მიყვარხარ ?!

აი ესე .. უბრალოდ წერა მომენატრა. რამდენიმე დღეა რაღაც მაკლია. აბნეული  დავდივარ . თავს ვერ ვაბავ ვერაფერს. ამ გამოცდებმა ემოციურად დამღალა.პოსტს სათაურს ვერ ვუფიქრებ. საერთოდ ვერაფერზე ვეღარ ვფიქრობ ,მაგრამ რატომ არ ვიცი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

აი ესე …მინდა.. უბრალოდ თავისუფლება მინდა . უბრალოდ მარტო ყოფნა მინდა. უბრალოდ.მინდა მარტო ვიყო სადმე ბუნებაში .ჩიტების ჭიკჭიკს მოვისმინო ნაკადულის ჩხრიალი მინდა მესმოდეს. ქარის ზუზუნს მინდა ვუსმენდე. მარტო ვიყო და ვიფიქრო.ცოტახანს ვიფიქრო.არაფერს ისეთზე. უბრალოდ ფიქრი მომენატრა.ამ ბოლო დროს ვეღარაფერს ვეღარ ვასწრებ . მხოლოდ ისტორიის გამოცდა დამრჩა და თავისუფალი ვიქნები.

ვალდებულებები ?

რომელი ვალდებულებები ? ჰაჰ .სიტყვა რომელსაც ჩემთვის მნიშვნელობა აღარ აქვს  ზუსტად ისე როგორც მიყვარხარ .

მიყვარხარ ?

ეს სიტყვა საერთოდ თქვენთვის რას ნიშნავს ? აი ჩემთვის აღარაფერს. დღევანდელობაში სულ დაკარგა მან ეშხი და მნიშვნელობა. რატომ? იმიტომ რომ გაუბრალოვდა .ეშხი დაკარგა.რატომ?

რატომ ? იმიტომ რომ: სოციალურ ქსელებზე სურათებზე კომენტარები რომელსაც ყველგან ვნახავთ : მიყვარხარ .ლამაზო ძალიან მიყვარხარ .

მიყვარხარ ?საქმით დავამტკიცოთ ეს მიყვარხარ და იმ ადამიანებს ნუ ვეპირფერებით ვინებიც საერთოდ არ გვეხატებიან გულზე.

ადამიანთან რომელთანაც ხშირი ურთიერთობა  გვაქვს .ხშირად ვხედავთ .ბევრს ვლაპარაკობთ .პატივისცემით ვეკიდებით.თბილის ღიმილით ვესაუბრებით  ამ ადამიანისთვის ხომ ისედაც ცხადია რომ გვიყვარს ?

ის სჯობს ?რომ ვეტყვით მიყვარხარ და მეორე წუთას ისე ვატკენთ გულს  რომ ეს სიტყვა  აღარაფერს ნიშნავს ?

დავფიქრდეთ.

საქმე ლაპარაკის ნაცვლად :).

 

Advertisements

4 thoughts on “მიყვარხარ ?!

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s