დღიური.

დღიური ალბათ ყველა გოგოს ჰქონია . აი მე მაგალითად  პირველი კლასიდან მქონდა დღიური სადაც ათას სისულელეს ვწერდი ხოლმე .წლების მატებასთან ერთად უფრო და უფრო სერიოზულდებოდა ჩემი ნაწერები ჩემს ფიქრებთან ერთად . 

მახსოვს კლასში პირველად მეგობრების დღიური ,რომ მოიტანა  ჩემმა კლასელმა ( არ მახსოვს ვინ იყო ) რამხელა აჟიოტაჟი გამოიწვია ამან .ყველას უნდოდა შევსება.მე რომ წავიღე ,შევსების დროს ბევრი ვიწვალე ,მახსოვს ნახევარი საათი ვხატავდი რაღაცას ( რომელი მხატვარი მე ვარ ან ვიყავი ) ….

მერე მეც გავაკეთე მეგობრების დღიური …. ძალიან ბევრი ვიწვალე და დღესაც მაქვს შემონახული ეს მეგობრების დღიური. დღეს ვკითხულობდი და ბევრი ,ბევრი ვიცინე . რა სასაცილო ნაწერებია 10წლის ბავშვების ,რომ იცოდეთ .  

 თან ყველაზე მეტად იმაზე ვხალისობ ,რომ წერის შესწავლა ახალი დასრულებული  გქონდა და  ძალიან ბევრი ტვინის ჭეჭყვაა საჭირო იმის გამო,რომ  გაიგო ასოების სულელური წყობის მიღმა რომელი სიტყვა იმალება.

  ჩემს მეგობრების დღიურში ”ფარული ვნების ”სურათები იყო ჩაკრული .. სერიალი ,რომ გადიოდა ადრე გახსოვთ ?? ადრე ვუყურებდი ამ სერიალს და ძალიან მიყარდა და ერთი სული მქონდა ხოლმე 9საათი როდის მოვიდოდა🙂 …. ეხლა კი მხოლოდ გოგონა გარეუბნიდანს ვუყურებ .. ეს სერიალი ძალია მომწონს და ამას ცალკე პოსტს მივუძღვნი. ახლა კი მინდა განახოთ რა კითხვები იყო დასმული ჩემს მეგობრების დღიურში…

  1.მომესალმე.  

  2.რა გქვია და რა გვარი ხარ ?  

3.და ან ძმა თუ გყავს ?

4.მისი სახელი და გვარი .

5.შენი წლოვანება .

 6.შენი გატაცება ?  

7რა გინდა გამოხვიდე?  

8 .საუკეთესო გაკვეთილი ?  

9.შენი საუკეთესო მეგობარი ?

10.შენი დაბადების თარიღი ?  

11.შენი საუკეთესო გაკვეთილი ?

 12.იტყვი თუ არა სიმართლეს?

13 .შენი საყვარელი ლექსიდან ნაწყვეტი ?

 14.ხარ თუ არა მესაიდუმლე?  

15.შენი საყვარელი მომღერალი ?  

16 .მე როგორი ადამიანი ვარ თქვენთვის?  

17 . დახატე რამე .  

18 .სამახსოვროდ ჩააკარი შენი სურათი .  

19 . დამემშვიდობე და ჩააკარი სურათი .

 20 . დამემშვიდობე ……      

აი ასეთი იყო ჩემი მეგობრების დღიური … დღესაც, როცა ვკითხულობ ბავშვების პასუხებზე სულ მეღიმება .      

 დარწმუნებული ვარ ,რომ როცა გავიზრდები და ასაკი მომემატება ,ჩემი პირადი დღიურის კითხვის დროს გამეცინება ჩემს პრობლემებზე და სადარდელებზე ,რომლებსაც დღეს ასე სერიოზულად ვეკიდება და სერიოზულად ვნერვიულობ😉 .

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

6 thoughts on “დღიური.

  1. ჰეჰ =)) რადრო იყოო…
    ისე ერთი კითხვა გამოგრჩა :დ ნუ შენ შეიძლება არც გეწერა მაგრამ თითქმის ყველას დღიურში იყო ეს კითხვა :შეყვარებული გყავს?
    :დდ

    • ვაიმე მე არ მეწერა🙂 რატომ არ ვიცი… ააააა მმ .. იმიტომ ,რომ ვერ ვიტან ამ კითხვას და არ ჩამიწერია შეგნებულად..
      კარგი დრო იყო😉 … სიამოვნებით დავაბრუნდებდი😉

      • ნუ ეხლა მეც ვერ ვიტან მაგრამ აი იმ დროში :დდ აიიტ რა მაიმუნი ვიყავი :დ :))) კარგი იყოო =)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s