ჩამოვბარგდი! ამჯერად საბოლოოდ :)))….

დავბრუნდი კახეთიდან . მორჩა ჩემი აქეთ იქით ხეტიალი  სკოლა იწყება მალე და ცოტა უნდა გადმოვერთო აქეთ ტალღაზე .ფსიქოლოგიურად მოვემზადო და ახალ სასწავლო წელს ახალი ენერგიით შევხვდე.

კარგად მოვიკახეთე🙂 .გრემი ააყვავეს .მიშა მაგარია🙂.

ძალიან ლამაზია მთავარანგელოზის ეკლესია და ძალიან მიხარია რომ მაქვს იმის ბედნიერება,რომ  ყოველ ზაფხულს ვუყურო ამ სილამაზეს ….

 

ყოველ საღამოს მივდიოდით.როგორც გრემელები უწოდებენ *ბულვარში*🙂

სასწაული მოხდა და საქანელაზე დავდექი .არ დავმჯდარვარ ,დავდექი …. ეკემ შემაცდინა და რომ ავდგი ფეხი 1საათი აღარ ჩამოვსულვარ,სამაგიეროდ ჩემი კივილის ხმა 100 კილომეტრზე ისმოდა.მიუხედავად იმისა რომ სიმაღლის საშინლად მეშინია მაინც გადავლაზე ეს დაბრკოლება და მაინც ავდგი ფეხი პირველად საქანელაზე …. არა მერე მეორე დღეს ხელები რომ მტკიოდა კი ვიძახოდი ცხოვრებაში არ მიკატავია და გუშინ რა მეტაკა თქო მაგრამ მაინც კარგი იყო .

ჩემი დილა ძალიან საინტერესოდ იწყებოდა. დილის 7საათზე ჩემს ტელეფონზე მესიჯია ….ნახევრად მძინარი ხელით ვეძებ ტელეფონს და ვხსნი ეკეს ესემესს :

– გაიღვიძე გოგო ქათამმა დაიყვირა უკვე🙂.

საშინლად ვბრაზდები მაგრამ იმდენად მეძინება ,რომ ეკესთან საჩხუბარი ესემესის გაგზავნას მომავლისკენ ვდებ და ვაგრძელებ ძილს.შემდეგ ლუკა მაღვიძებს  ვისი ძმაკაცია🙂 .სხვა გზა არ მაქვს ვდგები და ვიღებ ტელეფონს და ვუგზავნი შეტყობინებას ეკეს შემდეგი შინაარსით :

_ შენ ბევრ ლაპარაკს გირჩევნია ამოხვიდე ჯოკერი უნდა ვითამაშოთ ნახევარი ლიტრი წყლის დალევაზე …. მიფრთხილდი იცოდე🙂 .

ეს ამბავი მთავრდება იმით რომ ეკე აგებს ჯოკერს და სვავს წყალს .

წეღან მირეკავს მარი :

_ გოგო ეკე საქანელიდან ჩამოვარდა და  თითი აქვს ამოვარდნილი.

_ მართლა?მე გუშინ მომწერა მაგრამ არ დავუჯერე ვიფიქრე მაიმუნობსთქო ….ეგ სულელი ,საქანელიდან როგორ გადმოვარდა ?

_ რავი ესე ამბობს მარიკას ვწერდი ესემესს და ცალი ხელი მქონდა მოკიდებული საქანელის თოკზე და თავი ვეღარ შევიმაგრე და გადმოვვარდიო ..

_ აჰა ….. ეხა მაგის თითიც ჩემ კისერზე უნდა იყოს?🙂

_ ქორწილამდე მოურჩება .🙂.

სულელია ეს ბიჭი სულელი რომ ვიძახი რატომ არავინ მიჯერებს ?🙂.

ხოოო….

უცნაური რაღაც შემემთხვა რამოდენიმე დღის წინ ….სიზამრი ამიხდა …… და ჩემი თავის ჯერ შემეშინდა ,შემდეგ გამიკვირდა და ბოლოს რომ დამამშვიდეს და მითხრეს , რომ ასეთი რაღაცეები ხდება ხოლმე ცხოვრებაში ცოტა დავწყნარდი.

მგონი დრო მოვიდა შევაჯამო ჩემი ზაფხული 2011…….. ბევრი ჰაი ჰიუს თავი არ მაქვს მეძინება და 1წინადადებას ვიტყვი მაგრამ გულით : ყველაზე კარგი ზაფხული ჩემს ცხოვრებაში ….

ეხლა ავდგები გამოვრთავ კომპოიტერს ,შემდეგ ჩავაქრობ სინათლეს ჩემს ოთახში ,გავიკეთებ ნაოშნიკებს ,მოვუსმენ სიმღერებს და თან წავალ შორს ფიქრებში და ოცნებებში .

პ.ს ტკბილი ძილი !!!!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s