ფიქრი #6

უუჰ! რამდენი ხანია ჩემზე აღარაფერი დამიწერია. მომენატრა ჩემ თავზე ლაპარაკი .ჩემი ამბების მოყოლა მომენატრა.

უცებ უნდა დავწერო ეს პოსტი,რადგან 5საათზე გერმანულზე ვარ გასაქცევი.მარი დამირეკავს და როგორც ყოველთვის მოუწევს ლელას სადარბაზოსთან ჩემი ლოდინი ( მე ხომ არაპუნქტუალური ადამიანი ვარ) 🙂 .

ხვალ გიორგობაა .გილოცავთ ყველას წინასწარ! სკოლაშიც დასვენებაა.და არა მხოლოდ ხვალე. ხუთშაბათი, პარასკევიც ვისვენებთ ,რემონტია სკოლაში.გვეღირსა!

დღეს  სულ საათს ვუყურებდი სკოლაში.ერთი სული მქონდა როდის გამოვიქცეოდი სკოლიდან და სახლში როდის მოვიდოდი.

ეს დღეებია დავდივარ და ჰარი პოტერს გავიძახი სულ … წაკითხული მაქვს ,მაგრამ ნანახი მქონდა ალაგალაგ და ამიტომაც  გადავწყვიტე ,რომ ის ფილმი ნანახი უნდა მქონდეს,რომლის წიგნის კითხვასაც 1 წელი შევალიე.

რაც უფრო ვიზრდები ,ჩემი თავისუფალი დრო   ნელ-ნელა იკლებს ,მაგრამ თქვენ ნუ გეშინიათ! ფეისბუკისთვის და წიგნებისთვის დრო მაინც მრჩება 🙂 .

მადამ ბოვარს ვკითხულობ და ძალიან,ძალიან მომწონს. რეალობას შეესაბამება და იმიტომ უფროა საინტერესო.

აცივდა უკვე .გრძნოობთ ? ყოველდღე უფრო და უფრო მიჭირს ადგომა. მენატრება ძილი. რა კარგია არდადეგები.უამრავი თავისუფალი დრო.ბევრი ,ბევრი ძილი . არ ნერვიულობ იმაზე ,რომ ხვალ სასკოლო გაქვს დასაწერი და უსიკვდილოდ კარგ ნიშანზე უნდა დაწერო,თორემ მასწავლებელი მოგკლავს რისთვის გიწერ ათიანსო და ა.შ.

20დეკემბერს დაბადების დღე გვაქვს მე და ჩემს ბლოგუშკას. დიდი გოგოები ვხდებით უკვე . 1წელია თქვენს სამსახურში ვართ . უუჰ! რამხელა დრო გავიდა. არადა ისე შევეჩვიე აქ წკაპუნს ,რომ ეხლა ვფიქრობ და ვერ გამიგია ,აქამდე როგორ ვცხოვრობდი ბლოგის გარეშე.

ოლიმპიადები დაიწყო უკვე . ქართულში კონკურია თემების წერაზე და ლეილა მასწავლებელმა შენი ბლოგიდან 3საუკეთესო მომიტანეო. როგორ გინდა ეხლა ამოარჩიო სამი საუკეთესო ,როცა ყველა ჩემი პოსტი ჩემთვის ძვირფასია და ისე ვერ ვარჩევ ერთმანეთისგან ,როგორც დედა შვილებს :).

მოკლედ ,მოკლედ რა ! 🙂

უკვე საშინლად მაღიზიანებს ეს დრო! ასე სწრაფად მგონი მატარებელიც არ მიდის! ორშაბათი გათენებული არ მგონია ,რომ პარასკევი ღამდება უკვე. ვერაფერს ვეღარ ვასწრებ . არა ვეღარ ვასწრებდი სანამ არ მივხვდი ,რომ დროს უნდა ავყვე და გავასწრო კიდეც თუ მინდა რამეს მივაღწიო.

დღეს სკოლიდან,რომ მოვედი ტელევიზორი ჩავრთე ტრადიციულად  და ამ კურიერმა გამაგიჟა.ყოველდღე ერთი და იგივე: ავარიები,მკვლელობები,წყალდიდობები,ძარცვები,ქურდობები და ა.შ. მივედი ერთ დასკვნამდე ,არ უყუროთ საინფორმაციო გადაცემებს! ისინი ჩვენზე ცუდად მოქმედებენ.ცუდი ემოციებით ვივსებით და ეს ძალიან,ძალიან ცუდია.

მართალია ისე ხშირად პოსტებს აღარ ვწერ ,როგორც ადრე ,მაგრამ ვცდილობ კვირაში ერთხელ მაინც შემოვირბინო ხოლმე ჩემს სამყაროში .ზაფხულში დაწერილ პოსტებს ვკითხულობდი გუშინ საღამოს და შიგნიდან ვთბებოდი ! ღმერთო! როგორ მომენატრა სიცხე!

ახალი წელი მოდის მალე და უზომოდ მიხარია.ერთადერთი მიზეზი რის გამოც ზამთარი მიყვარს ახალი წელია. თოვლის ბაბუისთვის მართალია წერილი არ მიმიწერია,მაგრამ ვუთხარი რაც მინდოდა .ძალიან უკმაყოფილო სახით კი შემომხედა ,მაგრამ რა ექნა 🙂 .

ნინუცას კიდევ სჯერა თოვლის ბაბუის და მთელი დღე თეთრწვერა თოვლის ბაბუაზე მეკითხება რაღაცეებს! ღმერთო! მე მგონი პირველ კლასში ვიყავი თოვლის ბაბუის ,რომ აღარ მჯეროდა და ამ ბავშვს რა მოუვიდა ! არა რა … მე უნდა ავუხილო თვალები ,მაგრამ ჯერ მეცოდება ! უხაროდეს 🙂 .

ძალიან ,ძალიან მინდა ახალი წელი მალე მოვიდეს. გული მიგრძნობს ძალიან კარგი წელი მექნება (ცეცხლის წვიმა თუ არ მოვიდა 🙂 ) ისეთივე კარგი ,როგორიც ამ წლის ბოლოა .

ხუთშაბათს განთიადის პირველი ნაწილის პრემიერაა!!!როგორ მიხარია ! რამდენი ხანია ველი . შაბათს უნდა დავერჭო და ვუყურო 🙂 .

წიგნი გადავაბულბულე დიდი ხნის წინ . როგორც კი გამოვიდა იმ დღესვე შევაწიოკე დედა ,მეორე დღესვე მომიტანა .დღე და ღამე გასწორებული მქონდა . ყველგან ვკითხულობდი .სკოლაშიც კი მიმქონდა. ერთხელ მუსიკის მასწავლებელმა  გამომაფხიზლა ” მგალობლიშვილი მუსიკის გაკვეთილი მაქვს თუ კითხვისო “.

გუშინ ველაპარაკებოდი ჩემს მეგობარს. ესე მითხრა ძალიან შეიცვალეო .მე ამაზე გამეცინა “” შევიცვალე არა ! მე ისევ ისეთი მარიმგა ვარ თქო ”… დღესაც მითხრა რამოდენიმე ჩემმა მეგობარმა,მაგრამ არ დაიჯეროთ ბლოგერნო! მეკაიფებიან ალბათ!  მე ის ვარ ვინც ვიყავი 🙂 .

კარგად დაიწყო ახალი სასწავლო წელი და ძალიან მიხარია. რაღაცეები შეიცვალა ჩემს ცხოვრებაში და ეს ”რაღაცეებიც ”უზომოდ მახარებს … ეს რაღაც ახალია.  მოვა დრო და ამის შესახებაც დავწერ .

რაც უფრო ვიზრდები მით უფრო და უფრო ვუთამამდები ბლოგს და ვათამამებ ჩემს პოსტებსაც . ბლოგის ცენზურა ხომ უნდა დავიცვა? 🙂

აი ,ესეთი იყო ჩემი არეულ დარეული ფიქრე და განცდები… ვცდილობ რაც შეიძლება ხშირად ვწერო ,მაგრამ დროის უქონლობის გამო არ გამომდის რაც ჩემს ბლოგსაც დაეტყო .

ბედნიერ  დღეს გისურვებთ ყველას. ნათელს და სიხარულით ახსავსეს.

მუდამ თქვენი მარიმგა!

Advertisements

6 thoughts on “ფიქრი #6

      • კი, ძალიან მომწონს. ერთი ეგაა ნელ-ნელა ვკითხულობ, ვერ ჩავუჯექი კარგად და ცოტა მოწყვეტილი ვარ, ვერ მივყვები წიგნს რაც ძალიან ართულებს აზრის გაგებას. დღეს ვფიქრობდი ზუსტად, თავიდან უნდა დავიწყო მეთქი. არ მიყვარს სიუჟეტიდან ამოვარდნა 🙂
        პ.ს ეს ერთი და სხვა მარავალი მართლაც 🙂

      • მე თითქმის დავამთავრე. ცოტაღა დამრჩა ….
        ძალიან კარგი წიგნია
        მალე დამთვარებას გისურვებ 🙂
        ^^ვეცდები კარგად გაგიმასპინძლდე ხოლმე 😉

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s