პოსტი არაფერზე :).

წერა მინდა .ხელები მექავება.თავში მილიონი აზი მიტრიალებს იმაზე თუ რა დავწერო,მაგრამ მერე ყველა ერთმანეთში ირევა და ბოლოს პოსტი არაფერზე გამოდის.დაწყება მიჭირს თორემ მერე ყველაფერი ადვილია ,სიტყვები სიტყვებს ისე მიყვება როგორც  ტალღები ერთმანეთს .

უცებ გაწვიმდა. საშინელი ჭექა-ქუხილია.ადრე მაშინებდა ,მაღიზიანებდა და მთრგუნავდა ,მაგრამ ეხლა…..მსიამოვნებს წვიმის წვეთებს ხმა .

აზრი ყველაფერზე ყოველ წუთს მეცვლება .ჩემს თავს ვეღარ ვცნობ . თითქოს სხვა ვარ  და ველოდები ეს სხვა როდის წავა ჩემი სხეულიდან  და ჩემს სულს სხეულს დაუბრუნებს .

დღეს ხელოვნების გაკვეთილზე  დავალებად გქონდა დაგვეხატა ჩვენი ბავშობის ოცნება : ფერადი და მხიარული.არასდროს მიოცნებიო თეთრ რაშზე ამხედრებულ პრინცზე .მინდოდა რომ დიდი ვარდისფერი სახლი მქონოდა სადაც მხოლოდ პატარა ბავშვები ვიცხოვრებდით.მაგრამ ეს არ დამიხატავს:)).

სიხარული მომინდა .ფურცელზე სხვადასხვა ფერის გუაშებით ფერადი მინდორი და ბუშტები დავხატე .ხატვა არასდროს მეხერხებოდა და არც ეს უადვილესი ნახატი არ იყო პროფესიონალურ დონეზე შესრულებული მაგრამ მე მომეწონა . იცით რატომ? იმ ერთ თეთრ ქაღალდზე მთელი ჩემი ემოცია იყო დატანილი. მთელი ჩემი ფიქრები . ამას ვერავინ ვერ ამოიკითხავდა ჩემს გარდა .. მხოლოდ მე…

ფერადი ბუშტები ,ცისარტყელა , ბავშობა :).სასიამოვნოა .სასიამოვნოა  როცა სკოლაში პირველკლასელებს ვხედავ . ჩანთა რომ ვერ მიაქვთ და ძალიან რომ წვალობენ 🙂 ჩემი თავი მახსენდება  სულ .როგორი პატარა ვიყავი …..სკოლის პირველი დღე გუშინდელი დღესავით მახსოვს . კარგი იყო 🙂 ბუფეტში ყველა გზას გვითმობდა და დერეფანში ყველა ჩვენ გვიყურებდა.დიდი ბიჭები და გოგონები ღიმილით გვაყოლებდნენ თვალს.მერე ის ზეიმები ერთ კუპლეტიანი ლექსები , წითელი კაბები . სასიამოვნოა  როცა წარსულს გადახედავ და ხვდები რომ ცოტა გაიზარდე .ძალიან სასიამოვნოა

Advertisements

10 thoughts on “პოსტი არაფერზე :).

  1. ხანდახან გულით მინდება ხოლმე, რომ ავიღო ფუნჯი (ან ფანქრები) და მთელი ფურცელი სხვადასხვაფრად გავაფერადო. არც მე ვიცი ხატვა… უბრალოდ მერე იმ ფურცელს რომ ვუყურებ, ვხვდები, რომ მიყვარს, იმიტომ რომ ჩემი ნაწილია : ))

  2. ახლაც ბავშვი ხარ.. ^__^

    ისე, თქვენი თაობა უფრო მალე გაიზარდა, ვიდრე ჩემი.. შენხელა და მყავს.. ბევრად უფრო მალე დაკარგეთ თუ გაუშვით ბავშვობა, ვიდრე ჩვენ.. ეს ბუნებრივიცაა, მაგრამ რამდენად კარგია, ვერ გეტყვი.

    • რას ვიზამთ 🙂 მაგრამ ძალიან კარგია რომ ჩვენი თაობა იმას იგებს ეხლა რაც სხვა თაობას სულ არ გაუგია 🙂

  3. ჰმ..)) აი, ერთი ჩემნაირიც აღმოვაჩინე… ანდა შეიძლება ყველა ეგრეა… დაწყება ყველაფრის მიჭირს… მერე კი როგორც შენ თქვი, აზრები ერთმანეთს მიჰქვება და გაგრძებება ყველაზე ადვილია… ანდა ზოგიერთისთვის შეიძლება არც იყოს ადვილი… მოკლედ… მოკლედ.. არაფერი… :))) ანუ პოსტი არაფერზე.. ^^

    • ხოო 🙂 დაწყება მიჭირს მერე ……
      მჰ. მე ხომ ვთქვი პოსტი არაფერზე თქო 🙂 ?
      ესე მირჩევნია პოსტი არაფერზე ვიდრე ყველაფერზე და თან არაფერზე 😉 😉 😉

  4. მეც ეგრე ვარ. ყველაფერზე მინდა დავწერო და საბოლოო ჯამში, გამოდის, რომ არაფერზე ვბოდიალობ… 😦 ყველაფერს მივედ-მოვედები და არ გამოდის, ისეთი, როგორიც მინდოდა გამოსულიყო…

    • ალბათ საერთოდ ესეა :). დაწყება რთულია 🙂 დამთავრება კი ადვილი :*

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s