ღამით პარკში …

წინა დღეებში ძალიან დაგრუზული ვიყავი .არაფრის ხალისი არ მქონდა. გუშინ ძალიან ბედნიერი ვიყავი ,მაგრამ უმიზეზოდ. მიზეზი არ მქონია. მთელი დღე ძალიან კარგად ვგრძნობდი თავს.ბევრი ვიცინე კოლეჯში .ბედნიერი მოვდიოდი სახლში. ბევრ რამეზე ვფიქრობდი ,ძალიან ბევრზე .მაგრამ ეს ის ფიქრი არ იყო რაც მე მახასიათებს ხოლმე. არ იყო ფიქრი მომავალზე ,არ იყო ფილმი სიყვარულზე. ეს იყო ფიქრი ბედნიერებაზე.აი იმ ბედნიერებაზე მაშინ ,რომ ვგრძნობდი …

 

მიხაროდა ყველაფერი.ვხარობდი. ღამდებოდა. ფაქტიურად დაღამებული იყო . მაგრამ მე ის სევდა არ მომზდევდა რაც ჩვეულებრივ მომზდევს ხოლმე.მე ბედნიერი ვიყავი! აი ისეთი ბედნიერი არაფერზე რომ არ ვდარდობდი. არავინ არ მაინტერესებდა . ვფიქრობდი ,რომ  ყველაფერი კარგად იყო  და თუ რამე ცუდად იყო მისი გამოსწორება შესაძლებელი იყო ,ხოლო თუ არ შეიძლება ნერვიულობაც არ ღირდა …..

აი ისეთი ბედნიერი ვიყავი აუცილებლად,რომ ცუდი რამე უნდა მოყვეს …… პარკში შევედი ,სახლში წასასვლელად ეს გზა ავირჩიე.ლამპიონები ენთო . მივიხედ-მოვიხედე და გამიკვირდა.როგროც ჩვეულებრივ ამ პარკში ბევრი მოსიყვარულე წყვილი ზის სკამზე და ერთმანეთით ტკბებიან ხოლმე,აქაიქ ბავშვებიც …..

 

ლამპიონები ნაზად და  საოცრად ბჟუტავდა .კიდევ მივიხედ-მოვიხედე და კვლავ ვერავინ დავინახე .ვიფიქრე,რომ ზამთრის მოსვლის ამბავი იყო  და ამიტომ იყო ეს პარკი ასე ცარიელი . კიბეებს ჩავუყევი და  წინ წავედი .ის ბედნიერევის შეგრძნება გამქრალი იყო .რაღაც ძალიან ცუდად ვიგრძენი უცებ თავი . მარტოდ …… უცნაურად……..

მუცელში პეპლები დამფარფატებდნენ და თვალები მეხუჭებოდა,მაგრამ მაინც მივდიოდი ….წინ გავიხედე და როგორც იქნა! როგორც იქნა დაკავებული სკამი დავინახე. ძალიან მსიამოვნებდა ამ პარკში შეყვარებულების დანახვა და ეხლაც ესე ძალიან გამიხარდა . იმ ბილიკს გავუყევი ვიფიქრე გვერდს გავუვლი და გავალ თქო ..

მივუახლოვდი და  ის მოსიყვარულე წყვილი დავინახე ….. უცებ მომინდა  უკან გავტრიალებულიყავი და წავსულიყავი იქ საიდანაც მოვედი! უცებ მომინდა თვალები გამეხილა და  იქაურობას მოვშორებოდი .უცებ მომინდა ბრმა ვყოფილიყავი ,რომ ის იქ არ დამენახა!!!!

 

დიახ ის იქ იყო …. მისთვის საყვარელ გოგოსთან ერთად და მის მკლავებში გახვეული ცას შეჰყურებდა ….. მიუხედავად იმისა ,რომ უკვე დაბნელებული იყო ,მიუხედავად იმისა ,რომ 14წლის შემდეგ ის არ მინახია მაინც ვიცანი  მისი ბედნიერი და მხიარული სახე…..

სასწრაფოდ შემოვტრიალდი და გამოვიქეცი …. არ ვიცი სად მივრბოდი …. უბრალოდ წინ მივდიოდი .მივდიოდი იქ სადაც  გზა წამიყვანდა….მივდიდი და უცებ ქვას ფეხი წამოვკარი ,ამის შედეგად წავიქეცი და……….

თვალები ,რომ გავახილე დედა მედგა თავზე და ნაღვლიანი ღიმილით მიყურებდა. ვერ მივხვდი რა ხდებოდა და სად ვიყავი .იქაურობა მოვათვალიერე და მივხვდი ,რომ საავადმყოფოში ვიყავი .თვალებზე ცრემლი მომადგა .დედა რაღაცას მეუბნებოდა ,მაგრამ მე მისი არ მესმოდა …ღია ფანჯარაში გავიხედე და ხე დავინახე. ხე რომელზეც მხოლოდ და მხოლოდ ერთი ფოთოლი ეკიდა ისიც ყვითელი … ერთი ქარის დაბერვა და ჩამოვარდებოდა ,სამუდამოდ მოსწყდებოდი თავის საცხოვრებელს …….

მივხვდი ,რომ ჩემი ცხოვრებაც ეს იყო … მართალია ეხლა უამრავი მყარად მდგარი ფოთოლი ჰკიდია მასზე ,მაგრამ მოვა დრო როდესაც თითზე ჩამოსათვლელი გახდებიან ისინი და მოვა ის დღეც როდესაც მასზე მხოლოდ ერთი ობოლი და ყვითელი ფოთოლი დარჩება ….

და ის აუცილებლად ჩამოვარდება .ისევე როგორიც ყველასი .მაგრამ ამით ახლა თავს არ ვიტანჯავ  რადგან ბედნიერი ვარ!

 

Advertisements

8 thoughts on “ღამით პარკში …

    • საბოდიში რა არის :))) უბრალოდ ამის მიზეზი მინდა :))) საბოდიში მაშინ გექნება რომ ვერ თქვა რატომ არ მოგეწონა :))))

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s