რომ შემეძლოს …

დეპრესიას და ცუდ ხასიათს მარტო ყოფნა შველისო, ამბობენ .

შველის ალბათ ,მაგრამ მარტო ყოფნასაც გააჩნია.

წავიდოდი ეხლა, სადმე მთიან ადგილზე. იქ ,სადაც ცივა და წვიმს. ვიცი , იცით რომ წვიმა არ მიყვარს,მაგრამ ეხლა მესიამოვნებოდა წვიმა .

თბილად ჩავიცმევდი და გარეთ გავიდოდი.ქუდს წამოვიფარებდი და დიდი ხანი ვივლიდი ასე მარტო,წვიმაში.ფიქრი მიყვარს ,მაგრამ წვიმა ყოველთვის ხელს მიშლის.რატომ ? ალბათ იმიტომ,რომ ზედმეტად სასიამოვნოა  წვიმის მოსმენა. ვითომ ჩუმი და არაფრისმთქმელია,მაგრამ  ამავდროულად მრავლისმეტყველიცაა.მეც არ შევეწინააღმდეგებოდი,  მაინც უაზროდ ვიცი ფიქრი . ვივლიდი მანამ,სანამ  წვიმის წვეთები არ დამასვლებდნენ და სიცივისგან ტანში ჟრუანტელი არ დამივლიდა.

მერე მოვბრუნდებოდი და იმ მანძილს დაუზარებლად გავივლიდი მარტო,წვიმის გარეშე.სახლში შევიდოდი და ყავას მოვიდუღებდი. ბუხარში ცეცხლს დავანთებდი .სველ ტანსაცმელს გავიხდიდი და  ხალათს მოვიხურებდი ისე, სიმბოლურად .სავარძელში ,ბუხართან ახლოს,ყავის ჭიქით ხელში მოვკალათდებოდი და თვალებს დავხუჭავდი.

თვალების დახუჭვის მთავარი მიზეზი  გარე სამყაროსგან განტვირთვაა,ალბათ .ცხელ ყავას დავლევდი , ენას დავიწვავდი ,გაციებას არ დაველოდებოდი.

ჩემს თბილ  და  არარეალურ სახლში არ იქნებოდა არც შუქი .არც კომპიუტერი და არც ტელეფონი. ისედაც დაღლილი ვარ  ამ ყველაფრისგან, ნეტავ ვინ მოიგონა ეს ინტერნეტი ამ კომპიუტერით!😐

ყავის სმას ,რომ მოვრჩებოდი და მივხვდებოდი იმას,რომ ფიქრის გაჩერება შეუძლებელია უთაო მხედარს ავიღებდი და თავიდან წავიკითხავდი, ან ჯეინ ეარს, ან მადამ ბოვარს .  არ ვიცი , რომელიმეს ხელახლა  გადავიკითხავდი .

დაღამებისას, ფანჯრის რაფაზე შემოვჯდებოდი და ვარსკვლავების დათვლას დავიწყებდი , ეს კი არასდროს არ დასრულდებოდა. მერე ცა მოიღრუბლებოდა და ჩემი მოგზაურობა ზღაპრულ სამყაროში დასრულდებოდა.

მერე ცივ ლოგინში ჩავწვებოდი .ცივ და ბნელ ოთახში გავათევდი ღამეს,მარტო .

მაგრამ,მიუხედავად ყველაფრისა მეცოდინებოდა,რომ იქ სადღაც ,ჩემთვის მწველად ანათებს მზე  ♥ .

26 thoughts on “რომ შემეძლოს …

  1. აუ რა მაგარი იყო წარმომიდგენია ერთი ასეთი დღე : $$ უუფფ რა კარგი იქნებოდა

  2. ზოგჯერ შველის , ზოგჯერ არა. ხანდახან მეგობრების გარემოცვაში უკეთესია დეპრესიის დაძლევა🙂
    მასეთ ადგილას, თანაც ბუხრით, სიამოვნებით წავიდოდი 1-2 დღით

  3. ვაიმე, დეპრესია… :||||||
    აუჰ…
    რა მჭირს არ ვიცი… არა, ვიცი, პრინციპში…:/
    მაგრამ…
    აუჰ, მინდა, ეგეთ ადგილას! ;(

  4. შემცივდა და შემაჟუჟუნა,ბებიაჩემმა აივნის კარი გააღო.. მომეწონა პოსტი,პოტითი-პოსტით (რა არის ეს უიმე) მაოცებ.ასე გააგრძელე🙂

  5. მეც მომინდა ასეთი ერთი კვირა : ))) გარეთ სიცივეა და მე ბუხართან ვზივარ, ვფიქრობ…❤ კარგია : )))

  6. არასდროს მითქვამს, რომ შენს პოსტებში ჩემს თავს ვპოულობ? მართლა ასეა… ეს პოსტი სრულყოფილი იყო!

  7. რაღაცნაირად სევდიანი პოსტია.. არა, დამთრგუნველი არა! უბრალოდ სევდიანი.. დადებითად სევდიანი.. რაღაც მეც მომინდა, რომ შენს მიერ შექმნილ იდიალიაში რამდენიმე დღე გავატარო.. =***
    ძალიან ლამაზი სურათები დაგირთვია პოსტისთვის! = )))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s