ფიქრი # 5

წერა მომინდა უცებ . სხვის ბლოგებს ვკითხულობდი და ხელები ამიკანკალდა ,რომ არ დავწერო არ შემიძლია. ხოდა აი ეხლა  ვზივარ და ვფიქრობ რაზე დავწერო ….,მინდა რომ ჩემი პოსტი ცისარტყელასავით ფერადი იყოს.ისიც მინდა რომ მხიარული იყოს,ისიც მინდა რომ ყველა ვინც ამ პოსტს წაიკითხავს კარგ ხასიათზე დადგეს რაც არ უნდა დიდი პრობლემის წინაშე იდგეს ის ცხოვრებაში ,მაგრამ მე უბრალოდ მინდა.დიახ! უბრალოდ მინდა.მე არ შემიძლია დღეს ასეთი პოსტის შექმნა რადგან მე თვითონ უაზრო ხასიათზე ვარ და უბრალოდ რაღაც მინდა.

ვხვდები რომ იცვლება ჩემი ცხოვრება  რაღაცით . რაღაც ახალი იწყება .რაღაცას ველოდები ,ვიცი რომ ტყუილად ველოდები მაგრამ მიუხედავად ამისა მაინც ველოდები. სკოლა იწყება და მგონი ეს მაშინებს ? არა არ მაშინებს უბრალოდ რაღაც გადავეჩვიე და შეჩვევის მომენტმა მინდა სწრაფად გაიაროს .

არ მომწონს ეს სწრაფი ცვლილებები .რაღაცა მაფორიაქებს ,მაგრამ რა არ ვიცი . არა ვიცი მაგრამ არ მინდა ამაზე წერა ,მინდა რომ მხოლოდ ჩემთვის ვიცოდე მეტი არაფერი .თავს  მწერად ,პარაზიტად ვგრძნობ ,თითქოს ეს პერიოდი ვიღაცაზე დამოკიდებულმა გავატარე .დამოკიდებულმა გავატარეთქო რომ ვიძახი სულ სხვა რამეს ვგულისხმობ.თითქოს სხვისით ვფიქრობდი,სხვისით ვაზროვნებდი და ვწტვეტდი რაღაცეებს და ეს საშინლად მაღიზიანებს .აი თითქოს ეს პერიოდი დავფრინავდი სადღაც მაღლა .ადამიანებისგან  და რეალობისგან შორს .

ისევ მცივა . დიახ! ისევ მცივა .შემოდგომა დადგა და მცივა .აი ესე უბრალოდ მცივა .  მზე მინდა. ეს მზე არა ეხლა რომ ანათებს , აი ის მზე მინდა ყველაფერს რომ წვავდა და ხალხი წუწუნებდა გვცხელაო .ხალხი და არა მე ^^.

არ მინდოდა ესეთი პოსტი ,მაგრამ უნდა ამომეფრქვია ჩემი უარყოფითი ემოციები და განწყობა, არ შემიძლია გულში ჩავიკლა ,მაგრამ ისიც არ მინდა ხოლმე სხვებს გადავდო ,მაგრამ სამწუხაროდ ბლოგი მაქვს და სამწუხაროდ თქვენ ჩემი სამყაროს მკითხველები ხართ  …..და მიხარია რომ ხართ : )) …

6 thoughts on “ფიქრი # 5

    • კეთილი იყოს შენი მაუსი ჩემს ბლოგზე!!! იმედია ხშირად გიხილავ აქ : )) …

  1. sayvarelo… :*:* wera imistvisaa, rom aseti emociebisgan dagcalos… me xan yvirili minda, magram weritac mshvenivrad vaxerxeb xolme : )) tan ici ra mixaria? zustad vici, ra sisulelec ar unda davwero, mainc gamovaqveyneb… dae, waikitxon sxvebma da gauchndet weris survili : ) mixarixar! :*

    • სალომე ,სალომე …. შენ არ იცი როგორ მახარებ ხოლმე შენი კომენტარებით და თბილი სიტყვებით …. ძალიან ძალიან დიდი მადლობა : **

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s