ნიღაბი გაისწორე თორემ ნამდვილი სახე გიჩანს!!!

მოგონებები …..

ისინი სულ თავს დაგვტრიალებენ … არ გვასვენებენ.ვცდილობთ მათ დავიწყებას იმიტომ,რომ ისინი გვენატრებიან . ძალიან გვენატრებიან .გვინდა დროის უკან დაბრუნება .ხშირად ვხმარობთ ბანალურ ფრაზებს ”დროის უკან დაბრუნება ,რომ შეიძლებოდეს” ”ის შეიცვალა ”  ” ყველაფრის თავიდან დაწყება ,რომ შემეძლოს”  ” ნეტავ ისტორია განმეორდეს ”

სტოპ!!!!!!!!!

ადამიანები არ იცვლებიან! ისტორიები არ მეორდება! დროის უკან დაბრუნება შეუძლებელია! ეს მხოლოდ ოცნებებშია .ჩვენს ოცნებებში!და ამიტომ გვიყვარს ოცნება!

ადამიანები არ იცვლებიან!!! ჩვენ გვეჩვენება უბრალოდ ასე! ისინი გარეგნობას იცვლიან … შინაგანად ზუსტად ისეთები არიან! ატარებენ ნიღბებს!ნიღბებს რომლებსაც ნებისმიერი სულიერის მოტყუება შეუძლია! ჩვენ ადამიანები ყველანი ვატარებთ ნიღბებს! იღიმიან მაცდურად! ერთი , ვითომდა უბრალო გამოხედვით, უზარმაზარ ბოღმას ანთხევენ ,რომელსაც ჩვენ ვერ ვამჩნევთ!ჩვენ გვჯერა მათი . რაც არ უნდა იყოს ჩვენ მაინც ვამართლებთ მათ და ვცდილობთ ,რომ აუცილებლად კარგი გამოვიყვანოთ!

რას არ ვაკეთებთ ფულის გამო! შეხედეთ თქვენს ცხოვრებას! რას ჰგავს იგი  ? განა ჩვენ იმისთვის ვიბრძვით ,რომ სული გადავარჩინოთ ???

” მიწა ვარ და მიწადვე ვიქცევი ”!!!

მატერიალური მხარით ვაფასებთ ადამიანებს ! ვამცირებთ ჩვენზე დაბალ საფეხურზე მდგომ ადამიანებს ! ვითომდა და მათზე რამეთი დიდნი ვიყოთ!  ადამიანები ! ყველანი ერთნაირები ვართ! ყველანი ღმერთის შვილები ვართ!  რაც არ უნდა ვქნათ . რასაც არ უნდა მივაღწიოთ ცხოვრებაში ყველაფერი  ,სულ ყველაფერი ფერფლია .რომელიც ჩვენი სიკვდილის შემდეგ ჩვენ სახელთან ერთად გაქრება და რა რჩება ?

ჩვენ ყველანი სიკვდილის შვილები ვართ!ადრე თუ გვიან აუცილებლად დავტოვებთ მიწიერ ცხოვრებას! აუცილებლად ! და იქ ,ღმერთს მეტერიალური მხარე უნდა ვაჩვენოთ ?! ნუთუ მართლა გჯერათ ,რომ ფული ჯოჯოხეთს ანათებს ???

რაც არ უნდა იყოს,სადაც არ უნდა ვიყოთ , არავის არ სჭირდება ჩვენი განათლება და ფული თუ ადამიანი ადამიანად არ ვარგა!!!

რა ადამიანი ხარ თუ შენს გვერძე მდგომი, თუნდაც შენთვის სრულიად უცნობი ადამიანის ცუდი გიხარია ?! რა ადამიანი ხარ ?!

მოიხსენით ნიღბები! ნუ ხართ  გარეგნულად ანგელოზები! ნუ იღიმით მაშინ ,როდესაც სრულიად არ გეღიმებათ .. ნუ ცდილობთ ბედნიერი სახეები  მიიღოთ ,როდესაც უბედურები ხართ!

იყავი ის რაც ხარ!  ნუ გამოხატავ შენს გაბრაზებას სიცილში შენი მოწინააღმდეგის გასამწარებლად! ნუ ხარ ქედმაღალი ! ეს არაფერს არ გარგებს! ამით დაკარგავ  ბევრ ძვირფასს!!! მოიშორე  ეს ძველი ქართული შეხედულებები! გვერძე გადადეთ და იცხოვრეთ ისე როგორც შეგიძლიათ!!! ყველანი ერთნაირები ვართ!!! ყველა ერთი ბოლო გვაქვს …

ნუთუ გინდათ ,რომ ჩვენი სიკვდილის შემდეგ  ჩვენი სახელი მხოლოდ და მხოლოდ საფლავის ქვაზე დარჩეს??? ნუთუ გინდათ ,რომ მომავალმა თაობამ ჩვენი სახელები ზიზღით გამოთქვან ?? ნუთუ ეს გინდათ ??? ნუთუ ამისთვის იბრძვით ?? რატომ განიჭებთ სიამოვნებას სხვების უბედურება ??

ნუ გიხარია სხვისი ცუდი! ადრე თუ გვიან ღმერთი აუცილებლად გადაგიხდით ამის გამო სამაგიეროს და დღეს თუ გილხინს და ცხოვრება შენი გგონია,ხვალე შეიძლება იმ ქალის ადგილზე აღმოჩნდე ,რომელიც მთელი დღე რუსთაველის გამზირზე ,ცივ ასვალტზე ზის და მთელი დღე მათხოვრობს იმისთვის ,რომ საღამოს პურის ნაგლეჯზე კარაქი წაისვას!!!’

ყოველდღე ერთსა და იგივეს ვტკეპნით!!!

ვსწავლობთ.ვამთავრებთ სკოლას,ინსტიტუტს, ვიწყებთ მუშაობას  და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის ,რომ რაც შეიძლება მაღალი ანაზღაურება მივიღოთ ….

გადის წამები ,წუთები ,საათები,დღეები,კვირეები,თვეები,წლები და ბოლოს რა გვრჩება ??? ყოველ ზაფხულს 1თვე ზღვაზე.ახალწელს ბაკურიანში … და როდესაც 40წელს მივუკაკუნებთ ,ვჯდებით მაგიდასთან და ვფიქრობთ :რაში გავლიე 40 წელი ??? ამდენ წლიანი ცხოვრების შემდეგ კარგი დღეები თითზე ჩამოსათვლელი გვაქვს …. განა ტყუილად ვიშრომეთ ამდენი ,რომ სიბერეშიც ვერ მოვიგონოთ რაიმე კარგი ??

შვილი ჩაგვივლის გვერძე და ვგრძნობთ ,რომ  13წლის ბიჭი ისე გაიზარდა ,რომ ჩვენი სამუშაოს გამო არ ვიცნოთ მას … არ ვიცით  რა უხარია,არ ვიცით დილით რომ იღვიძებს რას აკეტებს .ყოველ საღამოს სახლში დაბრუნებულს უკვე დაძინებული გვხდება და მხოლოდ ლოყაზე კოცნით შემოვიფარგლებით !

და როგორია ასეთი 40წლიანი ქალის ფსიქოლოგია? იგი ფიქრობს ,რომ ტყუილად გალია ეს ცხოვრება.იწყებს შვილებზე გადამეტებულ ზრუნვას . ყველას თავს აბეზრებს  და ხვდება ,რომ ყველას ”ფეზებზე ჰკიდია” …მარტოობის ეშინია ,მარტო ცხოველებიც ვერ ცხოვრობენ… ყველას უყვარს ,მაგრამ არავის სჭირდება .

შემდეგ კი  იწყენა ბანალური  ფრაზები ”ღმერთო რა დაგიშავე ?”  ” ასე რატომ გამწირე? ”…  ამ დროს ღმერთმა ადამიანს მისცა იმის უფლება ,რომ აეწყო თავისი ცხოვრება ისე ,როგორც მას უნდოდა და ეხლა ადანაშაულებს ღმერთს თავის შეცდომებში.. რატომ მიადგა ის პირველი მას, ვინც ყველაზე მეტად ზრუნავდა მასზე?

მარტივი და ლოგიკური პასუხის გაცემა შემიძლია ამაზე : ის ადამიანია!!!

ცხოვრებაში ყველას აძლევს ღმერთი ერთ შანსს, რომ იცხოვროს, მთელი ფილოსოფია სწორედ ამ შანსის გამოცნობაა…..

გაისწორე ნიღაბი ! ნამდვილი სახე გიჩანს!

 

Advertisements

20 thoughts on “ნიღაბი გაისწორე თორემ ნამდვილი სახე გიჩანს!!!

  1. უიჰ… მაარ ❤ რაღაცნაირი ემოციებით დატვირთული პოსტი იყო, და მომეწონა, ძალიან! ^^ და ისა, გეთანხმები, აბსოლუტურად ყველაფერში!!!

    • ჩემი გოგო ❤ ჩემი ნანაკო ❤ გენაცვალე შეენ!!!
      დიდი მადლობა საყვარელო! მართლა მთელი ემოციით ვწერდი !!!
      მიხარია რომ მეთანხმები და ეს მარტო ჩემი აკვიატება არ არის ….

  2. მგონი პირველად ვარ აქ)) კარგი მოწოდება იყო))) მომეწონა და გეთანხმები, მაგრამ სამწუხაროდ რეალობაში ასე არ ხდება. მასე რომ იყოს ყველაფერი რასაც შენ წერ წარმოიდგინე რა ლამაზი იქნებოდა ყველაფერი ცხოვრებაში) ყოველ შემთხვევაში ვეცადოთ მაინც რომ მასე მოვიქცეთ)

    • მიხარია :)))…
      სწორედ ეგ არის ცუდი რომ კარგი იქნებოდა ,მაგრამ ვერ ვასრულებთ ჩვენ :))…
      მადლოაბა რომ შემოხვედი …..
      შემომიარე ხოლმე, შევეცდები კარგად გაგიმასპინძლდე …..

  3. საინტერესო პოსტია,ვფიქრობ ბევრი იფიქრე წერის პროცესსიც კი.
    მაგრამ იცი რა არის, ისეტი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ერთით დაიწყე და სულ სხვა ტემით დაასრულე,ამ დროს ორივე კონცეფცია გასაგებია, მაგრამ ეს ყველაფერი ორ პოსტად შეიძლებოდა 🙂
    არ ვიცი, შეიძლება ვცდები,მაგრამ ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა.
    ენივეი ’ორივე’ კარგი იყო.

    • მმმ..მართალი ხარ ქეთუსი …… სათაური მილიონჯერ გადავაკეთე….სიმართლე გითხრა არ მიფიქრია ბევრი …უბრალოდ წერა მინდოდა და ახალი პოსტის ფანჯარა გავხსენი…..მერე ჯერ მოგონებებზე წერა მინდოდა და ხელი გამექცა 🙂 მერე მივაყოლე ასე …..ხშირად მომდის ხოლმე ასე.. წერას რომ ვიწყებ ,მერე ხელები აღარ მემორჩილება და გაჩერება მიჭირს ხოლმე.ბლოგშიც… ჩემი ქართულის დავალებები,თემები ბოლოში ” მიფურთუხებულია”ყველა ,რადგან წერას ვიწყებ და ზარამდე ვერ ვჩერდები ხოლმე,შემდეგ კი სხვა გზა არ მაქვს და ვამთავრებ ,ოღონდ ისე ვერა როგორც მინდა 😦 …
      მიხარია შენი კომენტარი ძალიან ….. გამიხარდება ხშირად თუ გიხილავ ჩემს სამყაროში … ❤ !!!

  4. ეგ მათ ეხებათ ძვირფასო,ვინც საწუთრო ერთფეროვნებაში გალია…
    და თუ შენც 40 წლის ხარ,მაშინ ნამდვილად მესმის თუ რატომ გამოგივიდა ეს თემა ასეთი არსჩაწვდომადი…
    ერთფეროვნება არ არსებობს,თავად ვართ ერთფეროვანნი…
    ვოტ ი ვსო…

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s