ჩუმი გრძნობის ისტორია : )) …

არ ვიცი ამას რატომ ვწერ .მართლა არ ვიცი ,მაგრამ დღეს ამ ისტორიას რომ ვისმენდი ტანში ჟრუანტელი მივლიდა და გულს ბაგაბუდი გაჰქონდა  : )) …

მოკლედ , ეს ისტორია ჩემს მეგობარზეა  და მისი თხოვნით მე მის ვინაობას არ გავამხელ.ამიტომ ამ ისტორიაში შესულ ყველა ადამიანს გამოცვლილი სახელებით მოვიხსენიებ : ))) …. 

მოგეხსენებათ 21-ე საუკუნეში  ადამიანები ხშირად სოცილაური ქსელების მეშვეობით იცნობენ ერთმანეთს და იწყებენ ახალ ურთიერთობებს : )) ..  ჩემმა მეგობარმა ანამ  ზუსტად აი ესე სკაიპით გაიცნო ბიჭი სახელად სოსო : )) …

ნება მიბოძეთ მოკლედ მოგახსენოთ ჩემი მეგობარი ,ანას ხასიათზე : დაუმორჩილებელი ქალი ,ამაყი და ამვდროულად ძალიან კეთილი და საყვარელი მეგობარი .

თავიდან ანას არ სურდა სკაიპით  ახალი ურთიერთობები დაეწყო ,მაგრამ სოსოს იმდენად თბილი ლაპარაკი ჰქონდა ,რომ ქალის გულმა ამდენ ლამაზ სიტყვებს ვეღარ გაუძლო და  გადაწყვიტა ,რომ ამით არაფერი დაშავდებოდა  .

ანას  უყვარს ბიჭების წვალება .ამიტომაც სოსო  ძალიან ტანჯა ……. მაგრამ სოსოს  იმდენად დიდი სურვილი ჰქონდა ეს დიდი ჯიუტი არსება დაემორჩილებინა ,რომ უკან არ იხევდა და ბოლოს მოახერხა ანას მოლბობა : )) …. და ეს იმან გამოიწვია, რომ ანა ძალიან შეეჩვია სოსოს , თან გაიცნო და მიხვდა ,რომ სოსო ძალიან კარგი ბიჭი იყო ….. სოსოს ანას მიმართ  სიმპატიები გაუჩნდა რაც ,როგორც ხდება ხოლმე გრძნობაში გადაიზარდა …..  ❤

სოსომ ანას გაუმხილა მისი გრძნობების შესახებ ,მაგრამ ანა…… ანა ადამიანია რომელსაც არ სჭირდება სერიოზული ურთიერთობები და მითუმეტეს სიყვარული . . ის თვლის ,რომ არ არის აუცილებელი ურთიერთობას სახელი ერქვას ,მას უფრო იზიდავს ფლირტი .

გავიდა დრო და ანა და სოსო ძალიან კარგი მეგობრები გახდნენ …… ისინი მთელი დღე ლაპარაკობდნენ სკაიპით . სოსო ანას დედასაც ხშირად ელაპარაკებოდა .ანამ სოსოს  7ტელეფონის ნომერი ჰქონდა : სოსოსი,სოსოს დის,დედის,სოფლის ნომრის ,თბილისის ნომრის ,ბებიიის სახლის ნომერი და სამსახურის : )))….. სოსო ხშირად ეხუმრებოდა ხოლმე ანას ჩემი მოძებნა ,რომ დაგჭირდეს უეჭველი მიპოვიო 🙂 …

დროთაგანმავლობაში ანას და სოსოს ურთიერთობა ძალიან თბილ გრძნობაში გადაიზრად .

სოსოს ‘ლოვე’  ყავდა ….

ერთ დღეს ანამ გადაწყვიტა  რომ სოსოს გახუმრებოდა და უთხრა ,რომ ავარიაში მოყვა და  ძალიან მძიმედ იყო 🙂 მაგრამ შემდეგ სოსოს ნერვიულობა ,რომ შეამჩნია  უთხრა ,რომ ატყუებდა …. სოსო ანას დაპირდა ,რომ  სამაგიეროს აუცილებლად გადაუხდიდა…..

გავიდა 4 დღე და სოსო გაქრა . აიი რასაც ქვია გაქრა .ტელეფონი გამორთული ჰქონდა  და სკაიპშიც აღარ ჩანდა .ანა ანერვიულდა ,შემდეგ იფიქრა ,რომ სოსო სამაგიეროს უხდიდა . ანა  ძალიან ნერვიულობდა ,ძალიან.ბოლოს გადაწყვიტა ,რომ სოსოს დის ნომერზე დაერეკა და ეკითხა სოსოს ამბავი ….

_ ალიო ,უკაცრავად ,მე სოსოს მეგობარი ვარ უბრალოდ მაინტერესებს როგორ არის ….

_ მმმ.. კარგად არის ,ცოლი მოიყვანა .დავუძახო ?

_ არა,არა .შეგიძლიათ არც უთხრათ ,რომ დავურეკე ,უბრალოდ მაინტერესებდა ,როგორ იყო ….

ანა დამშვიდდა .იგი გრძნობდა,რომ სოსოს ეს საქციელი მისი სურვილით არ იქნებოდა გამოწვეული….

ხოტახანში ანას ტელეფინზე სოსოს ესემესია.

” ან,მაპატიე ამდენი ხანი ,რომ ვერ შეგეხმიანე,ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ მოხდა ამ ოთხი დღის განმავლობაში,საღამოს დაგირეკავ და ყველაფერს აგიხსნი ,პირობას გაძლევ””

“კარგი ,სოსო , იმედია უთქმელადაც ხვდები რასაც ვგრძნობ “”

საღამოს ანას სოსომ დაურეკა . ანა მაღაზიაში იყო ამ დროს,გარესამყარო დაიკიდა და მაღაზიის კიბეზე ჩამოჯდა .

_ ანა ,როგორ ხარ?

-კარგად შენ ?გილოცავ.

-ვარ რა …… მმმმ ………. მადლობა.

_ აბა მომიყევი რა მოხდა.

_ გუშინწინ სანადიროდ ვიყავი წასული და მეგობრებთან ერთად ბევრი დავლიე ,ძალიან ბევრი … მერე  ლიკას ( სოსოს ლოვე ) დავურეკე , ის მის დაქალთან იყო ,გავუარე ის ჩემზე მთვრალი იყო და …….. ხო აზზე ხარ…

_ სოსო……….მმმ…

_ არ მიყვარს ,ეს არ არის ის ადამიანი რომელიც ჩემს გვერდით უნდა ცხოვრობდეს ….

_სოსო !!!ნუ ამბობ ამას .ის შენი ცოლია და პატივი უნდა სცე..

_ კაი ან,წავედი ეხლა.შეგეხმიანები ხოლმე.ცალკე ვაპირებთ გადასვლას და აუცილებლად უნდა მოხვიდე ჩვენთან . მასთან ‘გაიასნებული ‘მაქვს ,რომ შენ ჩემი მეგობარი ხარ.. გაკოცე.

_ კარგად სოსო …. :* ჭკვიანად იყავი ….

მ  ე ნ ატ რ ე ბ ი ..

ეს ბოლო სიტყვა ანამ მას შემდეგ თქვა რაც ტელეფონი დაკიდა ,სოსოს ვერ უთხრა ეს……

ანას სოსოსთან რაღაც აკავშირებს ,ძალიან მიჩვეულია და ძალიან უყვარს . და ძალიან ,ძალიან ეცოდება სოსო …

სოსოს და ანას ურთიერთობას აქამდე განვითარების და სხვა ეტაპზე გადასვლის უფლება ჰქონდა,მაგრამ მას შემდეგ რაც სოსომ ცოლი მოიყვანა ,ამის შანსი აღარ არის .ანა მთელი გულით და სულით ბედნიერებას უსურვებს სოსოს და იმედი აქვს,რომ მათი ოჯახი განვითარდება და ბედნიერ ქართულ ოჯახად ჩამოყალიბდება ……

 

Advertisements

12 thoughts on “ჩუმი გრძნობის ისტორია : )) …

    • ხო მაგრამ ეს რეალური ამბავია ჩემი მოგონილი რომ იყოს მეც სხვანაირად დავასრულებდი : ))) :*

    • ხოო : )) ჩემზე რომ ყოფილიყო დამოკიდებული სულ სხვანაირად დავწერდი ,მაგრამ მე მართალი მინდოდა დამეწერა : ))

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s