დავბრუნდი ოღონდ ცოტახნით : )

დავბრუნდი ,ოღონდ ცოტახნით .მომენატრა ბლოგი უზომოდ.წერა მომენატრა . რამდენჯერ ვინატრე ბლოგი არ იცით .რომ შემძლებოდა ყოველ დღეს ავღწერდი და ბევრს გაცინებდით ,ცოტას კიდევ გატირებდით 🙂 სამწუხაროდ არ გამოვიდა  ეხლა კიდევ ამდენი რამის დაწერას 3საათი ვერ მოვრჩები ამიტომ ზოგადად გაგაცნობთ ჩემი დასვენების პირველმა ეტაპმა როგორ ჩაიარა :).

მოკლედ  პირველ რიგში ვიტყვი რომ ძალიან ,ძალიან კარგად დავისვენე.ძალიან კარგად გავერთე და ზუსტად ისე გამოვიდა ყველაფერი როგორც ჩაფიქრებული მქონდა და როგორც მე მინდოდა .

მდინარეზეც დავდიოდი ,მე და ჩემი ბიძაშვილი ვწუწაობდით და მოკლედ ყველაფერს ისე ვაკეთებდით როგორც სოფელს შეეფერებოდა.მათემატიკაც გავიმეორე 🙂 დღეში რამდენჯერმე მიწევდა ჯოკრის ქულების დათვლა :).

ხო კიდევ საშინლად გავშავდი .სექტემბრამდე ალბათ ისეთ ფერს მივიღებ რომ ღამე აღარ გამოვჩნდები :).

ინგლისური დიდის ამბით კი წავიღე მაგრამ სამწუხაროდ არ მიმეცადინია ,მომკლავს ჩემი მასწი 🙂 მაგრამ არაუშავს გურიაში ჩავუჯდები იქ დიდი არაფერი საქმე არ მექნება .სამაგიეროდ ბევრი ბევრი წიგნი წავიკითხე.

თბილისში რომ საშინელი სიცხეა ამაზე ნურავინ ნუ შემეკამათება.კახეთში მართალია ცხელოდა მაგრამ ისე არა როგორც აქ .ყოველშემთხვევაში ჰაერი მაინც იყო და ყველას გვყოფნიდა 🙂 აქ  კი ….   უფ .

ჩემი დილა ესე იწყებოდა  : )

ესე გრძელდებოდა : )

და ესე გვირგვინდებოდა. 🙂

მოკლედ ძალიან ძალიან კარგი იყო . გაგრძელება აგვისტოში .

რამოდენიმე დღეში გურიაში მივიბარგები .მომენატრა იქაურობა.იქაც ვერთობით ხოლმე .კარგია იქაც ,გურიას ერთი დიდი პლიუსი ის აქვს რომ იქ გრილა და სიცხე თითქმის არ მაწუხებს.

არა მგონია პოსტის დაწერა იქიდან მოვახერხო ,მაგრამ რომ ჩამოვალ აუცილებლად მოგიყვებით ყველაფერს .

ესეთ თავისუფლებას ვეძებდი და მგონი ვიპოვე : )….

Advertisements

2 thoughts on “დავბრუნდი ოღონდ ცოტახნით : )

  1. ძალიან საყვარელი პოსტი იყო ❤
    "ყოველშემთხვევაში ჰაერი მაინც იყო და ყველას გვყოფნიდა აქ კი …. უფ " << ამაში 100%-ით გეთანხმები. კახეთში როგორც არ უნდა ცხელოდეს, მაინც უკეთესია. თბილისში ქუჩაში რომ გადიხარ, ცალკე მზე გწვავს და ცალკე მანქანები აცხუნებენ : ))

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s