დეპრესია.

დეპრესია.  ეს სიტყვა ძალიან ცუდად მოქმედებს ჩემზე. ცუდი ემოცია მოდის ჩემსკენ.

დეპრესია 21-ე საუკუნის სენია. ძალიან ხშირად ურევენ ერთმანეთში დეპრესიას და ცუდ ხასიათს.დეპრესია-ცუდი ხასიათი არ არის.

ეს ცუდ ხასიათზე ბევრად ცუდი რამ არის.

ნუ გეშინიათ დეპრესიის. ეს არ არის სენი .დეპრესია ინკურნება !

პირველი ადამიანი მე არ ვიქნები ,ვინც იტყვის ,რომ საქართველოში ყველაფერს სხვანაირად გებულობენ.დეპრესიის დროს აუცილებელია მივმართოთ ფსიქოლოგს! ფსიქოლოგთან სიარული ეს არ ნიშნავს იმას ,რომ ჩვენ ვართ გიჟები . ერთი პერიოდი მეც ძალიან მინდოდა დამეწყო სიარული ,მაგრამ რაღაც მიზეზების გამო ვერ მოვახერხე ,მაგრამ აუცილებლად მოვაბამ თავს ამ საქმეს.

დეპრესიის გამომწვევი მიზეზებია: წარუმატებლობა სამსახურში/სკოლაში/სიყვარულში.

ხშირია სეზონური დეპრესიები.განსაკუთრებით აქტიურია შემოდგომა.თბილი ზაფხულიდან ,უცებ სიცივეზე გადასვლა ძალიან რთულია.

ადამიანის ცხოვრებაში მიმდინარე რადიკალურმა ცვლილებებმა შეიძლება გამოიწვიოს ძლიერი ემოციური დატვირთვა, რაც დეპრესიას იწვევს.

როდესაც ხართ დეპრესიაში : არ გინდათ არავინ ,საკუთარი თავიც უკვე აღარ გაინტერესებთ ,ყველაზე კარგ შემთხვევაში  უსმენთ ნელ და ძალიან სევდიან მუსიკებს .ხართ უენერგიოთ,სულ გეძინებათ ,მაგრამ უაზრო ფიქრები დაძინების საშუალებას თითქმის არ გაძლევთ ,რაც კიდევ უფრო ამძიმებს  ხასიათს.

დეპრესიის აცილება შესაძლებელია.მეცნიერებმა დაამტკიცეს,რომ კარგ გარემოს  ჩვენი ”გადარჩენა”‘შეუძლია.

 უნდა ვიცხოვროთ აქტიური ცხოვრებით ,მაგრამ დამღლელით არა !

 ძალიან ხშირად ადამიანებს გვბეზრდება ერთფეროვნება. ამ შემთხვევაში აუცილებელია ცხოვრების სტილის შეცვლა.ცხოვრების შეცვლა არ ნიშნავს ხასიათის შეცვლას. უბრალოდ უნდა ვაკეთოთ ის ,რაც გვინდა: ვიაროთ მეგობრებთან ერთად მაღაზიებში,ვიცეკვოთ,ფილმებს ვუყუროთ და თავი გავირთოთ .

და ბოლოს,ეცადეთ, დაივიწყოთ ყველანაირი უსიამოვნებანი და აკეთოთ ის, რაც გულით გსურთ. გააცნობიერეთ თქვენი დადებითი მხარეები და ირწმუნეთ საკუთარი თავის.გააცნობიერეთ თქვენი უნიკალურობა და დაიწყეთ ახალი ცხოვრება ამ შეგრძნებით.

პ.ს ცხოვრება მშვენიერია,მიუხედავად პრობლემებისა. თუ გვსურს ,რომ ვიცოცხლოთ ,ყველაფერზე ნერვიულობა მხოლოდ დაგვღლის და ყველაფრის სურვილს დაგვიკარგავს .ყველაზე ცუდ სიტუაციაშიც კი არის კარგი მხარე ,მთავარია  ეს მხარე აღმოვაჩინოთ  და მისი გამოყენება სწორედ ვისწავლოთ! 

4 thoughts on “დეპრესია.

    • დეპრესია ხშირად დაგრუზვაში ეშლებათ (მეც მეშლებოდა აქამდე ) …
      მე მგონი დეპრესია არ მქონია ,დაგრუზული კი ბევრჯერ ვყოფილვარ :* სამწუხაროდ ჩემი ცუდი ხასიათის დამალვა არ შემიძლია.
      მიხარიხარ ანა ^_^ …

  1. ” ცხოვრება მშვენიერია,მიუხედავად პრობლემებისა. თუ გვსურს ,რომ ვიცოცხლოთ ,ყველაფერზე ნერვიულობა მხოლოდ დაგვღლის და ყველაფრის სურვილს დაგვიკარგავს .ყველაზე ცუდ სიტუაციაშიც კი არის კარგი მხარე ,მთავარია ეს მხარე აღმოვაჩინოთ და მისი გამოყენება სწორედ ვისწავლოთ! “-ვცდილობ ჩემს თავს ხშირად გავუმეორო ხოლმე ეს სიტყყვწები:დ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s