ფიქრი #4

23:35🙂 ..ამ დროს 13წლის გოგი წესით და კანონით შუა ძილში უნდა იყოს მაგრამ მე ?  :).

სულ არ მეძინება.თავს ისე თავისუფლად ვგრძნობ ისე რომ ხელი რომ გამიშვა გავფრინდები🙂.

აი აღარაფერი აღარ მაკისრია. სკოლა მოვრჩი ,გამოცდები ჩავაბარე და გავთავისუფლდი.მარა რაღაც მომენატრება ალბათ .სკოლა?! არ ვიცი არ ვიცი … ზამთარი არ მიყვარს მაგრამ რაღაც მინდა მციოდეს რომ თბილად ჩავიცვა.

ზამთარი მომენატრა ?არა არ არსებობს უბრალოდ რაღაც მაკლია  ^^ ალბათ სითბო? მჰ … რავიცი რავიცი .

ყველას სძინავს მე კი ღამურასავით ბნელ ოთახში ვზივარ და ვცდილობ მაუსი არ ვიხმარო ზედმეტი წკაპუნით რომ არ შევაწუხო ოჯახის წევრები.

დღეს დილით რომ გავიღვიძე ჩემი და კომპიუტერთან იჯდა და  ისე  იყო აზარტში შესული რომ ჩემი იქ ყოფნა ვერც შეამჩნია.დედა და მამა წასულები იყვნენ . ყავა მოვიდუღე და ჩემს ოთახში იატაკზე დავჯექი და ზურგით ლოგინს მივეყუდე. უაზროდ ვფიქრობდი ,მაგრამ რაზე ეხლაც არ ვიცი. რაღაც უაზროდ.ვფიქრობდი დროზე. მჰ.როგორ ვერ ვიტან მას!! მისი გაჩერება შეუძლებელია.ის ისე სწრაფად მიდის.უკვე მერვე კლასში ვარ მე კი ისევ ვცქმუტავ დაწყებით კლასელებს რომ აცხადებენ.

ეს წლებიც გავა და სკოლასაც დავამთავრებ .აი ესე ფიფქივით უცებ დადნება ჩემი სკოლის პერიოდი🙂.

სამწუხაროა ხომ? ესე მალე რომ გადის დრო.თვალისდახამხამებას ვერ მოვასწრებთ.ეჰ  … რაღაც დაგრუზული პოსტი გამომდის მემგონი ხო? არ მინდა არ მინდა.ეს მგონი იმის ბრალია რომ ძალიან გვიანია და უშნო აზრები მაწუხებს ….

ეხლა მხოლოდ ერთი რამ მაწუხებს …. მინდა რომ დრო გავაჩერო.ძალიან მინდა.ისე მინდა როგორც არავის არასდროს ნდომებია.

მინდა რომ ყველას მოვშორდე და სადმე გადავიკარგო .ცოტახნით .სულ ცოტახნით..საყვარელი ადამიანების გარეშე დიდხანს მაინც ვერ გავძლებ.სულ ცოტახანს და  რაიმე არანორმალური გავაკეთო.ან მთაზე ავიდე და ვიყვირო ,რომ ჩემში არსებული ყველანაირი ცუდი ემოცია გამოვდევნო ან პარაშუტით გადმოვხტე ან რაიმე ისეთი გავაკეთო აი აი რაღაც არანორმალური.

გააჩერეთ დრო!! ის ისეთი მშვენიერია …..

2 thoughts on “ფიქრი #4

  1. ხანდახან აღარ მაწუხებს ის, რომ პოსტების წერას ვეღარ ვასწრებ ხშირად… იცი რატომ?! :)) შემოვდივარ და ჩემს სათქმელს აქ ვკითხულობ ხოლმე : ))

    • მმმმმ ^^ სალომეე❤ როგორ მახარებ ხოლმე შენი თითქოს უბრალო მაგრამ ჩემთვის მაინც სასიამოვნო და ძვირფასი სიტყვებით !!!
      დიდი დიიიდიი მადლობა❤

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s