ყავა ♥

დილით  მაღვიძარა აწკრიალდა. თვალებს  ვახელ (ვითომ) და ვცდილობ ჩემი თავი იმაში დავარწმუნო  ,რომ მალე თუ არ ავდგები,ისევ ჩამეძინება და სკოლაში დამაგვიანდება.როგორც იქნა ვდგები და ოთახში შუქს ვანთებ. პირველ რიგში ფანჯრიდან ვიხედები ,რომ გავიგო მთელი დღე  როგორ ამინდში მომიწევს მოძრაობა და უჟმური ამინდით გაწბილებული ჩაიდანს ვდგავ .ხელის ნელი და მშვიდი მოძრაობით ჩემს ლიმონით მოხატულ ჭიქაში ყავას ვყრი და 3  კოვზ შაქარს ვამატებ .

სახლში ბევრი ბოდიალის შემდეგ მაგიდასთან ვჯდები ,ტელევიზორს ვრთავ  და ჩემს მომზადებულ ყავას მივირთმევ.თან საათს ვუყურებ ,არ მინდა დავაგვიანო.

ყავის სმას რომ ვამთავრებ ვიღებ ჩანთან და ბედნიერი გავდივარ სახლიდან .რადგან ვიცი ,რომ პირველივე გაკვეთილზე მთქნარებით არ მოვკვდები .

თამამად შემიძლია ვთქვა,რომ ყავა ჩვენი ცხოვრების თანამგზავრია.ძალიან ბევრი ადამიანისთვის წარმოუდგენელია სამუშაო დღის ყავის გარეშე დაწყება .

ჩატარდა ცდები .აზრი გამოთქვეს მეცნიერებმა ,ექიმებმა და დამტკიცდა ,რომ  ყ დღეში  2-3 ჭიქა ყავის მიღება სულაც არ არის მავნებელი .პირიქით ძალიან  სასარგებლოცაა. კოფეინი ხელს უწყობს ტვინს მუშაობაში .

დამტკიცებულია ასევე ,რომ 1-2 ფინჯანი ყავა  ხელს უწყობს კონკრეტულ  საქმეზე უკეთ მოვახდინოთ კონცენტრაცია. ბევრ ადამიანს საქმის გამო ღამის გათენებაც ძალიან ხშირად უწევს ,ამიტომ მათთვის ახალი არ არის ის ,რომ ყავა არაჩვეულებრივი  საშუალებაა ძილის წინააღმდეგ .კოფეინის საშუალებით ასევე ძლიერდება ამტანობა .

აი მაგალითად დედაჩემი სულ მეუბნება ,რომ ყავა   ჩემთვის არ შეიძლება,მაგრამ ვინ უსმენს🙂 ?   .

მიუხედავად იმისა,რომ ყავას ბევრი კარგი თვისება აქვს მისი გადამეტებული მიღება შეიძლება ცუდი შედეგით დასრულდეს.ექიმები ამბობენ,რომ ორსული ქალითვის ყავის მიღება ნაყოფისთვის შეიძლება საზიანო აღმოჩნდეს .სწორედ ამიტომ,ისინი ამბობენ ,რომ ამ პერიოდში ყავას უნდა დავშორდეთ და ჩაიზე გადავიდეთ .

დღესდღეობით მსოფლიოში 70 სახეობის ყავა არსებობს და მათ შორის ყველაზე პოპულარულია    “რობუსტი” და “არაბიკა”.

წარმოიდგინეთ ხართ პარიზში (ჩემი ოცნების ქალაქში ) და ეიფელის კოშკთან მდებარე უახლოეს კაფეში ყავას სვავთ .პარიზელები ტკბილ ყავას ანიჭებენ უპირატესობას.( ამიტომაც მიყვარს პარიზი ).როცა ყავას შაქარს ვამატებთ ,ამით ჩვენ ყავას ვუკარგავთ არომატს ,მაგრამ საქართველოში ჯერ ეს ვერ გაიგეს და ამიტომ,მეც შაქრიან ყავას მივირთმევ .

ძალიან მიყვარს ყავა . გემრიელია და სასარგებლო. 

დილით ყავის დალევის შემდეგ ვიცი,რომ  კარგი დღე გარანტირებული მაქვს🙂 .

14 thoughts on “ყავა ♥

  1. მე არ მიყვარს ყავა, და არამარტო არ მიყვარს, ერთი ყლუპიც რომ დავლიო, ღამე აღარ მეძინება.

    • ხო გემოვნებაზე არ დაობენ (იდეაში ) …
      მიხარია შენი აქ ყოფნა🙂
      შემომიარე ხოლმე🙂

  2. ყავა არ მიყვარს, თუ დავლევ, დავლევ უნალექოს და ისიც რძიანს..
    ისე შენხელა ასაკისთვის არ არის ეგ ყველაფერი დამტკიცებული (რომ დღეში 2-3 ჭიქა ყავა სასარგებლოა)
    ყავის ხშირი მიღება, აი შენ რომ ყოველ დილით სვავ ხოლმე იწვევს ადრეულად “დაბერებას”, ამიტომ.. ჯობია ჩაიზე გადახვიდე, მმ რაჯობია ლიმნიან ჩაის…

    • ჩემი ასაკისთვის რომ არ არის 2 3 ჭიქა სასარგებლო ვიცი .მე ვსაუბრობ დილით დალეულ 1 ჭიქა ყავაზე🙂
      ლიმონიანი ჩაი მეც უზომოდ მიყვარს . ყავის ყოველდღიური მომხმარებელიც არ ვარ … ხან ჩაის ვსვავ და ხან ყავას . მოკლედ როგორ ხასითზეც ვარ🙂 ^^

      • რავიცი სულ მაგას ამბობ, რამდენ პოსტში გიწერია დილით ყავა დავლიე დილით ყავა დავლიეო და.. :დდ *

      • არა ^^
        მართლა ძალიან მიყვარს ,მაგრამ ყოველდღე ნამდვილად არ ვსვავ …. ნუ უმეტესად დილით ლიმონიან ჩაის (მიუხედავად იმისა ,რომ ძალიან მიყვარს ) ყავა მირჩევნია ^^ იმიტომ ,რომ მაფხიზლებს :)) რაც ძალიან მჭირდება ხოლმე ^^
        თანაც რაც არ უნდა იყოს ზედმეტი ყველაფერი მავნებელია😉

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s