პირველი პოსტი 2012 წელს!

ოგესალმებით , ჩემი ბლოგის მუდმივო მკითხველნო!

გილოცავთ ახალ წელს! წარმატებების და ოცნებების ასრულების წელი ყოფილიყოს 2012 წელი თქვენთვის ( ბანალურია,მაგრამ მაინც🙂 ) .

ვიცი,გავზარმაცდი , დიდი ხანია პოსტის დაწერას ვფიქრობ ,მაგრამ ხო იცით , ახალი წელია მაინც😉 ..

მიუხედავად იმისა,რომ ახალი წლის განწყობა საერთოდ არ მქონდა,მშვენივრად მოვიახალწლე.

31-ში საღამოს  დედას ვეხმარებოდი🙂  ,მე ხომ კარგი გოგო ვარ ?!  მერე,მაგიდა გავშალეთ და ოჯახი ერთად შევხვდით ახალ წელს! ნინუცას თოვლის ბაბუამ ”სამაკატკა”მოუტანა,როგორც თვითონ უწოდებს!

ძალიან,ძალიან გახარებულია! ეს როლიკები არ მეყოფოდა ეხლა ამ ‘რაღაცით’ რომ არ იგორაოს სახლში ?! იმედია,რომ მომავალ წელს მაინც დარწმუნდება თოვლის ბაბუის არ არსებობაში🙂 .

მე თოვლის ბაბუამ მეტად  საჭირო წიგნი მომიტანა და ფინანსურადაც დამასაჩუქრა . სამწუხაროდ და ჩემდა სასირცხვილოდ  ბიძია თომას ქოხი არ მქონდა წაკითხული . ადრე დავიწყე კითხვა ,მაგრამ არ მომეწონა და თავი მივანებე . ხომდა, ეხლა მოვედი მუღამზე და თანაც სირცხვილის გრძნობამაც  შემაწუხა და თოვლის ბაბუას ეს წიგნი ვთხოვე🙂.

პირველი თენდებოდა ,რომ დავწექით . 1იანვარს ჩემს ბიძაშვილს დაბადების დღე ჰქონდა, ტრადიციად მექცა უკვე  მასთან სიარული ახალწელს. 5იყო დაწყებული  დედამ გამაღვიძა ადექი ,თორემ დაგვაგვიანდებაო . უცებ წამოვხტი ლოგინიდან  არ ველოდი ამდენი ხანი ძილს თუ მოვახერხებდი .ფაცაფუცით ჩავიცვი და 6საათზე უკვე ზალიკოს დაბადების დღის ცენტრში ვიყავი .ბევრი ვიხტუნავე თქო ,რომ გითხრათ მოგატყუებთ ,რადგან საშინლად მეძინებოდა. ზოგადად დაბადების დღემ საკმაოდ კარგად ჩაიარა .

ცენტრის ,სტუდიის და ოფისის თანამშრომლებს საღამოს გართობა ჰქონდათ გადაწყვეტილი და მეც შესაბამისად ჩემს ოჯახთან ერთად  იქ მომიწია ბედობას შეხვედრა . ძალიან ბევრი ვიხალისე, მართლა ძალიან კარგი პირველი იანვარი გამოგვივიდა. 2იყო დაწყებული კიდევ იქ ვიყავით .მანამდე მხოლოდ მათი  ყურებით ვერთობოდი ,მერე ჩემი დროც მოვიდა🙂 . ხომ იცით ცეკვა,რომ ყველაფერზე მეტად მიყვარს ?! ხოომდა მუსიკა როგორც კი ჩაირთო და  შუქები ჩაქვრა მაშინვე დაიწყო ჩემი ნეტარება . მგონი 2საათი არ გავჩერებულვარ .მერე რა ,რომ ჩემი ასაკის არავინ იყო და მხოლოდ ჩემი ოჯახის წევრები იყვნენ იქ?! მაინც მშვენიალურად გავერთე🙂

სახლში გვიან დავბრუნდი და კიდევ უფრო გვიანობამდე კომპიუტერთან ვიჯექი . მოგეხსენებათ ,ახალი წლის დღეები სტუმრიანობას აქვს მიძღვნილი და ჩვენც ჯერ ბებოსთან ვიყავით ,შემდეგ კი ოჯახის მეგობართან მოგვიწია საღამოს მისვლა. იქაც ძალიან,ძალიან ბევრი ვიხალისე და ვიცინე .

სამში ჩემთან იყო სტუმრიანობა ,მაგრამ ცოტახნით გასვლა მაინც მოვახერხე😉 .ჩემი დაჩი იყო ჩემთან მოსული და იმდენი ვკოცნე და იმდენი ვეთამაშე ,რომ სახლში ლოყებაწითლებული წაიყვანეს. ჩემი პატარა კაცია ეს !

ოთხში ,ჩემი 2 მეგობარი იყო თბილისში ჩამოსული და ისინიც მოვინახულე! კინო რუსთაველშიც ვიყავი და განთიადის პირველ ნაწილსაც ვუყურე (მერამდენედ🙂 ) … მერე ცოტა გავისეირნეთ ,რაცხა რუცხები გავიხსენეთ ვიცინეთ და საღამოსკენ ყურებაწითლებული და თავ გაყინული მოვედი სახლში . დედაჩემმა ვერ მიაღწია იმას,რომ ქუდი დავიფარო🙂 …

დღეს დუსია ბუსია იყო მოსული ჩვენთან .ბეევრი ვილაპარაკეთ .გვიან ავდექი და  და მთელი დღეს არაფერი მიჭამია ,გავსკდი ჩურჩხელით … მმმმმ როგორ მიყვარს!

სამანიშვილის დედინაცვალს ვკითხულობ ამჟამად და ძალიან მომწონს . ეხლა ვხვდები ,როგორ მომნატრების ქართული წიგნის წაკითხვა . ძალიან ბევრს ვხალისობ!

ზოგადად კარგი ახალი წელი მქონდა . ისე ვარ ,როგორც მე მინდა . მაგრამ ჯერ ყველაფერი წინ არის! 20ში იწყება სკოლა და 15იდან გერმანულები და ამბები მეწყება:/ …მანამდე ვისვენეეებ!!  იმდენი გეგმები მაქვს ამ არდადეგებზე ,რომ თუ დროზე არ შევუდექი  საქმეს, ვერაფერსაც ვერ მოვასწრებ!

მმმ .. ხოო … რა მინდოდა მეთქვა , ზოგადაგ ჰოროსკოპეპის და მსგავსი რამეების მართლა არ მჯერა ,მაგრამ გუშინ ჟურნალ თინეიჯერში მთლიანი წლის ასტროლოგიური პროგნოზი იყო და გადავიკითხე :

შავი დრაკონის წელიწადში თავის ხელში აყვანა გმართებთ!საკუთარ თავზე ზედმეტი მოვალეობა არ აიღოთ,ზედმეტად  არ ჩაერთოთ არანაირ აქტივობაში და ნურავის ნუ გადაყვებით საკუთარი თავის გარდა . გაითვალისწინეთ ,რომ სამყარო მიზეზ- შედეგობრიობის  პრინციპზეა მოწყობილი.ყველა მოვლენას თქვენს ცხოვრებაში მოუძებნეთ  მიზეზი და შეეცადეთ  წინდახედული  იყოთ ნებისმიერი ნაბიჯის  გადადგმის დროს. შეიძინეთ ყოველდღიური ჩანაწერების  ბლოკნოტი .აუცილებლად გამოგადგებათ.ამ წელს უამრავი ახალი და საინტერესო იდეა მოგივათ რომლებიც  უნდა ჩაიწეროთ .თუ წელსვე არა ,მომავალ წელს  მაინც შეუდგებით მის განხორციელებას.გაატარეთ მეტი დრო მეგობრებთან ერთად!ოჯახის წევრებს  არ მოაკლოთ ყურადღება და აგრძნობინეთ ახლობლებს მათდამი კეთილი დამოკიდებულება!სამსახურში მესაკუთრეობის პრინციპზე უარი არ თქვათ და სხვისი იდეების მოსმენა- განხორციელება შეძელით .

ვოტ ტაკ! მიუხედავად იმისა ,რომ სამსახური არ მაქვს🙂 ….

სულ ეს იყო რისი თქმაც მინდოდა!  მალე დაგიბრუნდებით ჩემი ცხოვრების სხვა დეტალებით !

დროებით ^_^

20 thoughts on “პირველი პოსტი 2012 წელს!

  1. ძალიან კარგი პოსტია! წარმატებები 2012 წელს აბა შენ იცი, გილოცავ და მრავალს დაესწარი და რაც მთავალია ჯანმრთელობა გქონდეს.. მიყვარხარ გულით წარმატებები :*

  2. რა კარგი წიგნია ბიძია თომას ქოხი, ნუ მე 9 წლის ვიყავი რომ წავიკითხე, მაგრამ სჯობს გვიან ვიდრე არასდროს❤
    გილოცავ კიდევ❤ :*

  3. უუუმ.. რა თბილად ჩავედი ბოლომდე.. მშვენიერია.. ძალიან მშვენიერი!
    კარგი ხარ, მარიამ!!! ძალიან კარგი..❤

  4. უიიჰ, მარ, ამ დღეებში ვაპირებ იმის დაწყებას, გუშინ რომ მითხარი, მადამ ბოვარის❤

    პოსტზე ლაპარაკი ზედმეტია, უუუუუუკარგესი ხარ❤

  5. რა ამგარი ნაძვისხეა.🙂 მაღალი.. მომეწონა.🙂
    დადებითი ემოციები იგრძნობოდა პოსტში,გადმომედო.🙂
    კარგია.❤

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s