Happy.

რა მალე გადის დრო !

დღეს გერმანული დავამთავრე . მალე ინგლისურიც დამითხოვს.სკოლაც მთავრდება . პარასკევს გამოცდა მაქვს მათემატიკაში და ძალიან ვნერვიულობ რადგან მე და მათემატიკა ისე ვართ ერთმანეთთან როგორც  ცა და მიწა. შვიდიდან უკვე გაკვეთილები აღარ ჩატარდება. 13-ში ისტორიის ბოლო გამოცდა მაქვს და მიხარია. მაგრამ ყველაზე ცუდი ის არის რომ აქამდე დრო არ მქონდა და გამოცდის საკითხებს არ ვმეცადინეობდი . აი ეხლა წავიდა ღამეების გათენებები ,აქეთ იქით სირბილი და  ის სიმპტომები რაც გამოცდებს ახასიათებს.იმედია ყველაფერი კარგად ჩაივლის და მეშვიდე კლასს კარგად დავამთავრებ.

ხვალე ზაფხულის პირველი დღეა .აი ეხლა ვიგრძენი რომ ზამთრიდან გამოვედი. სკოლაში ფუსფუსია როგორც სახლში ახალი წლის წინა ღამეს.მასწავლებლები ნერვიულობენ , რაღაც საკითხებს აგვარებენ,ბავშვებს გვამზადებენ და გვამხნევებენ .თან როგორც იქნა ნორმალური ამინდებიც გამოვიდა .აღარ წვიმს ,აღარ თოვს🙂 აღარც ქარია … მზემ დაგვანახა თავისი პირმცინარი სახე და გაგვიღიმა.

ბოლო გამოცდას რომ ჩავაბარებ სახლში მოვალ და ძალიან ძალიან ბევრს დავისვენებ . უამრავი რამ მაქვს იდეაში .უამრავი.ეს არდადეგები ყველასგან განსხვავებული უნდა იყოს. აი ყოველდღე უნდა შევიგრძნო რომ არდადეგები მაქვს .მალე სოფელში წავალ .. მიხარია ,მიხარიაა მიხარია.

მჰ. მართალია ცოტა დრო დაგვრჩა და მალე დაგვითხოვენ მაგრამ ამ პატარა დროში იმდენი რამე უნდა მოვასწრო,იმდენი,იმდენიი როო მჰ.

იმედია გადავრჩები🙂. თქვენ იმედია წარმატებებს მისურვებთ და ჩემი ტვინი კი არ გაჩერდება  ისე როგორც ნერვიულობის დროს იცის ხოლმე. მე მარიმგა კი გპირდებით რომ არ ვინერვიულებ😉.

4 thoughts on “Happy.

  1. ვაი.. ვუიი… :დ ჰმ.. ოხ.. მათემატიკა.. :შ ოხ.. ოხ.. :შ ვერ, ვიტან, ვერა, ვერააააა… ზუსტად ჩემნაირო.. :შ :დ

    აბა, წარმატებები…)))❤ all the best… ^^

    • ზუსტაად ჩემნაიროო🙂 საყვარელოოო :*
      ძალიან ძალიან დიდი მადლობა ლამაზოო :*

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s