81-ე პოსტი ანუ ‘ჩემი სამყარო’ ერთი წლის გახდა!

ეს პოსტი უნდა იყოს ყველაზე ბედნიერი ,ყველაზე ნათელი,ყველაზე მხიარული და ყველაზე დასამახსოვრებელი პოსტი ჩემი ბლოგის ისტორიაში.

ჰმ,როგორ დავიწყო ? მმმ.. ასე ? … ტწ . არა . ისე სჯობს .ოოხ! მარი ნუ იცი რა ყველაფერზე ნერვიულობა. პირველად ხომ არ წერ პოსტს! ბოლოს და ბოლოს ზუსტად ერთი წელია პოსტების წერაში ხარ!.

დიახ! სწორედ გაიგეთ! ” ჩემი სამყარო” 1წლისაა!!!!

ზუსტად ერთი წლისაა.  მმ .. აი უბედნიერესი ვარ . ესე მგონია ,რომ მთელი ცხოვრებაა ბლოგზე ვწერ. მაგრამ არა .მჰ.მგონია ,რომ გუშინ დავწერე პირველი პოსტი . ნუ მოკლედ სიხარულისგან  და ემოციებისგან ისეთი არეული ვარ ,რომ  არ შემიძლია გადმოვცე რას ვგრძნობ . 

 ამ ერთი წლის მანძილზე უამრავი ადამიანი გავიცანი ,უამრავ ადამიანთან დავახლოვდი , უამრავი საინტერესო ისტორია წავიკითხე, ძალიან ბევრ კარგ ხალხთან მომიწია ურთიერთობა.

ვხედავ ,რომ ყველა ჩემი მომდევნო პოსტი ,წინაზე რაღაცით უკეთესია. ჩემს პირველ პოსტებს ,რომ ვკითხულობ  ვხვდები  როგორ ‘გავიზარდე’.

მიხარია, ყველას შენიშვნა, ყველას ლაიქი, ყველას კომენტარი . მინდა ,რომ 10 წლის შემდეგაც ვწერდე პოსტებს მინდა,რომ ყოველი ჩემი პოსტის წაკითხვის შემდეგ იღიმოდეთ . მინდა ,რომ ყველას კარგი თუ ცუდი განწყობა გავიზიარო ( თქვენგანაც იგივეს ვითხოვ , ვიცი ეგოისტი ვარ მაგრამ რა ვქნა 🙂 ).

მინდა გითხრათ ,რომ ყველანი ძალიან ,ძალიან მიყვარხართ .

ნატოშა,  პირველი ბლოგერი ,რომელმაც მომცა უამრავი რჩევა , დამარიგა  და ყოველთვის მზად იყო ყველა ჩემს კითხვაზე პასუხი გაეცა .დღესაც , როდესაც რაიმეს ვერ ვიგებ , ან რაიმე კითხვა მებადება ბლოგთან დაკავშირებით ,მზად არის დახმარება გამიწიოს. ძალიან მომწონს მისი ბლოგი და ყოველთვის ვკითხულობ მის პოსტებს და ამით ძალიან კმაყოფილი  ვარ.

ნანაკოოო , ყველაზე ოცნებებიანი ბლოგის ყველაზე კარგი და საყვარელი ავტორი .ძალიან კარგი ბლოგერი ,უსაყვარლესი პოსტების შემქმნელი ,არაჩვეულებრივი მოსაუბრე .მიუხედავად იმისა ,რომ მისი პირადად გაცნობის ბედნიერება ჯერ არ მქონია და იმედია მალე გავიცნობ , ესე მგონია რომ დიდი ხანია ვიცნობ .  მისი ყველა პოსტი მაქვს წაკითხული და ძალიან მავსებს ემოციით ეს გოგონა 😉 .

ქეთუსის ბლოგი გვიან აღმოვაჩინე და აღმოჩენის თანავე აღფრთოვანებული დავრჩი.მიუხედავად იმისა ,რომ როგორც პიროვნებას კარგად არ ვიცნობ ,მინდა ვთქვა ,რომ ძალიან სასიამოვნო ადამიანი ჩანს. მისი ბლოგი პირდაპირ გუგლია ბლოგერებისთვის.ქეთუსის ბლოგი ძალიან ბევრ რამეში დამეხმარა , რის გამოც დიდი მადლობა მას!

სალომეე, ყველაზე თბილი და საყვარელი ბლოგის ,ყველაზე თბილი და საყვარელი  ავტორი . სალომეს ბლოგი ჩემს დიდ სიმპათიას იმსახურებს , თავიდანვე ავღნიშნე ,რომ მის პოსტებში რაღაც ჩემეულია და ეს ძალიან ,ძალიან მომწონს. მიხარია ,რომ სალომეს ესე დავუახლოვდი ,ძალიან კარგი ადამიანია ,ძალიან კარგი სტუდენტია და მინდა წარმატებები ვუსურვო.

მარიააამ !ყველაზე ყვითელი ბლოგის ავტორი! ყველაზე თბილი და საყვარელი ბლოგერი! მარიამმაც ბევრ რამეში ‘მიშველა’ ბევრ ჩემს უაზრო და აზრიან კითხვებს უპასუხა. მარიამის ბლოგს სულ ვკითხულობ  და ეს დიდ სიამოვნებას მანიჭებს ! მარიამ!კარგი ხარ! ❤

მაციკო,  გადარეული და ამავდროულად ძალიან  თბილი და მშვიდი ბლოგის საყვარელი ავტორი .ახალი დაწყებული მქონდა ‘ბლოგერობა’ მაცომ რომ მიპოვა და იმის მერე სუულ ვკითხულობ მის პოსტებს ! ძალიან ,ძალიან მომწონს.

სიყვარულოვნა , ძალიან ბევრი ვიფიქრე რა დამეწერა ნათიაზე, არც თუ ისე დიდი ხანია მის ბლოგს ვკითხულობ  და მისი ბლოგიც არ მაქვს მთლიანად გადაღეჭილი ,მაგრამ რაც წავიკითხე ყველა ძალიან მომეწონა.მინდა ვთქვა ,რომ ნათიას ბლოგი გულახდილი ბლოგია :წერს ყველაფერზე რაც მოსწონს , აკრიტიკებს ყველას ვინც არ მოსწონს და თავის ბლოგში გვიყვება  თავის ცხოვრებას რაც ჩემი აზრით ძალიან საინტერესოა ❤ …

ეს ის შვიდი ბლოგია ,რომლებსაც ყველაზე ხშირად ვკითხულობ და მათი პოსტებიდან გამომდინარე ყველას ასეა თუ ისეა ვიცნობ! მაგრამ,ეს ყველაფერი არ არის! კიდევ ძალიან ბევრი კარგი ბლოგერი ტრიალებს ‘ჩემ სამყაროში’ .

ასეა თუ ისეა ვცდილობ ,რომ ყველა ჩემი პოსტი მხიარული იყოს,მაგრამ არ გამომდის რადგან ვარ ადამიანი რომელსაც აქვს ემოციები !

ბლოგმა შეცვალა ჩემი ცხოვრება . უკვე მარის თითქმის აღარავინ მეძახის , თითქმის ყველა მარიმგათი მომმართავს რაც ძააალიან მომწონს .

ჩემ ბლოგს  ჩემი საყვარელი ადამიანები კითხულობენ ,ესეც მიხარია . ჩემი მასწავლებლებიც , ყველაზე დიდი პატივი ეს არის ჩემთვის .

დღეს, ჩემს ბლოგზე ასეთი სიტუაციაა: 81 პოსტი. 509 კომენტარი და 12,926 ნახვა .

შეიძლება ეს ვიღაცისთვის ძალიან ცოტა იყოს ან ძალიან ბევრი ,მაგრამ მე მაინც მიხარია ^_^ ..

სულ ეს იყო რისი თქმაც მინდოდა : ყველანი მიყვარხართ და ყველასთვის ,სულ მუდამ ჩემი სამყაროს კარები ღიაა , შევეცდები ყველას კარგად გაგიმასპინძლდეთ ხოლმე ..

                                                       Marimga! Happy birthday!


Advertisements

16 thoughts on “81-ე პოსტი ანუ ‘ჩემი სამყარო’ ერთი წლის გახდა!

  1. გილოცავ გაერთწლიანებას :>
    დიდი გოგო გაზრდილიყოს შენი ჯერ კიდევ პაწუკა ბლოგი : )

    მახსოვს ჩემი ბლოგი 1 წლის რომ გახდა როგორი აჟიტირებული ვიყავი :დ

    პ.ს მადლობა რომ ჩემს ბლოგს კითხულობ : )

  2. მარ, აქაც გილოცავ!
    არ ველოდი, ჩემი ავატარიც თუ დამხვდაბოდა… საერთოდ არ ველოდი, რომ “შენი სამყაროს” ბლოგებზე იქნებოდა პოსტი…
    FB-ზე პოსტი რომ ვნახე, მაშინ გამახსენდა შენი ნათქვამი, დეკემბერშია ჩემი ბლოგი დაბადებულიო… თეგები მერეღა შევამჩნიე, მეც რომ ვეწერე, ეგ ყველა დანარჩენის ჩაკითხვის შემდეგ აღმოვაჩინე… რატომ ვეწერე–ახლაღა გავიგე : ))
    მოკლედ, ასეთი დაბნეული ვარ: ))
    იცი შენ, რატომაც…
    ანივეი, მიხარია რომ მაინცდამაინც ახლა შემოვიჭყირე FB-ზე და მოვახერხე მომელოცა…
    ამ ბოლო დროს სულ ცოტა დრო მრჩება ბლოგების ჩამოსავლელად და ისე ხდება, რომ შენ აუცილებლად გაკითხავ : ))
    მომწონს, როგორც “იზრდები” : ))

  3. ააა ♥ ♥ ♥ როგორ გამიხარდააა ჩემი თავი აქ ^^^^ ♥ მარ, გილოცავ, საყვარელო შენც და შენს უსაყვარლეს ბლოგსაც ♥ მრავალს დაესწარით **

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s