ობობის ქსელივით აბნეული პოსტი …

არ ვიცი ამ პოსტს უნდა ვწერდე თუ არა.პრინციპში რატომაც არა ,ეს ხომ პირადი ბლოგია  და ის ჩემია . რასაც მინდა დავწერ . ვისაც არ მოსწონს კიდევ შეუძლია მარიმგას ბლოგი სამუდამოდ დაივიწყოს და ის ბლოგები იკითხოს სადაც ერთი და იგივეს ტკეპნიან : ქურდობაზე,მოდაზე ,ყაჩაღობაზე,პოლიტიკა ,სიყვარულზე  და მრავალ ასეთ სისულელეებზე.

ვიცი ! ჩემი ბლოგი დღიურს ემსგავსება უკვე. თინეიჯერი გოგოს უაზრო განცდებით .  არ მინდა ამაზე კრიტიკა !  კიდევ ერთხელ გიმეორებთ ვისაც არ მოგწონსთ გადადით სხვა ბლოგზე . არ არის პრობლემა.

გაციებული ვარ . დღეს სკოლაში არ წავსულვარ . დილით თვალები  რომ გავახილე თავი ავწიე , ჩემს გარშემო ყველაფერი დატრიალდა და მიხვდი  რომ დღეს სახლში ჯდომა გარდაუვალი იყო ,ალბათ ხვალეც ასე იქნება . დღეს მთელი დღეა დაბალი სიცხე მაქვს ,დგას კახელი ჯორივით და არც მაღლა ადის და არც ქვევით იწევს !!!

ზამთარიც მოვიდა . უხ ! როგორ არ მიყვარს ! აცივდა უკვე .ნელ-ნელა  ჩაცმასაც ვიწყებ : /  სხვა რა გზაა? სკოლაც დაიწყო ,ინგლისურიც,გერმანულიც,მათემატიკაც .ერთი და იგივე დღეები . დილით ადრე ადგომა,სასწრაფოდ ჩაის დალევა და სკოლაში გაქცევა . სკოლაშიც ერთი  და იგივე ,ბრუნავს და ბრუნავს : ). აქაიქ თუ გამოყოფს თავს რაიმე განსხვავებული და რაღაც ისეთი აი , აი ისეთი მე რომ მიყვარს და ველოდები ,მაგრამ….

გუშინ თბილისობაზე ვიყავი ,მაგრამ სიცხე მქონდა დიდი ვერაფერი გავერთე მალევე წამოვედი .მინდოდა თბილისობაზე დამეწერა რამე ,მაგრამ დიდი ვერაფერი შევამჩნიე ,ყველაფერი ისე იყო როგორც ყოველ წელს ,მწვადი შეწვა ვერ ისწავლეს ოღონდ🙂 ისევ ისეთი დამწვრის სუნი ტრიალებდა ჰაერში ….

ხო.. დღეს მარიმ დამირეკა .

-გოგო რატო არ იყავი სკოლაში იცი რა ამბებია??

: /

– სიცხე მაქვს მარი ,მოვალ და მერე მომიყევით ეხლა არ მაქვს თავი.

:/ …. ვიცოდი ,რომ რაღაც ისეთი იქნებოდა  მერვე წელია ყოველდღე ,რომ ვხედავ და მესმის და ამიტომ არც მიკითხია რა იყო ….

გუშინ  რომ დავწექი ვფიქრობდი . როგორც ყოველთვის ვოცნებობდი : ) …. მე  რომ ვიცი ხოლმე აი ისე .მერე ნერვები მომეშალა საკუთარ თავზე და სასწრაფოდ გადავტრიალდი საპირისპირო მხარეს.იქ სულ სხვა რამ დამხვდა  : )  .

რატომ გვიყვარს ადამიანებს ,განსაკუთრებით გოგოებს ოცნება ? იმიტომ ,რომ იქ ყველაფერი ისეა როგორც ჩვენ გვინდა . თითოეული მოძრაობა ,თითოეული სიტყვა ,მიმიკები ,ადამიანები . ყველაფერი ისეთია ჩვენ როგორიც გვინდა.   ზღაპრული და არარეალური ცხოვრება : )) … მერე უცებ მაღვიძარა რეკავს,თვალებს ვახელთ ,ფანჯარაში ვიხედებით წვიმს,საშინელი სიცივეა  და უცებ ბრაახ!!! სკოლაში გვაგვიანდები …..

მომავლამდე, აი ისეთ მომავლამდე როგორიც ჩვენ გვინდა და წარმოგვიდგენია კიდევ ძალიან დიდი დროა დარჩენილი .

ამ პოსტია წერის დროს ეს სიმღერა მქონდა ჩართული და მემგონი რვაჯერ გადავახვიე ….. ‘უმიზეზოდ დაგრუზული ‘ ვარ … რატომ არ ვიცი ,მაგრამ ესე სევდა შემომაწვა და გადავწყვიტე ,რომ ისევ თქვენთვის მომემართა …..

პ.ს მიყვარხარ   თ !

2 thoughts on “ობობის ქსელივით აბნეული პოსტი …

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s