ფიქრი#7

ზოგადად ვერიდები ხოლმე ასეთი უაზრო პოსტების დაწერას.ან ვწერ და არ ვაქვეყნებ .მაგრამ ეს ის შემთხვევაა ,როცა მინდა რომ ყველამ წაიკითხოს ეს პოსტი …

მთელი ორი დღეა უაზრო განწყობა ვერ მოვიშორე . უაზრო ფიქრები მაწუხებს . სკოლის წინ დაწყებული ციებცხელება მჭირს .გადავეჩვიე და შეჩვევის მომენტი მეზარება .

იცით როგორ ვარ ? აი ,რაღაც უაზრო ფიქრი,რომ გაწუხებს იცი ,რომ უაზროა,მაგრამ მაინც გაწუხებს .ვცდილობ საკუთარი თავი დავიმშვიდო,სხვა რამეზე გადავიტანო ყურადღება , დავარწმუნო საკუთარი თავი ,რომ უაზრობაზე ვნერვიულობ,ტყუილად ვდარდობ ,მაგრამ ეს საერთოდ არ გამომდის.გამომდის ,მაგრამ მხოლოდ დღისით საღამოს მოდის უაზრო და დამგრუზველი ფიქრები .

რაღაც დასკვნამდე მივდივარ ,ვიცი რომ ეს დასკვნა შეესაბამება სიმართლეს,მაგრამ 2წუთში მის არარეალურობაში ვრწმუნდები .

ვიცი ,რომ დებილობებზე ვნერვიულობ ,იმდენად დებილობებზე ,რომ არც მინდა ვინმემ ამის შესახებ გაიგოს .მინდა,რომ მხოლოდ მე ვიცოდე,ჩემთვის ვნერვიულობდე.ვიცი,რომ საკუთარ თავში ფიქრების ჩაკვლა მხოლოდ და მხოლოდ მე მავნებს .სჯობს ,რომ ერთი გემრიელად ვიბღავლო ან ვინმესთან დავილაპარაკო ჯიგრულად,მაგრამ ეხლა ტირილი არ მინდა.მინდა ,მაგრამ არ გამომდის,ვერ ვტირი.

სიმწრის სიცილი მაქვს .საკუთარ თავზე მწარედ მეცინება . ისიც ვიცი ,რომ ჩემს სადარდებელს აუცილებლად ეშველება და მოვა დრო ,თან ძალიან მალე მოვა ის დრო ,რომ ამ რაღაც უაზრობაზე გამეცინება ,მაგრამ ეხლა ცუდად ვარ .

შეიძლება იფიქროთ ,რომ  ვინმე დამეღუპა,ან მეგობარს ვეჩხუბე ,ან შეყვარებულთან ურთიერთობას წერტილი დავუსვი__თქვენ ხომ ამას კითხულობთ სხვა თინეიჯერი ბლოგერების ბლოგებზე? არავის პირადს არ ვეხები ეს ყველას არ ეხება . არა! არაფერი მსგავსი არ მომხდარა ჩემს ცხოვრებაში ,უბრალოდ შტერული აზრები მაწუხებს! აი ესე, სულელურად ვდარდობ სისულელეზე!

ხალხი შვილს კარგავს და მთელი დღე ცივ ასვალტზე წევს ,მე კი რა მადარდებს?არ მცხვენია? არა ! თქვენ წარმოიდგინეთ სულაც არ მცხვენია! აი ესეთი უნამოსულო გავხდი! უნამუსო და ეგოისტი!სულ ვამბობდი საკუთარ თავზე მეტად არავინ მიყვარს და ვერც ვერავის შევიყვარებ თქო და მგონი მართალიც არის! მე თუ არ მეყვარება ჩემი თავი სხვა ზედაც არ შემომხედავს .

ბევრჯერ წაგიკითხიათ ჩემს ბლოგზე პოსტი ცხოვრების მშვენიერებაზე და პრობლემების გარდამავლობაზე,ხომ ასეა? მე თვითონ ვამტკიცებ იმას,რომ ყოველი პრობლემა მოგვარებადია და ცხოვრება ზედმეტად მშვენიერია.მაგრამ თქვენი აზრით ეხლა მე ამაზე ვფიქრობ!? კი,ვფიქრობ მაგრამ სამწუხაროდ ვერ ვაცნობიერებ ამას!

პრობლემა ჩემშია. ყველაფერზე გადამეტებულად ვდარდობ და ვნერვიულობ .მეორე დღეს ის პრობლემა გვარდება და მე შტერული ღიმილით ვიმეორებ ,რომ სისულელეებზე მეორეჯერ აღარ ვიდარდებ! ესე გრძელდება სულ! ადამიანები  ნუთუ მართლა არ იცვლებიან?!ნუთუ სულ ესე უნდა ვიდარდო იმაზე რაზეც არ ღირს ნერვიულობა და დარდი ? ნუთუ სულ ასე უნდა იყოს?

ჰმმმმმმმმმ 😦

წეღან მობუზული ვიჯექი კომპიუტერთან და დედაჩემმა ხალათი მომახურა ზურგზე_ესეც ხომ ბედნიერებაა?! ნუთუ ამის შემდეგ მე მაქვს უფლება ვიწუწუნო და დაგრუზული ვიყო ? ნუთუ ისევ ესე გავაგრძელებ?არიან ადამიანები ,რომლებსაც დედა არც ჰყავთ ნანახი მე კი……..

პ.ს ბოდიში ყველას , ვინც აქ რაიმე კარგ და აზრიან პოსტს ელოდებოდით  . …

და გირჩევთ ,რომ სისულელეებზე არ იდარდოთ .ამით მხოლოდ ფსიქიკას დაიზიანებთ .

გპირდებით ,რომ სულ მალე მხიარული და ბედნიერი პოსტით დაგიბრუნდებით.

ყველა  ძალიან,ძალიან მაგრად მიყვარხართ  ♥.

Advertisements

14 thoughts on “ფიქრი#7

  1. აბა, ველოდებით მარიმგას გაბედნიერებას ❤ და იმედია მალე დაბრუნდები ბედნიერი, თორემ შენი აჯობებს :დ ^^

  2. მარ, რა ძნელია რომ “სისულელეებზე” არ ვიფიქრო… 😐
    როგორ მინდა, მაგრამ… 😐
    აუჰ…
    ისევ ისე მიყვარს, სიგიჟემდე! fuf!

    • ნანაკო ,ძნელია ძალიან ძნელია.
      მაგრამ შეუძლებელია არაფერია,მთავარია მონდომება ..
      ეგეც გაივლის ძალიან მალე ,დამიჯერე და ყველაფერი ისე იქნება,როგორც შენ გინდა 😐 მანამდე კი დიდი ნებიყოფა გმართებს 😐

  3. ადამიანები არ იცვლებიან,არა 🙂 სულ ისეთები ვიქნებით,როგორებიც ვიყავით 🙂

    ამ უაზრო პოსტს რაც შეეხება და უაზრო ფიქრებს- ნუ ნერვნიჩიშ,ყველაფერს ეშველება,განსაკუთრებით მაგას 🙂 მე გუშინ მაწუხებდა უაზრობები,შენ დღეს,ვიღაცას ხვალ შეაწუხებს და ასე რა 🙂 ამაზე ნერვიულობა არ ღირს,ბილივ ! :დ :* აბა ჰე,იმედია მალე გამოკარგადკეთდები :*

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s