მე რომ ბიჭი ვიყო :) …

მადლობა   მარიამს  დათაგვისთვის : )))…

ყოველთვის ვამბობდი და ვფიქრობდი იმაზე რა მოხდებოდა ბიჭად ,რომ დავბადებულიყავი ? აი ჩემი აზრით ძალიან კარგი ბიჭი ვიქნებოდი.

პირველ რიგში ვისწავლიდი ძალიან კარგად და არ მივცემდი ხალხს იმის უფლებას რომ ეთქვათ ეს ფრაზა : ბიჭია და ეპატიება ….  სწავლა ,სწავლა და სწავლა რა მნიშვნელობა აქვს რა სქესის არის ადამიანი .

ვივლიდი სპორტზე  .აი მაგალითად ფეხბურთზე ან თუნდაც რაგბზე .და ისეთი ვიქნებოდი აი კუნთებიანი🙂.

ჩხუბისთავი არ ვიქნებოდი ,მაგრამ როცა საჭირო იქნებოდა აუცილებლად ვივაჟკაცებდი …

მაგრად ჩავიზმანებოდი🙂 აი ისე მაგრად რომ ყველა გოგო ვინც დამინახავდა აუცილებლად ინტერესი გაუჩნდებოდა ჩემს მიმართ .

ნუ არ ვიცი რა მერქმეოდა ნამდვილად.

კიდევ  მეყვარებოდა ერთი მაგრამ ფლირტი მექნებოდა ყოველ მეორესთან .

ვიქნებოდი უზომოდ რომანტიული და ზღაპრული . ყველა გოგოსთვის თეთრ რაშზე ამხედრებული პრინცი ……

მშობლებთან აუცილებლად მექნებოდა ჩემი ” პალაჟენია ”🙂 . მამაჩემთან მექნებოდა ძალიან მეგობრული ურთიერთობა ,ხოლო დედას ყოველდილით ვაკოცებდი რათა ჩემი დიდი სიყვარული და პატივიცემა გამომეხატა მის მიმართ : ).

თუ უმცროსი და მეყოლებოდა არ დავუშლიდი მას სადმე წასვლას ან ბიჭებთან ურთიერთობას ,როგორც ხდება ხოლმე. ოღონდ დავრწმუნდებოდი იმაში რომ მისი მეგობარი გოგო თუ ბიჭი კარგი ადამიანია და ჩემი და მასთან თავს კარგად და დაცულად იგრძნობდა.

მეყვარებოდა აუცილებლად ლუდი და დღე არ გავიდოდა რომ არ დამელია . აუცილებლად დავიწყებდი სიგარეტის მოწევას ოღონდ მხოლოდ იმის შემდეგ რაც ჩემს ასაკს სრულწლოვნების სტატუსი მიენიჭებოდა.

აუცილებლად ავიღებდი პრავას და აუცილებლად მეყოლებოდა მანქანა .

მეყოლებოდა ბევრი გოგო მეგობარი .მეგობარი და არა გირლფრენდი და ამით ხალხს დავუმტკიცებდი რომ გოგოს და ბიჭის მეგობრობა არსებობს .

არ მეყვარებოდა ცანცარა გოგოები და არასოდეს მივაქცევდი იმ გოგოს ყურადღებას რომელიც ჩემი ყურადღების მიქცევას შეეცდებოდა ან გამეპრანჭებოდა.

არ ვიქნებოდა ლამაზი , ვიქნებოდი სიმპატიური და ვაჟკაცური.

მეყვარებოდა კითხვა და რომანები .

არ მექნებოდა ბლოგი და არ მეყვარებოდა ყავა . ბიჭებს ქალური პონტები არ გვიზიდავს🙂.

ვთაგავ მარის .

12 thoughts on “მე რომ ბიჭი ვიყო :) …

  1. ანუ თითქმის იდეალური ბიჭი იქნებოდი : ))
    ნუ, რაღაც დეტალი რომ არა, იდეალურსაც დაგარქმევდა კაცი…
    სამწუხაროდ იდეალური რამეები არ არსებობს და ეს ბიჭიც არარეალურია, მაგრამ პოსტი ნამდვილად კარგი გამოვიდა : ))

    • ხო გეთანხმები ნამდვილად : )) იდეალური რამეები არ არსებობს : )) პოსტს რაც შეეხება ვეცადე და მგონი გამომივიდა : )) ძალიან დიდი მადლობა :*

    • დიდი მადლობა ..წავიკითხავ შენს პოსტს აუცილებლად : *

  2. ამას იმიტომ ამბობ რომ გოგო ხარ? ეჰ როგორ არ გესმით გოგოებს ჩვენი : ||

    • ნათია : ))) თეგ თამაშია ეს : )) მთელს ბლოგისსფეროს უწერია : )) რომ მოხვალ აზრზე ბლოგინგზე მიხვდები : ))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s