^_^

ჩუმად,ჩემთვის ვზივარ მაგიდასთან . დარბაზში შუქია ჩაქვრალი,მაგრამ გამოსახულებები ჩანს. ჩემს წინ პუფზე ზის და მიყურებს.დრო და დრო მეც გავხედავ ,მაგრამ ისე ,რომ ვერ ამჩნევს . ყოველშემთხვევაში მე მგონია ,რომ ვერ ამჩნევს.ის თვალს არ მაშორებს. ვბრაზდები .

იმდენჯერ ვიჩხუბეთ და იმდენჯერ შევრიგდით .

იმდენჯერ ვიკამათეთ .

იმდენი ხანი გავიდა მას შემდეგ ,რაც ხმა აღარ გამიცია. აი ,უკვე 1 წელი ხდება .

ყველა მე მიყურებს :დედაჩემი ,მამაჩემი ,ჩემი ახლობლები,იმის ახლობლები, საერთო ნაცნობები .

დისკომფორტი მექმნება. თითქოს უჩვეულო არაფერი ხდება ,როგორც ყოველთვის ის ზის და თვალს არ მაშორებს  მე კი ვუყურებ ,თან არ მინდა რომ ეს მან შემაჩნიოს.

უცებ სიმღერა ირთვება .

დგება და  ჩემსკენ მოემართება .ჩემს უკან დგება და სკამს სწევს . ხელს მიწოდებს და მიყურებს.მიყურებს და მელოდება. თვალებში ჩავხედე და ამოვისუნთქე.ხელი გავუწოდე და ავდექი .დარბაზის შუაში მივედით და მისკენ მივტრიალდი.ხელი მომხვია და  ნელ-ნელა დავიწყეთ ტრიალი .ბეჭებზე დავადე თავი.მისი გულის ცემა მესმის და მის ნერვიულ სუნთქვას ვგრძნობ .ვერავის ვამჩნევ  გარშემო. სულ არ მაინტერესებს არავინ, მე ხო სულ ამაზე ვოცნებობდი .უცებ  დამატრიალა და მისი სახე ჩემს სახეს უახლოვდება .თვალებს ვხუჭავ და მხოლოდ მისი სიტყვები მესმის:მიყვარხარ .

გული სიამით მევსება .არასოდეს მინდა ,რომ ეს წუთი დასრულდეს.მინდა ,რომ სულ ესე ვიყოთ . ასე კარგად .ასე მშვიდად.მე ხომ რომანტიზმის მოყვარული ადამიანი ვარ .

თავს მხრებზე ვადებ და ვეუბნები : მიუხედავად იმისა,რომ ამ სიტყვას უკვე მეოთხეჯერ მეუბნები  და არ ვიცი  რამდენად გულწრფელი ხარ ეხლა,მაინც გეუბნები ,რომ მიყვარხარ .

ავხედე. იღიმებოდა. ისე იღიმებოდა როგორც იცის ხოლმე. უთქმელად მივხვდი რისი თქვმაც უნდოდა.

”ვიცოდი”.გავიფიქრე და  თვალები დავხუჭე. გამიხარდა მისი გულწრფელობა .გული სიამაყით მევსება .

ჩემდა სამწუხაროდ მუსიკა მთავრდება. შუქი ინთება . ყველა ჩვენ გვიყურებს . ზოგის უკმაყოფილო სახემ  არ გამანცვიფრა ჩემდა გასაკვირად .

კონკიას ზღაპარიც დასრულდა.

შემომხედა. მერე აღარ მახსოვს .

დღემდე მახსოვს  ყველა დეტალი.

ყოველი გახსენებისას გულში პეპლები დამფარფატებენ ….

12 thoughts on “^_^

  1. გულში პეპლები და გულის სულ, სულ ქვემოთა ნაწილში სიხარულის ბურთულაკების გორაობისგან გამოწვეული სიამოვნება, ჰო? )))) ეჰ :((

  2. გულში პეპლებზე რა მოგახსენო, მარიამ, მაგრამ დამიჯერე, მუცელში რომ დაფარფატებენ პეპლები, ეგ ბევრად ზეა! = )

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s