩემი ფერმა ჩავაბარე. მოკლედ ჩავსხედით მანქანაში და წამოვედით .გზაში გაგვიწვიმდა ,მაგრამ ეს წვიმა რატომღაც საშინლად მეამა .რომ ჩავედით ყველა   ფეჩის ოთახში იყო შეყუშული და არავინ გველოდა.მანქანა ჩუმად შეიყვანა დათომ და მერე დაასიგნალა:).ოთახიდან გაკვირვებული და გახარებული სახეებით გამოდიოდნენ. ყველას ძალიან გაუხარდა ჩვენი დანახვა.

იმ ღამეს არ მეძინა.. რატომ არ ვიცი მაგრამ ვერ დავიძინე.დილით რომ გათენდა სადღაც 7 საათისკენ ავდექი .მხოლოდ ბებიები დაფუსფუსებდნენ აქეთ იქით დანარჩენებს ეძინათ .გარეთ გამოვედი და სუფთა ჰაერი ჩავისუნთქე .. მმმმმმ. როგორ მესიამოვნა ვერ გეტყვით .მერე მთებს გავხედე რომლებიც ამდენი წელია ესე უმოძრაოდ იდგნენ და ყოველი ჩასვლის დროს მიყურებდნენ ესე ცივად.სითბომ მომთენთა და ყავა დავლიე.უცებ გამოვფხიზლდი .ცოტახანში ყველა ადგა .მერე მარისგან ესემესი მომივიდა გადმოდი ყავა მზად არისო.ლუკამ ჩვენს მეგობართან გამაქანა :).სახლში არ დაგვხვდნენ და მარისთან წავედით .

მერე იქ ყველა ჩემი მეგობარი გოგო მოვიდა  და ჩავაჯექით :). ფეჩი,სოფელი,ყავა  ეს ის არის რაც განტვირთვის საშვალებლას მაძლევს.ბევრი ვილაპარაკეთ რაც ძალიან მონატრებული მქონდა მათთან  და ცოტა დავიცალე.მერე მამამ დამირეკა სახლში გადმოდი ნეკრესში მივდივართო და წამოვედი.

არ მეგონა კახეთში ასეთი ლამაზი ადგილები თუ იქნებოდა …..            

ესეთი სილამაზე არასდროს არსად არ მინახია. ფრთები რომ მქონოდა გავფრინდებოდი. ესე მეგონა მთელი საქართველო ჩემს წინ იყო და ხელში დაჭერა რომ მომენდომებინა ხელის გულზე დავიტევდი.

ფეხით ძალიან ბევრი ვიარეთ და ძალიან დავიღალეთ ,მაგრამ ეს დაღლა სასიამოვნო იყო ….

ძალიან დავიღალეთ . ეკლესიაში რომ შევედი რაღაც ძალიან თბილი შეგრძნება დამეუფლა.მესიამოვნა. მალევე წამოვედით და სახლში დავბრუნდით .მეორე დღეს კი წამოვედით .ყველას დავემშვიდობე.

ეს შაბათ-კვირა ყველასგან განსხვავებული იყო .ნეკრესიდან რომ დავბრუნით ისე მეგონა თითქოს სადღაც ძალიან შორს ვიყავი ,ძალიან ზევით ,ყველაფერს მოწყვეტილი. : )).

Advertisements

2 thoughts on “ყველაზე მაგარი შაბათ_კვირა …

  1. მმ, როგორ მიყვარს ჩამზადების პროცესი.
    აი, ყელაფერი თავდაყირა არის, დედა ბოლო ხმაზე ყვირის, ნუ დადიხარ ბატივით, გაანძრიე ტვინი, მე ხომ არ გეტვყი ყველაფერს.. ააიაიაია, უცებ მომენატრა..
    ვსო, წავედი.. პოსტი უნდა დავწერო.. ^^

    • მეეც ნეეც უზომოდ :).მეც თითქმის ეგრე ვარ ხოლმე :).
      წადიი წადიი და მე რომ ძალიან მაინტერესებს ის პოსტიი დაადეე :).მოუთმენლად ველიიი….
      ესე ბინდსაც არ ველოდი რომლის მეოთხე ნაწილიც უკვე გამოვიდაა ;). :*

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s