კონკრეტულად არაფერი ,ზოგადად ყველაფერი :)

ოჰ! დიდო მარიმგა! რა ხანმოკლე იყო შენი ბედნიერების ერთი თვე!

არადა როგორ კარგად მახსოვს წინა წლის 23 დეკემბერი!  რა ნეტარე იყო სკოლის ეზოდან გამოსვლა იმ იმედით ,რომ იქ ერთი თვე აღარ დავბრუნდებოდი!

ეჰ რა ნეტარე იყო! მაგრამ რას ვიზავთ ! დღეს 2012 წლის 19იანვარია და ხვალ სკოლა მეწყება!

არ მჯერა ,რომ დღეს ადრე უნდა დავწვე მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო ,რომ ხვალე დილით ადრე ავდგე და სკოლაში წავიდე!  რა ცუდია როცა რაიმეს გადაჩვეული ხარ და  იძულებული ხარ შეეჩვიო!

რას ვიზავ ! იძულებული ვარ დილით ადრე ადგომას მივეჩვიო .  გამთენიისას დაწოლას გადავეჩვიო! ეს  შავი მანიკურებიც მოვიშორო და ხვალისთვის ფორმა მოვამზადო!

აუჰ! რომ არა ეს საშინელი და აუტანელი ფორმა  რა ლამაზი იქნებოდა ჩემი ცხოვრება!

უიჰ!  ნათლისღებას გილოცავთ ხალხო! სულ გადამავიწყდა.

თოვლის მოსვლასაც გილოცავთ . არ მიყვარს ,მაგრამ ვისაც გიყვართ იმათ გილოცავთ .

ზოგადად ეს არდადეგები კარგად გავატარე . მართალია  დიდი გეგმები მქონდა და ამ დიდი გეგმების მხოლოდ60 % -ის განხორციელება შევძელი ,მაგრამ შედეგით მაინც კმაყოფილი ვარ .

ზატო ბევრი წიგნი წავიკითხე  და ყველათი კმაყოფილი ვარ .ეხლა ლამაზი მეგობარი დავიწყე და ვნახოთ ,ამბობენ კარგიაო .

გუშინ დედამ დამირეკა ტელეფონზე გარეთ გაიხედეო .მაშინვე მივხვდი ,რომ რაღაც ცუდი ხდებოდა და  თვალებდახუჭულმა გავიხედე გარეთ ,ნუ მერე ცოტა გავახილე და თოვლი დავინახე. ჰმმმმ …. გულზე მომხვდა ,ახალ წელს არ მოუთოვია და ამ სკოლის დაწყების წინ იქნებოდა  თბილისის გადათეთრება?!

ნინუცას გაუხარდა უზომოდ! დაფრინავს მთელი დღეა. ვაღიარებ ,რომ თავიდან ლამაზად თოვდა ,მაგრამ ამ ლამაზი თოვლის შედეგი სახეზეა! ტალახი! ჰმ .

დიდი ხანია ვცდილობ პოსტი დავწერო,მაგრამ არ გამომდის :). აი დღესაც ,რომ არ დამეწერა ჭკუიდან გადავიდოდი .თანაც სკოლა იწყება და ღმერთმა იცის როდის ვეღირსები ახალი პოსტის ფანჯრის გახსნას.

მაგრამ ,მიუხედავად ყველაფრისა რაღაც ბედნიერებოს ნაპერწკალი ანათებს ჩემში . სულ ცუდი მხრითაც არ ვუყურებ ყველაფერს .იმ იმედით ვარ ,რომ მალე დათბება. რაც უფორ თბება სკოლაში სიარული მით უფრო სახალისო და ადვილი ხდება .მერე საშინელი გამოცდები დაიწყება და აი მერეე…. თავისუფლებააააა :)…

წინ თბილი და ისტორიებით დახუნძლული ზაფხული მელის ასე ,რომ ღირს ამ სიცივის  და თოვლის ატანა . არ მეთანხმებით ? ყველაფერს ცუდი თვალით ნუ შეხედავთ , ჩემსავით 😉

მომავალ შეხვედრამდე.

მუდამ თქვენი მარიმგა!

 

Advertisements

14 thoughts on “კონკრეტულად არაფერი ,ზოგადად ყველაფერი :)

  1. ოხ სკოლა, ბუნდოვნად მახსოვს 🙂
    მაგრამ რატომღაც და ალბათ ეს კარია, არ მეზარებოდა ხოლმე. დაწყება მიყვარდა და აი შია სწავლის პერიოდში იყო ეგეთი დღეებიც..

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s