2011 წლის შეჯამება^^

ამ პოსტის დაწერას ვაპირებდი ,მერე სოფოს ბლოგზე წავაწყდი და აღმოვაჩინე ,რომ თეგ თამაში ყოფილა .ხოდა სოფოს ვთხოვე  ,რომ დავეთაგე და უკვე დათაგული ვიწყებ წერას 🙂 ..

ზოგადად არც თუ ისე კარგი წელი მქონდა. მიზეზების ჩამოთლას არ დავიწყებ ,რადგან ძალიან შორს წავალ და თან არც მინდა ,რომ მოწყენილი პოსტი გამომივიდეს ბოლოს და ბოლოს ახალი წელი მოდის! ამიტომ,ჩამოვთვლი ყველაფერს კარგს რაც მოხდა 2011 წელს .

ხოო. დავიწყებ იმით ,რომ ბლოგი გავაკეთე ,მართალია ეს 2010 წელს იყო ,მაგრამ 2011 წელს ერთი წლის გახდა რამაც უზომოდ გამახარა ,არ ველოდი ამდენი ხანი თუ გამიძლებდა 🙂  .

არაჩვეულებრივი ზაფხული მქონდა. უკეთესი არც შეიძლებოდა. აი უმაგრესი იყო .ბევრი ისტორიით დატვირთული და ბევრი კარგი მოგონებით გაჟღენთილი . მინდა ,რომ სულ ასეთი კარგი ზაფხული მქონდეს.

განთიადის პირველი ნაწილი გამოვიდა და ძალიან,ძალიან ბევრჯერ ვნახე.

სენსაცია მოხდა 2011 წელს! გამოყენებით ხელოვნებაზე შევდგი ფეხი და უკმაყოფილო არ გამოვსულვარ . ერთი სული მაქვს ხოლმე ოთხშაბათი როდის მოვა . ძალიან საინტერესო ყოფილა ,ძალიან .

რაც ყველაზე მთავარია ,მივხვდი ძალიან ბევრ რამეს,ძალიან ბევრი რამე გავაცნობიერე და მივხვდი ,რომ რაღაცეები უნდა შევცვალო ჩემს ცხოვრებაში და მგონი ნელ-ნელა გამომდის .

მივხვდი იმას,რომ ყველას არ უნდა ვენდო. კიდევ იმას,რომ ყველა მამრი ერთნაირი არ არის 🙂 . მივხვდი ,რომ სანამ რამეს ვიტყვი უნდა გავაცნობიერო და რაღაც მომენტებში ენას კბილი უნდა დავაჭირო . მივხვდი ,რომ ნამდვილი მეგობრები არ არსებობენ .კიდევ გავიგე ის ,რომ  ადამიანები არ იცვლებიან და თან იცვლებიან . კიდევ იმას ,რომ გოგოს და ბიჭის მეგობრობა არ არსებობს და ეს ურთიერთობა სულ ერთი ფინალით სრულდება ,აღარ მიხსენოთ 😦 . 

კიდევ მივხვდი ,რომ  იმ ადამიანთან კამათს აზრი არ აქვს რომელიც საკუთარ თავში დარწმუნებულია და მაინც არ მოისმენს შენც ჭკვიანურ დარიგებას ,შეაყარე კედელს ნაცარი 🙂  …

საკუთარი ემოციების გაკონტროლება ვისწავლე და მინდა გითხრათ ,რომ იდეალურად გამომდის.

ვისწავლე ,რომ წარსულით არ უნდა ვიცხოვრო რადგან ყოველი გასული წამი წარსულია და რაღაცაზე ნერვიულობა მხოლოდ და მხოლოდ ფსიქიკას დამიზიანებს .

მივხვდი ,რომ დრო უზომოდ სწრაფად გადის და თუ მინდა ,რომ რაიმე მოვასწრო ძალიან სწრაფად უნდა ვიმოქმედო.

მივხვდი იმას,რომ  ის ადამიანები შენც უნდა დაიკიდო ვისაც შენც კიდიხარ  და ა.შ .

მოკლედ ,ბევრი რამე მოხდა 2011 წელს ,მაგრამ  გარკვეული მიზეზების გამო ბლოგზე ვერ დავწერ ამას . მინდა ,რომ 2012 წელი ყველაზე კარგი წელი იყოს ჩემს ცხოვრებაში და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ . წლის ბოლოს აქვს არაჩვეულებრივი ფინალი რაც ახალი წლის კარგ დასაწყისზე მიმანიშნებს .

მოკლედ! ყველას გილოცავთ დამდეგს! ბედნიერებას გისურვებთ .2012 ყველასთვის პოზიტიური წელი ყოფილიყოს ! 

ვთაგავ მარის   ❤ .. 

Advertisements

16 thoughts on “2011 წლის შეჯამება^^

  1. ხოო ჩემი შეჯამება სხვაში გამომდინარეობდა.. მეც დაგთაგავ .. მე დავწერე მთელი წლის შეჯამება მეგობრების მხრივ ნომინახიები.. ეგეც დაწერე საინტერესოა ..

    • არა 🙂 შენ აღარ უნდა დამთაგო 🙂 ეხლა სხვა დათაგე ვისაც არ დაუწერია და უნდა ასეთი პოსტის დაწერა 🙂
      ვნახოთ ,ვნახოთ … ჩვენ ხომ ყველანი ყველაფერს სხვანაირად ვუყურებთ და აღვიქვამთ 🙂
      დაწერე ,ვნახავ მერე 😉

    • მე ჩემი გამოცდილებიდან დავწერე ,რადგან ჩემი ბლოგია და ჩემს აზრზს გამოვხატავ 🙂
      კი,შეიძლება არსებობს,მაგრამ მე ჯერ არ გამიმართლა ამ საკითხში 🙂
      მადლობა მოლოცვისთვის 🙂

  2. ეჰ, მარ… ჩემნაირი, ზუსტად ჩემნაირი ხარ! 😐 აფსოლუტურად ყველაფერში გეთანხმები, განსაკუთრებით, იმაში, რომ ბიჭსა და გოგოს შორის მეგობრობა არ არსებობს! :/

    და ისა… ვისაც კიდიხარ ის უნდა დაიკიდოვო, ეგ არ გამომდის, ჯერ-ჯერობით… :S

    • ჩემნაიროოო 🙂
      ხო ,ბიჭსა და გოგოს მეგობრობაზე სხვა აზრის ვარ სამწუხაროდ 😦
      ნანაკოო 🙂 მეც არ გამომდიოდა და დიდი ხანი ვიმუშავე ჩემს თავთან :)მართალია იდეალურად ეხლაც არ გამომდის ,მაგრამ დასაწყისისთვის ოჩეეენ გუუდ 🙂

  3. რა გინდა მარ კარგი წელი გქონია, პრობლემები ყველას აქვს… იმედია 2012 წელი კიდევ უკეთესის მომტანი იქნება შენთვის.. : )) წარმატებას გისურვებ

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s