მარი!

გუშინ სკოლაში მარი მეუბნება

_ გოგო გაკვეთილების მერე არ წახვიდე რაღაც უნდა წაგაკითხოვო .

გაკვეთილები ,რომ დასრულდა მარის დაველოდე.რაღაც უნდა განახოო და ჩანთაში დაიწყო ქექვა:/ ერთი საათი იქექებოდა🙂 და ბოლოს მათემატიკის ფურცელზე დაწერილი წერილი მომაწოდა.

_ ეს რა არის მარი ?:/

_ გოგო გუშინ რუსულის წიგნი ვიყიდე ვარკეთილში ხოდა სახლში ,რომ  მოვედი და წიგნი გადავთვალიერე ეს ვიპოვე . ძალიან მაგარი რამეა . წაიკითხე რა ….

ეს წერილი მე წავიკითხე და გავშეშდი .მერე უცებ მარის ვეცი და ვუთხარი

_ აუ რა მაგარიააააა. ზუსტად ისეთი  პონტია აი ადრე წერილებს ,რომ ბოთლში დებდნენ და მერე წყალში აგდებდნენ . ძალიან საინტერესო რამ არის. გთხოვ დღეს გამატანე ეს წერილი რა ბლოგში დავწერ  იქნებ ავტორის ვიპოვო . ან საერთოდ იქნება ამ წერილის ავტორი  ბლოგერია …. აიიმე რა მაგარია . გავიქეცი ეხლა ,დღეს თუ მოვახერხე დავწერ თუ არადა ხვალე უეჭველი და მოგიტან …

_კაი მიდი მიდი გოგო რა პრობლემაა :*

სახლში ,რომ მოვედი გუშინ ერთი წუთით ვერ დავჯექი კომპიუტერთან .ამიტომ დღეს მომიწია ამ პოსტის გამოქვეყნება ,იმედია თქვენთვის საინტერესო იქნება  .  და კიდევ უზომოდ გამიხარდება მართლა ,რომ გამოჩნდეს ამ წერილის ავტორი : * აუუ რა მაგარი იქნება ,წარმოგიდგენიათ ? მოკლედ .

მარი!

გაუმარჯოს იტალიას! როგორ ხართ გაიტალიელებულო ქართველებო ? გვენატრებით სიგიჟემდე.აქ ისეთ ამბებია გაგიჟდები .მაგრად ვსწავლობ სკოლაში ერთადერთი ათოსანი ვარ .ამაყობენ ჩემით . სხვა რა გითხრა ,თითქმის ყოველ კვირას თეატრში დავდივარ .  ‘თოლიაზე’ რომ ვიყავით აი იქ ნიკა,რომ თამაშობდა ხომ გახსოვს ?აი იმაზე აფრენს მთელი კლასი .მაგის გამო დავდივარ სპექტაკლებზე.ვგიჯობთ და ჩვენებურად ვუბერავთ .დაბადების დღე ‘ შემოიხედე გენაცვალეში’ გადავიხადე. გოგოები დავპატიჟე .ამ დროს ვიღაც ვიჭი მოვიდა ,მეგი რომელი ხართო ? მე მეთქი და ფეხზე ავდექი .გავოცდი ყვავილები ,რომ მომაწოდა თურმე აკას თანამშრომელს გამოუტანებია . ადრე გავიცანი და ხინკლის სახლში დაგვპატიჟა მე და ზუკა .ისე გამახარდა რომ ყველა მე მიყურებდა .სხვათაშორის ძალიან სიმპატიური ბიჭი იყო .ჩემს ამხანაგს დაევასა  და თვალს არ აშორებდა . კარგი დრო გავატარეთ ,ცოტა დავლიეთ და წამოვედით .დებმა,ახალეებმა მაგრად გაიბანძეს თავი .იცი რა მოხდა?ნანას ლენას დისშვილი შეუყვარდა ამ ზაფხულს და ნინომ ჩემზე დაიწყო ეჭვიანობა . ამის გამო მეჩხუბა და ათასი ჭორი დამიყარა .მაგრად გავბზრაზდი . მერე დაშორდნენ ერთმანეთს  და მე დამაბრალეს.თეონამაც მაგრამ გაიფუჭა თავი . ახლა რომ ჩავალ ისეთ ამბავს დავატრიალებ მტრისას!იმ ბიჭმა ისეთი ამბები მოუთხარა ნანას გავგიჟდი .დედიკოსთვის არ მითქვამს თორე ნაღდად გააფრენდა . 

ამ სააღდგომოდ ცოტახნით მონასტერში მივდივარ უნდა დავისევნო . ნინა წელს წელს სკოლიდან დავალება მომცეს და გივი ბერიკაშვილთან  ინტერვიუ ჩავწერე . სურათების გადავიღე და წიგნიც მაჩუქა  მის ცხოვრებაზე .ძალიან დატვირთული ,მაგრამ საინტერესო გრაფიკი მაქვს . თან ვსწავლობ თან ვერთობი .

როგორ მინდა ახლა აქ იყო . არის კიდევ წვრილ-წვრილი ამბები .ჩვენ ყველანი კარგად ვართ ,მაგრამ ძალიან მაკლიხარ. გულით და სულით შენთან  ვარ.არასოდეს დაგივიწყებ …მომწერე ხოლმე ….

მიყვარხარ …!

ხოდა ესეთი ამბებია ბლოგერებო ….. როგორც მიხვდით ეს არის თბილისელი გოგოს წერილი ,რომელიც სავარაუდოდ დაქალს წერს წერილს იტალიაში და უყვება მის ამბებს : ))..

იმედია თქვენთვის საინტერესო იყო და იმედია გამოჩნდება ამ წერილის ავტორი …

 

8 thoughts on “მარი!

    • ხოო ძალიან ,ძალიან მინდა ავტორი ვიპოვო : )))

  1. მომეწონაა🙂 სხვათაშორის (ჩუმად გეტყვი) კარგი დიზაინი გაქვს :*

    • მადლოოობ “” : )) დიდი მადლობა :*

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s