სიმძიმე

დადიოდა .არა , არ დადიოდა -მიფრინავდა . წამლით გაბრუებული ,თვალებჩასისხლიანებული ,ამაზრზენი გამომეტყველებით . ყველა გვერდს უვლიდა .სული მისი დამძიმებული იყო .ადამიანს აღარ ჰგავდა .

ერთი ტაბლეტის გულისთვის მოხუცებს  იარაღით ემუქრებოდა,აფთიაქებს ძარცვავდა,შვილს თავს აძულებდა,დედას და ცოლს სცემდა. ყველას სიცოცხლეს უმწარებდა .

ერთი ტაბლეტის გულისთვის.ვერავინ ვერ უჩიოდა,რადგან მიუხედავად ყველაფრისა მაინც უყვარდათ და იმედი ჰქონდათ ,რომ გონს მოეგებოდა. თუმცა იმედი  არ ჩანდა. მისი საუკეთესო მეგობარი დათოც კი ჩაითრია ამ სიბინძურეში .

დათო,რომელმაც იურიდიული ფაკულტეტი წარმატებით დაამთავდა.დათო,რომელსაც ორი შვილი ჰყავდა სახლში,ქუჩებში დახეტიალობდა,სადარბაზოებში დაძრწოდა და რაღაც საშინელებებს სჩადიოდა. ერთი ტაბლეტის გულისთვის.

დათოს და ზურას ყველა ერიდებოდა,ყველას ებრალებოდა,ყველას სძულდა.ნუთუ ღირს,რომ  ერთი ტაბლეტის გულისთვის საყვარელ ადამიანებს თავი შევაძულოთ ?ნუთუ ღმერთმა იმისთვის მოგვცა წუთიერი სიცოცხლე ,რომ სილაჩრეში და არავაჟკაცობაში გავლიოთ ? ნუთუ  ცხოვრება ისეთი მწარე და გაუსაძლისია ,რომ ჩვენივე ხელით ვსპობთ მას?!-ჩვეულებრივ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი  ამას აცნობიერებს .ხვდება რას აკეთებს და საკუთარ თავს აკონტროლებს .

მაშინ,როდესაც ზურას გამოეღვიძა ,ქურთუკი მოიცვა და გარეთ გავიდა. დათოს დაუძახა და ორივე სადარბაზოსთან ჩაიკუზნენ .ამოიღეს თეთრი ტაბლეტი და სიამოვნებით გადაყლაპეს იგი .დათო ადგა და გზაზე გადავიდა.ზურამ თავი ჩაღუნა. ცოტახანში  საზარელმა ხმაურმა გამოაფხიზლა: ქალები ტიროდნენ,ხალხი მირბოდა,პოლიციის მანქანის ხმები ისმოდა……………..

როცა ზურამ თვალი გაახილა, საავადმყოფოში იწვა  და დედა თავზე ედგა.მიუხედავად იმისა,რომ მშობელ დედას ასე ამწარებდა,ის  ყველაზე მძიმე წუთებშიც კი მასთან იყო. ზურამ საპირფარეშოში გასვლა მოინდომა და დედა მიიხმარა .

სარკეში ჩაიხედა და საკუთარი თავი ვერ იცნო . არაადამიანის სახე ჰქონდა.სად გამქრალიყო მისი ჭკვიანური და კეთილი გამოხედვა ? მისი ცისფერი და კეთილი თვალები  სადღა იყო ?

და აი ,მისი ფრენის შედეგი ასეთი იყო : მისი საუკეთესო ძმაკაცი  დათო გააუბედურა და მისი თავი ოჯახს წაართვა , მის გარშემო ყველას სძულდა, 15წელი ციხეში უნდა მჯდარიყო და იქიდან ,რომ გამოვიდოდა დედამისი ან ცოცხალი დახვდებოდა და ან მკვდარი .მისი შვილები ვეღარ იტანდნენ მას, ყველა მეგობარი დაკარგული ჰყავდა ,დათოც გარდაიცვალა.

რისთვისღა იცხოვროს? ვისთვის ? რატომ ? უნიტაზთან ბოთლი დაინახა ,აიღო ,გატეხა და ვენებზე გადაისვა.

მიუხედავად ყველაფრისა მისი სიკვდილიც ისეთივე დასანანი იყო ,როგორც დათოსი .

რისთვის მოვიდა? რისთვის? უფლისგან ნაჩუქარი სიცოცხლე ასე სამარცხვინოდ გალია,ცოდვაში ჩაიძირა სამუდამოდ.

ვიფიქროთ ამაზე,ვიფიქროთ …

Advertisements

8 thoughts on “სიმძიმე

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s