ცხოვრება მშვენიერია!

ცხოვრება.ის მშვენიერია.მიუხედავად ყველაფრისა .მიუხედავად ცუდი ამინდებისა ,მიუხედავად პრობლემებისა,მიუხედავად უაზრო ადამიანებისა.მიუხედავად მათი ქცევებისა.  

დაუკვირვებლები ,რომ არიან . არაფერი არ ადარდებთ ამ ქვეყანაზე ,ქედმაღლობენ ,ამპარტავნობენ .მომავალზე ,რომ არ ფიქრობენ . მთელი ცხოვრება სხვის კმაყოფაზე აპირებენ ცხოვრებას .  

 ადამიანური ცხოვრება მიუხედავად ყველაფრისა ძალიან,ძალიან კარგია .ჩვენ ადამიანებს ძალიან ცოტა რამ გვინდა ბედნიერებისთვის .მე მეამაყება ,რომ ადამიანი ვარ . არჩევანის საშუალება ,რომ მქონდეს შემდეგ ცხოვრებაშიც ადამიანად დავიბადებოდი ,რადგან ვთვლი ,რომ  ყველაზე ბედნიერები ვართ .  

დიახ! ბედნიერი ვარ . მიუხედავად ყველაფრისა. მომავლით ვცხოვრობ! აღარ ვიმეორებ ერთი და იმავე შეცდომებს. პატიება შემიძლია. უმეტესად საკუთარ შეცდომებზე ვსწავლობ და ვცდილობ სანამ რამეს გავაკეთებ კარგად დავფიქრდე ,რომ მომავალში არ ვინანო.    წარსულზე ფიქრი არ მიყვარს . ნუ ეხლა წარსულსაც გააჩნია . არ მინდა რაიმე ისეთი მქონდეს ჩარჩენილი ,რომ  მომავალში მომიწიოს მისი გამოსწორება მირჩევნია ერთხელ მივუბრუნდე და საბოლოოდ .

 მიყვარს ოცნება ..ძალიან მიყვარს  და ძალიან ,ძალიან ბევრს ვოცნებობ ხოლმე. ხან არარეალურ რამეებზე ხან რეალურზე ,მაგრამ ვცდილობ ვიოცნებო იმაზე რაც შეიძლება ამიხდეს…..    ამისთვის კი ბევრ რამეს ვაკეთებ … ჩემი თავი წარმატებულ ადამიანად წარმომიდგენია ,მომავლისკენ რომ ვიხედები გული სიხარულით მევსება .ძალიან სხვანაირად წარმომიდგენია ჩემი ცხოვრება . დღევანდელობითაც არანაკლებ  კმაყოფილი ვარ,რადგან გვერდით უამრავი კარგი და კეთილისმსურველი ადამიანი მიდგას ,მათგან სითბოს და სიყვარულს ვგრძნობ და ძალიან მიხარია.

 ვცდილობ შევიქმნა ჩემი სამყარო ,ბლოგიც ამიტომ მაქვს . შეიძლება პირად დღიურს უფრო ჰგავს ,მაგრამ გამოკითხვების მიხედვით პირადი პოსტი უფრო კითხვადია …… ვცხოვრობ ისე  როგორც შემიძლია ,როგორც მაწყობს ,როგორც ”მისწორდება”…..                    

რამოდენიმე დღის წინ  ჩემი მეგობარი მიყვებოდა ერთ ბიჭზე .ეს ბიჭი 16წლის იყო Telavidan  თბილისში ,რომ ჩამოვიდა და დამოუკიდებლად დაიწყო ცხოვრება …… დღეს 24წლის არის და და ამ დროის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ გადაიტანა .მისი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა . სულ სხვა სამყაროში გადმოვიდა . სულ სხვა თვალით შეხედა ცხოვრებას .მიხვდა ,რომ  ბედნიერების მისაღწევად ბევრი ,რამ უნდა გაეკეთებინა …..  

და მე ვზივარ და ვფიქრობ : როგორია მისი თვალით დანახული ცხოვრება? სასტიკი ? ის ხომ იმ ”თბილისელ” თავში ავარდნილ ”დედიკოს”ბიჭებს არ ჰგავს ,რომლებიც პატარა ნაკაწრზე დედიკოსთან გარბიან . განა ასეთ ბიჭებს შეუძლიათ პრობლემებს თვალებში ჩახედონ და დეპრესიაში ჩავარდნის ნაცვლად  ეცადონ ისნი  მოაგვარონ ???

 არა!  ის არ გავს ამ ბიჭებს. მას რაც აქვს თავისით აქვს . თავისუფლად ცხოვრობს : როცა უნდა ,სადაც უნდა მიდის ისე ,რომ არავინ არაფერს არ ეკითხება და უბარებს . სახლში გვიან დაბრუნებულს არავინ ხვდები ”როჟა დაკერილი” სად იყავი ,რატომ დაიგვიანე და ა.შ .

დრო … ამბობენ ყველაფრის მკურნალიაო. ნუთუ ასეა ?არა ! დრო არ კურნავს , ის უბრალოდ გვასწავლის ცხოვრებას და ცუდ მოგონებებს ლექავს ….. ახალი მოგონებებით ვივსებით და  ძველები მაინც გვავიწყდება , არა ისინი სულ ჩვენთან არიან ,მაგრამ საუკუნეში ერთხელ თუ ამოტივტივდები თავში რაღაც …..        

 ისე რა სწრაფად გარბის არა ? ! ძალიან,ძალიან ….  100 წლის შემდეგ აღარავინ აღარ ვიქნებით ! ღმერთო სამყარო ჩემს გარეშე ვერ წარმომიდგენია 🙂 ….

  ან …. ისევ ვიქნებით 🙂 .. მომღიმარი მოხუცები .შვილიშვილები ირბენენ ჩვენს გარშემო  და ამითაც ბედნიერი ვიქნებით . მერე ალბათ ჩვენც ვიტყვით – ეს რა თაობა წამოვიდა  ან ჩვენს დროოოს …   🙂 ….  

მოვუყვებით რაღაცეებს .ჩვენი გადარეული და  სულელური ცხოვრების შესახებ რომელსაც ალბათ არც თუ ისე ცუდი ფინალი აქვს ..  

მომავალი წინ გვაქვს .. იმედია ყველაფერი ისე იქნება ,როგორც ჩვენ გვინდა და დღევანდელი ბავშური პრობლემები  მაშინ,როდესაც წარმატებულები ვიქნებით მხოლოდ სასაცილოდ მოგვეჩვენება ….

Advertisements

6 thoughts on “ცხოვრება მშვენიერია!

  1. მმ კარგია მომეწონა ურბალოდ პირადი პოსტები კითხვადიაო, ნუ ფიქრობს მე სულაც არ ვწერ იმტიომ რომ სხვამ იკითხოს, ეგ არ უნდა იყოს ბლოგის პოლიტიკა ნუ გააჩნია რა ფაზაში ხარ : )

    • არა ვერ გამიგე შენ . უბრალოდ ბევრისგან გამიგია რომ შენი პირადი არავის არ აინტერესებს და ასეთი გამაღიზიანებელი ფრაზები ,თორემ იმისთვის არ ვწერ რომ ყველამ იკითხოს ვისაც მოსწონს ჩემი ბლოგი ყველასთვის კარი ღიაა : ))

  2. დრო დამპლურად სწრაფად გარბის, ამიტომ არცერთი წამი არ უნდა გაუშვა უსაქმოდ…
    ოოოხხხ როგორ მინდა დროს ვაჩერებდე :ყოვლისშემძლეთეა: :დ

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s