პირდაპირი რეპორტაჟი გურიიდან! : )

ინტერნეტი ჩავიგდე ხელში და მაშინვე ბლოგში დაწერა გადავწყვიტე .წვიმს.სასიამოვნოდ წვიმს.მომწონს ეს წვიმა თან საშინლად მომწონს. ოღონდ მინდა რომ მალე გადაიღოს და ერთი კვირა არ იწვიმოს როგორც აქ იცის ხოლმე.

გუშინ კლასელს ველაპარაკე და ერთად სკოლის რაღაცეები  რომ  გავიხსენეთ  გულში გამკრა რაღაცამ მომენატრასავით სკოლა J….

რობინზონ კრუზოს ვკითხულობ და ის დრო მახსენდება ჩემი პირველი წიგნი გულივერის თავგადასავალი რომ წავიკითხე .

ხო კიდევ ერთი კვირაა ვცდილობ დიეტაზე დავჯდე მაგრამ ყველა ჩემს წინააღმდეგ არის J ისეთ გემრიელ რაღაცეებს აკეთებენ, რომ ცდუნებას ვერ ვუძლებ. დედაჩემი და ირინა იმდენს გვაჭმევენ, რომ რაც კახეთში არ გვიჭამია  ერთ კვირაში აგვანაზღაურებინებენ J .

აქ მთელი დღე თავისუფალი მაქვს .არავინ არაფერს არ მავალებს  და ყველანაირი ვალდებულებები მოხსნილი მაქვს: ხან ჰამაკში ვწევარ და წიგნს ვკითხულობ, ხან ლეპტოპთან ვზივარ და ვთამაშობ,ხან მუსიკებს ვუსმენ  და ხან კიდევ კარტს ვთამაშობ .ხო კიდევ ბატონები რომ მქონდა აი ისე გამოვიყურები ეხლა ოღონდ ოდნავ უკეთესად , აქ იმხელა კოღოები არიან რომ ლამის არის შემჭამონ J.    გუშინ ჩემს პირად დღიურს ვკითხულობდი და თან მეცინებოდა .ჯერ იმაზე მეწერა გამოცდები დაიწყოთქო ,მერე იმაზე ერთი სული მაქვს კახეთში როდის წავალ თქო მერე იმაზე გურიაში მინდა უზომოდ თქო და ეხლა?? J ყველაფერი ჩამთავრებული მაქვს : გამოცდებიც ,კახეთიც მალე გურიასაც ჩავამთარებ და სკოლაც დაიწყება .ყველაფერი წარმავალია და ეხლა მივხვდი რომ არაფერზე არ ღირს ნერვიულობა და წუწუნი ,მაგრამ ეს ხომ ჩვენში ,ადამიანებში ზის და რამდენიც არ უნდა ვეცადოთ მაინც ვერ  მოვიშორებთ ამ თვისებას. Jეხლა ნინუცა მადგას თავზე და  მელოდება როდის დავსვავ J რამდენიმე დღის წინ მეზობლის ძაღლი გადმოიყვანა და როგორც საკუთარ შვილს ისე უვლის: ელაპარაკება,აჭმევს თან დღეში რამდენჯერ ვეღარც ვითვლი .საწყალი ძაღლი მალე ვეღარც გაივლის იმხელა მუცელი  აქვს .მე რა თქმა უნდა ამ ყველაფერს გულგრილად ვეკიდები რადგან ძაღლები მხოლოდ ფილმებში და სურათებში მიყვარს .ხო  კიდევ ვერ დაიჯერებთ მაგრამ ზაზუნის ყიდვა გადავწყვიტე და მე და დედას ყოველდღე ამაზე გვაქვს ლაპარაკი Jძალიან მინდა და ალბათ ოქტომბერში ვიყიდი . პირველად გამიჩნდა იმის სურვილი რომ ჩვენს ოჯახში მეხუთე სული შემოსულიყო Jდედასთვის ყველაზე კარს შემთხვევაში მომბეზრდება მალე და სხვას ვაჩუქებ,ხოლო ცუდ შემთხვევაში  შემიყვარდება და შევეჩვევი .მოკლედ არ ვიცი რა წამომივლის და რა დამარტყავს თავში ,გამორიცხული არ არის არც ვიყიდო .ვნახოთ როგორ ხასიათზე ვიქნები J.

თბილისში დავრეკე გუშინ და რომ ვუთხარი თბილად მაცვია მცივა თქო გაგიჟდნენ ,აქ ისე ცხელა აღაც ვიცით სად წავიდეთო .მე აქ მზეს ვნატრობ ,მათ კი აღარ უნდათ მზის დანახვა ,მაგრამ გახსოვთ ჩემს ერთ ერთ პოსტში მიწერია,მაშინ როცა გარეთ საშინელი ამინდი იყო და ციოდი მე ვწერდი რომ მზე მომენატრა ყველას რომ თავს აბეზრებს ჩემს გარდათქო J აი ზუსტად აი ესე ვარ აღარავის აღარ უნდა ეს მწველი მზე ჩემს გარდა …..

გუშინწინ ღამით სავსე მთვარე იყო . იცით რა ლამაზი ? დიდი და აი ისეთი თან რომ არაფერს ამბობს და თან რომ მრავლისმეტყველია .მიყვარს მთვარე ,მისი ყურება სააათობით შემიძლია ,მითუმეტეს მაშინ თუ ცა მოწმენდილი და ვარსკვლავებიანია .საერთოდ მიყვარს ღამე სადაც არ უნდა ვიყო მას თავისი ეშხი აქვს ,განსაკუთრებით კი ზღვაზე ……მაგრამ დიდხანს ვერ მოვასწარი მისი ცქერა ,ღრუბლები გადაეფარა მას.ყველაფერს აქვს დასასრული კარგსაც და ცუდსაც .ასევე ჩემს პოსტსაც აქვს

დასასრული და მგონი დროც მოვიდა ….მადლობას ვუხდი იმ მკითხველს რომელმაც შეძლო ამ პოსტის ბოლომდე ჩაკითხვა და მისი გაზიარება J~….

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s