დიახ! მე მუნჯი ვარ!

დიახ !მე მუნჯი ვარ!

მასწავლებელი სიას კითხულობს და ჩემი გვარის ამოკითხვის შემდეგ ,უპასუხოდ დარჩენილს სიბრალულის ღიმილი გადაეფინება ,ხოლმე სახეზე.

მაღაზიაში ,გამყიდველი როცა მეკითხება რა გნებავთო ,პასუხის ნაცვლად ,თეთ ქაღალდზე დაწერილ სიას ვაწოდებ და მის თვალებში ვხედავ გაკვირვებას და სინანულს …

ავტობუსში მოხუცი ქალი მადგას თავზე, ადგილს ვუთმობ ,იგი მადლობას მიხდის ,მაგრამ ჩემგან პასუხს არ (ვერ ) იღებს …სახეზე  სიძულვილი ეფინება …

სადარბაზოში შესულს  მეზობელი ღიმილით მეგებება და სინანულის ნაპერწკლები დასთამაშებს თვალებში …. თავს ვუქნევ გამარჯობის ნიშნად …

სახლში შევდივარ. დედას ვერაფერს ვატყობ…. მიჩვეულია ,რომ მისი შვილი არასოდეს არ (ვერ ) ლაპარაკობს. მეკითხება სკოლის ამბებს ..იცის ,რომ პასუხს ვერ მიიღებს ,მაგრამ ამაზე არ ფიქრობს  და მაინც მეკითხება .. დედაა მაინც. ”მუნჯის ენა დედას ესმის”….

ლოგინზე წამოვწექი და წიგნის კითხვა დავიწყე ,ბედს შეგუებული .ვიცი,რომ არაფერი შეიცვლება  და ვცდილობ ცხოვრებას ავყვე ….წიგნი სიცოცხლით სავსე ბავშვზეა…დედა შემოდის ოთახში,კედელს ეყუდება და მიყურებს .რამდენიმე წუთის შემდეგ კი თვალცრემლიანი გადის ოთახიდან….

მბეზრდება სიჩუმი ,რომელიც მუდამ თავს დამყვება … კომპიუტერტან ვჯდები და ფეისბუკს ვხსნი….

-ნაათ ,როგორ ხარ?

_კარგად მარი შენ ?

-კარგად .დღემ როგორ ჩაიარა ?

-ჩვეულებრივარ ..საინტერესო იყო ,თავისებურად .შენ რას შვები ?

– მოიცა.კინოს გამოგიგზავნი ეხლა.ძალიან საინტერესოა.გოგოზეა.მთელი დღე ტიტინებს და ენას არ აჩუმებს ..აჰა … უყურე .გავიქეცი ეხლა მე მუსიკაზე.გკოცნი :*…

დიახ! მე მუნჯი ვარ! და ფეუსბუკი ერთადერთი ადგილია ,სადაც შემიძლია ნებისმიერ ადამიანს ,ნებისმიერ კითხვაზე გავცე პასუხი ისე ,რომ მან არ იცოდე ,რომ მე მუნჯი ვარ!

დიახ! მე მუნჯი ვარ! ვერასოდეს ვერავის ვერ ვცემ ლაივში პასუხებს ! იშვიათად ვჩუქნი ხალხს ღიმილს ,რაც მათში ზიზღს იწვევს!

დიახ! მე მუნჯი ვარ!

პ.ს ამბობენ,კომპიუტერი და სოციალური ქსელები ადამიანს აგიჟებსო.ამ შემთხვევაში ,კომპიუტერი მადლია. ადამიანისთვის ,რომელიც მთელი  დღეების განმავლობაში ჩუმად დადის და არ შეუძლია ერთი სიტყვა თქვას,კომპიუტერი მადლია… ამ ადამიანისთვის ,ფეისბუკი ადგილია ,სადაც არავინ იცის მისი მუნჯობის შესახებ და თავს ყველას თანასწორად გრძნობს რადგან იქ ,მას ყველაფერი შეუძლია…

მართალია ,იგი ენას ვერასოდეს ვერ ამოიდგავს ,მაგრამ მას შეუძლის იყოს ბედნიერი ,თუნდაც ერთი საათით!

ნუ გვეზიზღება და გვებრალება ასეთი ხალხი.ისინიც ჩვენნაირი მოკვდავები არიან!

Advertisements

29 thoughts on “დიახ! მე მუნჯი ვარ!

    • ვიცი :))) მაგრამ ბევრ ადამიანთან არის ეს რეალობა :))) სოციალური ქსელი ბევრისთვის სიხარულის წყაროა …

    • მაცოო :*:* როგორ მახარებს ხოლმე შენი კომენტარები ,რომ იცოდე!!!
      დიდი მადლობა!!!!
      მიხარიხააარ ❤ ❤ <3!

      • ვგიჟდები სიტყვაზე – მიხარიხარ…
        დაახლოებით, ერთი, თუ ორი წლის წინ, სულ მაგას გავიძახდი.. 😀
        საოცრად დადებითია… 🙂
        გაიხარე, მარიამ!!! ❤

      • მადლობა მაცო :))…
        მიხარიხარ კარგი სიტყვა ნამდვილად ,თუ გაუგებრობა არ ახლავს თან ;)))!

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s