მე ”ის ” და დუმილი .

მივდიოდით მე ის და დუმილი.

 მე და ”ის” ჩუმად ვიყავით .უბრალოდ მივდიოდით. დუმილი არ ჩუმდებოდა. ერთი წამითაც არ გაჩუმებულა. ოხ! როგორ მინდოდა დამეჭირა და ერთი გემრიელად მეცემა ,მაგრამ ამის საშუალებასაც არ მაძლევდა.

 ყოველ  წუთს ”იმას” ვუყურებდი .იმედი მქონდა ,რომ ის მაინც მოერეოდა დუმილს ,მაგრამ ამაოდ . თვალებზე ეტყობოდა,რომ  ცდილობდა,მაგრამ არ გამოსდიოდა.

 ვფიქრობდი, რა მოხდებოდა მე რომ გადამედგა პირველი ნაბიჯი და მე მოვრეოდი დუმილს ? ვფიქრობდი,მინდოდა,ვიბრძოდი ,მაგრამ არ გამომდიოდა.ყველანაირი მცდელობა უშედეგო იყო.

ვფიქრობდი რითი დამეწყო საუბარი? არ მინდოდა ,რომ ბანალურად გამომსვლოდა,მაგრამ მასთან ლაპარაკი ისე მწყუროდა,როგორც თევზს წყალი .

კვლავს მივდიოდით მე. ”ის” და დუმილი.

მე და ”ის” ჩუმად ვიყავით. დუმილი გაუჩერებლად ლაპარაკობდა.ჩვენც თითქოს ვფიქრობდით ,რომ ეს ესე უნდა ყოფილიყო და მორჩილად ვუსმენდით დუმილის ვითომ უაზრო,მაგრამ მაინც ძალიან საზრიან საუბარს .

მეც აღარ ვცდილობდი რაიმე მეთქვა, ბედს შეგუებული მორჩილად მივყვებოდი ”მას”.

უცებ დუმილი დადუმდა. ამან შემაშინა.  ”ის” შემოტრიალდა ჩემსკენ და მითხრა :

_ არაფერი გინდა მითხრა ?

დავიბენი.ხელები ამიკანკალდა.სუნთქვა შემეკრა .თავბრუ დამეხვა. ის აგრძლებდა საუბარს,დუმილი კი გვისმენდა:

_ იცი როგორი ფანტასტიური შემგრძნებაა  როცა მარტო მიყვები ბილიკს,რომელსაც დასასრული არ აქვს ?

ფერი მეცვლება .

_იცი  რა მემართება  ,როცა ზევით ვიხედები და ვარსკვლავებით მოჭედილ ცას ვუყურებ ?

ვეღარ ვსუნთქავდი .

_ იცი   რა მინდება ზღვის ნაპირს მარტო ,რომ მივუყვები ?

მსიამოვნებდა მისი სიტყვები ,მაგრამ გაურკვევლობა მტანჯდავდა.

უცებ გაჩერდა .შემომხედა.მის მზერას ვერ გავუძელი ,როგორც ყოველთვის და თავი ძირს დავხარე . ( ისიც ვერასდროს მიყურებდა თვალებში ,მაგრამ დღეს”ძლიერი” იყო ) …….

_როცა  ბილიკს მივუყვები, რომელსაც ჩემს  წარმოსახვაში დასასრული არ აქვს ,სულ შენზე ვფიქრობ …. მგონია ,რომ გვერძე მომყვები და გაღიმებული მიყურებ დრო და დრო ( რაც ძალიან იშვიათია ) .. _ როცა ზევით ვიხედები და ვარსკვლავებით მოჭედილ ცას ვუყურებ ,სულ ყოველთვის ის დღე მახსენდება მე და შენ ,მარტოები მშვიდად და წყნარად ,რომ მივსეირნობდით . არ გვინდოდა ეს საღამო დასრულებულიყო ._ როცა ზღვის ნაპირს მარტო მივუყვები ,სულ სევდიანი ფიქრები დამტრიალებენ თავს, სულ შენ გნატრობ ,მაგრამ ამაოდ. შენ იქ არ ხარ…

 გავჩუმდი. ვერ მივხვდი საითკენ მიყავდა ლაპარაკი,მაგრამ არ მინდოდა გაჩუმებულიყო.მისი სიტყვები ჩემს გულს მალამოდ ედებოდა.ჩემს გონებას  ცხოვრების აზრის წყაროდ.

ის გაჩუმდა. წინ წავიდა და მეც უხმოდ გავყევი . დუმილი! არ ჩუმდებოდა!!!

ჩემს სახლს მივუახლოვდით დუმილთან ერთად .. კარებამდე მიმაცილა. ჩემსკენ მოიწია და  შუბლზე მაკოცა. თვალები დავხუჭე ….. მრავლისმეტყველად მიყურებდა. ამჯერად თავი ხელში ავიყვანე და  თავი არ დამიხრია… ცოტახანი ვიდექით ესე ჩუმად და დუმილს ვუსმენდით ,რომელიც უკვე აღარ გვაღიზიანებდა … ხელი გამიშვა და წავიდა.. დუმილი მე დამიტოვა …

 მთელი საღამო ერთად დავდიოდით მე და დუმილი . როგორც  ჩვეულებრივ ის ლაპარაკობდა ,მე მორჩილად ვუსმენდი ^^ .

Advertisements

18 thoughts on “მე ”ის ” და დუმილი .

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s