მთავარი ურთიერთობაა და არა ურთიერთობის სახელი !

მთავარი ურთიერთობაა და არა მისი სახელი! ამას ვეტყვი ყველას. არ მჭირდება სახელი -ლოვეები -მეგობრები-დაქალები და ა.შ. მთავარი  ურთიერთობაა. მოგიყვანთ ერთ მაგალითს :

ჩემი მეგობარი რამოდენიმე კვირის წინ მისი ნათესავის ქორწილში იყო  სადაც 14წლის ბიჭს მოყვანილი ჰყავდა შეყვარებული.დიახ მისი კლასელი ,შეყვარებული .მთელი საღამო ორივე ბედნიერი სახეებით დადიოდნენ,იცეკვეს ,ილაპარაკეს,გოგომ ბიჭის ნათესავებიც გაიცნო და კმაყოფილი დაბრუნდა სახლში. გოგოს მშობლებს არანაირი გართულება ამაზე არ ჰქონიათ.პირველად ეს ისტორია ,რომ გავიგე კინაღამ გავფრინდი იმდენად მესიამოვნა .

წარმოვიდგინე რა კარგი მომენტი იქნებოდა ეს გოგოსთვის . შენი შეყვარებულის მშობლებს , ნათესავებს ,მეგობრებს ეცნობა : )). ერთი შეხედვით საყვარლობაა ხომ ?მთელი საღამო ვფიქრობდი და რაღაცეებს წარმოვიდგენდი ..დიახ გეთანხმებით ძალიან საყვარლობაა ,მაგრამ.მაგრამ….

14 15 წლის ასაკში ჩვენ გოგოები ვიცნობთ ცხოვრებას.გვიწევს სირთულეების გადალახვა და ვსწავლობთ ცხოვრებას.ვსწავლობთ გავარჩიოთ ერთმანეთისგან კარგი და ცუდი ბიჭი .წარმოვიდგენთ როგორი იქნება ჩვენი ქორწილი ,თაფლობის თვე ,შვილები და კიდევ მილიონი რამ…

ამ ასაკში არაჩვეუებრივი რამ არის ფლირტი .. მე მაგალითად მხოლოდ ამით ვარ დაკავებული ( სწავლის გარდა რა თქმა უნდა ) …  როდესაც კონკრეტულ პიროვნებას უკვე ლოვე ჰქვია იქ იქმნება ზღვარი _ ბიჭო ეს ირაკლის ლოვეა და არაფერი მიწერო ტეხავს ჩვენი ძმაკაცია ….

იქმნება ზღვარი ანუ იზღუდები _ იცი რაა შენ ჩემი ლოვეს ძმაკაცი ხარ და ჩვენი ურთიერთობა არ გამოვა … ლოვეს იქით ვეღარაფერს ვეღარ ხედავ და თავს უკვე მისად თვლი . სხვას აღარავის უყურებ და გართული ხარ უაზრო ფიქრებში _სხვა რათ მინდა მე ხომ უკვე ჩემი მყავს ….. შენი გყავს ეხლა ,მაგრამ რა იქნება ერთი ან ორი თვის შემდეგ?

ამ ასაკში სხვადასხვა ბიჭისგან უნდა აიღო სხვადასხვა რამ . უნდა შეგეძლოს შეადარო ისინი ერთმანეთს იმის კარგი მეორეს კარგს უნდა შეადარო და თუნდაც შეხედო ,რომელი უფრო დიდხანს გაუძლებს შენს აუტანელ ხასიათს ….

თუნდაც ცოლქმრობა….  იქმნება ქართული ოჯახები რაღაცეების მუღამის ხათრით … აი თუნდაც ქალი მოუნდა ბიჭს : ))) ….. ეს ეიფორია მაქსიმუმ გრძელდება 2თვე .მაქსიმუმ. ამ დროის შემდეგ უკვე გბეზრდება ვითომდა ადამიანი რომლის გარეშეც ქორწილამდე ცხოვრება არ შეგიძლია.მერე სიყვარულის ადგილს იკავებს შემდეგი თემები: ხვალე საჭმელი რა გავაკეთოთ ,წიგნებია საყიდელი , ხელფასამდე 2კვირა დაგვრჩა და ა.შ .

რაღაც ანდაზაა თუ გამონათქვამი : როცა გაჭირვება კარებს მოადგება სიყვარული ფანჯრიდან იპარება _ო თუ რაღაც ამდაგვარი …. დღევანდელ ახალგაზრდობას ,რომ შეეკითხოთ  აქვს თუ არა ფულს მნიშვნელობა  უმრავლესობაა დაახეთქებს ,რომ ფული არაფერია მთავარი სიყვარულია და კიდევ ათასგვარი სისულელე!!! იმედია კარგად გამოვთქვამ ჩემს სათქმელს და მკითხველი ცუდად არ გამიგებს . ამით მე არ ვიძახი , რომ ფული ყველაფერია ,მაგრამ არაფერიც არ არის …  არ მეთანხმებით ???

რა ხიბლი აქვს სიყვარულს ? აი ისეთ სიყვარულ აიი ლოვეობა რომ არ ქვია  და დღედაღამე რომ არ ხარ ტელეფონზე ჩამოკიდებული და  ყოველდღე არ ხედავ მას ?? მე გეტყვით ჩემს აზრს : ))

რა ხიბლი აქვს და პირველ რიგში მონატრება და დაუკმაყოფილებლობის  გრძნობა : ))) როდესაც საყვარელ ადამიანს ელაპარაკები ორ დღეში ერთხელ ნახულობ კვირაში 2ჯერ  ის არ გბეზრდება .. ის გენატრება …როდესაც ტელეფონზე მისი ზარი შემოდის გული გიფრიალებს ,თვალები გიბრწყინავს და გიხარია, როდესაც მის ხმას იგებ გიხარია და ხვდები რომ გიყვარს და გენატრება .როდესახ ხედავ კანკალებ ,არ გჯერა რომ ის შენს წინ დგას  და ხვდები ,რომ თურმე გენატრება .

ასეთი დიდი ემოციები თან არ ახლავს ზევით ჩამოთვლილ პირობებს ,ამ შემთხვევაში ყველაფერი სხვაგვარად არის .

მთელი დღე ლაპარაკობთ ,ერთი და იმავე მოსაბეზრებელ თემებზე ,როდესაც ტელეფონზე მისი ზარი შემოდის არ გიხარია ეს უკვე ჩვეულებრივი ამბავია . როდესაც შეხვედრას გთხოვს უემოციოდ ეუბნები _ საღამოს გნახავ ….. და რა ??? სიყვარული მიდის და რჩება შეჩვევა ….

ამ ყველაფერს ვწერ ცოტა ნანახიდან გამომდინარე ,ცოტა წაკითხულიდან,ცოტა ჩემი გამოცდილებიდან ,ცოტა მოსმენილიდან და ამ ცოტა ცოტათი დიდი აზრი გამომდის ….

მთავარი ურთიერთობაა და არა ის რას იტყვის ხალხი !!!

6 thoughts on “მთავარი ურთიერთობაა და არა ურთიერთობის სახელი !

    • მადლოობა დიდი : )) მიხარიაა !!!

    • აი ზუსტად მაგას ვამბობ მეც !!! : ))

  1. მთავარი შენი დამოკიდებულებაა სამყაროს მიმართ. სხვა ყველაფერი ამ დამოკიდებულებაზეა დამოკიდებული.

    • მართალია : ))) დიდი მადლობა სტუმრობისთვის : ))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s