ბავშვობაში დარჩენილი 5 ოცნება,ანუ სანტა კლაუსი რომ რეალური ყოფილიყო.

ამ ბოლო დროს ძალიან ,ძალიან ბევრს ვლაპარაკობ თოვლის ბაბუაზე . ჩემი და ნინუცა , 8წლის არის და კიდევ სჯერა თოვლის ბაბუის.არ ვეუბნები არაფერს ,მაგრამ მთელი დღე დადის სახლში და თოვლის ბაბუაზე ლაპარაკობს . ხოდა ჩემს მოთმინებასაც საზღვარი აქვს! გავბრაზდი ,დავისვი და ვუთხარი ,რომ თოვლის ბაბუა არ არსებობს და ყველა საჩუქარი დედიკოს და მამიკოს მოაქვთ -მეთქი. თავიდან ვიფიქრე მძიმედ მიიღებს ამ ამბავს თქო,მაგრამ ისემც არ მომიკვდე . სიცილი დაიწყო ნუ ბოდიალობ რაღაცეებსო .. მოკლედ არ დამიჯერა და დამტოვა დაშოკილი. 🙂 

თოვლის ბაბუის მჯეროდა 7წლამდე.  ნუ სანამ მჯეროდა თვალებ გაბრწყინებული ველოდებოდი,როდის დააკაკუნებდა კარებზე თოვლის ბაბუა და როდის შემოვიდოდა ჩემს სახლში თავისი ირმებით .ერთ დღესაც  დავინახე დედაჩემი კარადაში როგორ აწყობდა საჩუქრებს :/ ..  იმაზე არ გავბრაზებულვარ რატომ მომატყუეს თქო ,იმაზე გადავირიე აქამდე როგორ ვერ მივხვდი ,რომ მატყუებდნენ თქო .

რამოდენიმე დღის წინ ერთ -ერთ ბლოგზე წავაწყდი თეგ თამაშს,ხოომდა შეტენვითი გზით მოვითხოვე ,რომ დავეთაგე  პოსტის ავტორს. როგორც ხედავთ დათაგულ ვიქენი და ამიტომ ბევრი ჰაი ჰუის გარეშე ვიწყებ წერას  ( დიდი ხანია დაწყებული მაქვს მაგრამ მაინც 🙂 ) ..

1.ძალიან ,ძალიან მინდოდა ,რომ კუნძულზე მქონოდა სახლი ,სადაც მარტო მე ვიცხოვრებდი. დიდი ვარდისფერი სახლი  და დიდი ძაღლი რომელიც დინოზაურებისგან დამიცვავდა .

2.უზომოდ მინდოდა ,რომ ბაღები დაკეტილიყო ან ერთ მშვენიერ დღეს დედაჩემს ჩემი ბაღიდან გამოყვანა მონდომებოდა. ვერ ვიტანდი  ბაღს . რას აღარ ვიგონებდი ,ოღონდ ბაღში არ წავსულიყავი .ვერ ვიტანდი იქ გაკეთებული სუფების ჭამას …  ჰმმმ :/ ეხლაც ცუდად მახსენდება იქ გატარებული თითოეული დღე.

3.ძალიან მინდოდა ,რომ მყოლოდა ეტლი,რომელიც ყველგან წამიყვანდა სადაც მე ვუბრძანებდი . ვარდისფერი უნდა ყოფილიყო და ვარდისფერი ცხენები უნდა ჰყოლოდა შებმული :). 

4.უჩინმაჩინის მოსასხამზე ვოცნებობდი მთელი ბავშობა .უზომოდ მინდოდა  ,მქონოდა იმის უფლება ,რომ როცა მომინდებოდა და სადაც მომინდებოდა ისე წავსულიყავი ,რომ ვერავის ვერაფერი ვერ გაეგო .

5.ფრენა მინდოდა მცოდნოდა.მინდოდა ზევიდან გადმომეხედა თბილისისთვის . ძალიან მინდოდა.  ყოველღამე მესიზმრებოდა როგორ დავფრინავდი .მართალია ეხლა ვისწავლე ფრენა ,მაგრამ მაშინ ნამდვილი ფრენა მინდოდა მცოდნოდა : ))..

ასეთი  იყო ჩემი ოცნებები ,რომლებიც  გაქრნენ მაშინ,როდესაც გავიგე რომ თოვლის ბაბუა არა პეტრე :|..

ვთაგავ : სოფოს 

Advertisements

16 thoughts on “ბავშვობაში დარჩენილი 5 ოცნება,ანუ სანტა კლაუსი რომ რეალური ყოფილიყო.

  1. 4.უჩინმაჩინის მოსასხამზე ვოცნებობდი მთელი ბავშობა .უზომოდ მინდოდა ,მქონოდა იმის უფლება ,რომ როცა მომინდებოდა და სადაც მომინდებოდა ისე წავსულიყავი ,რომ ვერავის ვერაფერი ვერ გაეგო .

    mecccc minddodaaa.)))))))) davwer cota xanshi mecc

  2. მე მიყვარდა ბაღი : ) სკოლაც და ეხლა უნივერსიტეტიც მიყვარს.
    თოვლის ბაბუის 5 წლამდე მჯეროდა, მამაჩემმა მითხრა და არ ვუჯერებდი, საშინლად დამწყდა გული არ დამავიწყდება ეგ.
    ჩემს ძმას როცა უთხრეს ისიც ალბათ 5-6 წლის იქნებოდა უპასუხა ვიცოდიო :დ

    რაც შეეხება აუხდენელ ოცნებებს, რამდენიმე დღეა ვფიქრობ და ვერაფერიც ვერ მოვიფიქრე. ალბათ იმიტომ რომ არ მქონია აუხდენელი ოცნება : )

    • ვერ ვიტანდი ბაღს, ეხლაც ცუდად მახსენდება …
      მიუხედავად იმისა ,რომ დატვირთული ვარ სკოლაზე არ ვწუწუნებ ,მიყვარს .
      სტუდენტობა კი ჩემი ოცნებაა ,რომელიც 4წელიწადში აუცილებლად ახდება ^_^.
      თოვლის ბაბუაზე გული არ დამწყვეტია ძალიან. ნეტავ ჩემმა დამაც ისევე მიიღოს ,როგორ შენმა ძმამ : (((.
      დავიტანჯე უკვე თოვლის ბაბუის არსებობა არარსებობაზე ლაპარაკით .
      პ.ს მიხარია შენი სტუმრობა :* ❤

  3. მარ… ვკითხულობდი ამ პოსტს და თან მეღიმებოდა…
    ალბათ მოგიყვები მერე (5 წლის იუბილე რომ გექნება ბლოგის ან რაღაც ასეთი : )) რატომაც…
    ახლა კი, გეტყვი რომ თანდათან უფრო მეტად მომწონხარ შენი პოსტებიანად ❤

  4. ეჰ, თურმე რა კარგია როცა არ ვიცი ბაღი რა არის.. :)) არც ერთი დღე არ გამიტარებია ბაღში.. ბებიაჩემმა გამზარდა, და მარტო მაშინ მაშინებდნენ ბაღში წაგიყვანთ იცოდეო, როცა საჭმელს არ ვჭამდი :დ

  5. ვარდისფერი რატოოომ? 🙂 ძალიან მაინტერესებს 🙂 კარგი სურვილებია, მარტო ბაღში არ გეთანხმები 🙂 მე მიყვარს ბაღი, ეხლაც მინდა იქ დავდიოდე :))

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s