გურიისკენ ჰერი ჰერი :))

ისევ ,ისევ მივიბარგები . გურიაში მივდივარ ..მიხარია იმიტომ ,რომ იქ ვიცი სიცხე არ იქნება🙂 და ამაზე დიდი ბედნიერება რა არის …

მახსოვს პატარა რომ ვიყავი (არც ეხლა ვარ დიდი მაგრამ )  გურიიდან რომ მოვდიოდი ხოლმე თვალებს ვხუჭავდი და ვფიქრობდი ნეტავ ეხლა მთელმა წელიწადმა უცებ გაირბინოს და თვალებს რომ გავახელ ახალი ჩამოსული ვიყოთქო🙂.

პირველად რომ ზღვაზე წავედი  პატარა ვიყავი  და ის ემოცია ეხლაც მახსოვს პირველად რომ ამხელა სივრცე დავინახე …..შემეშინდა თან მესიამოვნა🙂 .

იგივე თემა და ჩემი წუწუნის საბაბი : რა მალე გადის დრო😦.

თითქოს გუშინ დამითხოვეს ,თითქოს გუშინ წავედი კახეთში ,თითქოს გუშინ გადაიარა ამ ცუდმა ამინდებმა  და გუშინ დაცხა …..მოკლედ🙂 .. ერთი სურვილის ჩაფიქრების უფლება რომ მქონდეს დროის გაჩერებას ვინატრებდი …

დიდებისგან რომ მესმის როგორ ენატრებათ ბავშვობა .სკოლაზე რომ წუწუნს ვიწყებთ მე და ჩემი მეგობრები და ისინი რომ გვეუბნებიან ნეტავ ეხლა მე ვიყო  თქვენი ასაკის და მე დავდიოდე სკოლაშიო . ჩემთვის ეს წარმოუდგენელია და თან სამწუხარო. ადამიანი თითოეული თავისი დღით ,წუთიც  და წამით უნდა დატკბეს.აი მაგალითად დღეს 28  ივლისია  მე მარი მგალობლიშვილი 14წლის ვარ …. მართალია 28 ივლისი კიდევ  ბევრჯერ დადგება ჩემს ცხოვრებაში მაგრამ მე ხომ წლები მომემატება შემდეგ წელს 15 ის ვიქნები მერე 16,17.18…… და ასე შემდეგ…ამით მინდა ვთქვა რომ ეს დღე ესე აღარასოდეს აღარ დაბრუნდება🙂 არ მეთანხმებით? და წარსულზე წუხილი ან ძველი შეცდომების გამო თავის დადანაშაულება ხომ სისულელეა? დროის უკან დაბრუნება არ შეიძლება .კარგია რომ ადამიანები  შეცდომებს არ ვუშვებდეთ და ყველაფერი მთელი ცხოვრების განმავლობაში კარგად იყოს მაგრამ სამწუხაროდ ასე არ არის…

სამწუხაროდ? უპრობლემოდ ცხოვრება მოსაბეზრებელი არ იქნება ? რაღაცისთვის ხომ უნდა  იცხოვროს და იბრძოლოს ადამიანმა?

ჩემი პირადი აზრი ასეთია…მაწუხებს ხოლმე ხანდახან რას ვიზავთ🙂.

გურიაში ინტერნეტი მექნება და იქნებ  იქ მაინც მომივიდეს მუზა კანარიოს დღიურს რომ გესთ პოსტი ვაღირსო …

ეხლა  იმის მაგივრად რომ ბარგს ვალაგებდე  აქ  ვზივარ და ჩემს აზრებს ვაფრქვევ …

პ.ს .კარგ დასვენებას ვუსურვებ ჩემს თავს და ასევე თქვენც😉 .

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s