ბოლო დღე .

ამბობენ , ადამიანი რომ დაიბადება რაც დაეფერთხება ზევიდან არ აცდებაო .

თეორიულად ბედისწერის არ მჯერა , რადგან ვთვლი რომ მეთვითონ ვქმნი ჩემს მომავალს და ასევე ჩემს ბედსაც . ნებისმიერ წუთს შემიძლია შევცვალო  ჩემი  გეგმები და ამაზე დაყრდნობით ჩემი ბედიც შეიცვლება .

2012 წელი ბევრი ოჯახისთვის ცუდად დაიწყო. ბევრმა შვილი დაკარგა . ბერმა საავადმყოფოში გაატარა ახალი წლის დღეები. ბევრი ეხლაც იქ არის და საერთოდ არ იზიარებს ხალხის მხიარულებას.

ზოგადად ხალხის მასა ჩემი აზრით ორად იყოფა ,ხოლმე დღესასწაულებზე. ზოგს უხარია ,მეგობრებთან ერთად ერთობა მხიარულობს ისვენებს. მათ სულაც არ აინტერესებთ  სხვისი გაჭირვება და მხოლოდ გართობაზე და დროის გატარებაზე ფიქრობენ .

ზოგს კი სულაც არ ედღესასწაულება .  სულ ვერ გრძნობს დღესასწაულის  სიხალისეს და სიკვდილს ებრძვის .

არ ვიცი ,შეიძლება  არა შესაბამისი თემით დავიწყე პოსტის წერა,ვინაიდან სულ სხვა რამეზე ვაპირებ გადასვლას,მაგრამ მომინდა ეს ყველაფერი პოსტის დასაწყისი ყოფილიყო .

გუშინ ჩემმა ერთ-ერთმა ფბ მეგობარმა გამოაქვეყნა შემდეგი სტატუსი ”მაინტერესებს თქვენი აზრი, როგორ გაატარებდით სიკვდილის წინა დღეს, წინასწარ რომ გცოდნოდათ ეს? “”

ძალიან დამაფიქრა ამ სტატუსმა . ბევრი ვიფიქრე . თავიდან იმ ბანალურ პასუხამდე მივედი ,რომელსაც ”ვიგიჟებდი” ჰქვია.

ხან რა ვიფიქრე ,ხან რა .ამდენი ფიქრის მერე მივედი იმ დასკვნამდე ,რომ ერთი დღე არ მეყოფოდა. ზოგადად, ცხოვრება არასოდეს არის საკმარისი ,მაგრამ ….

ალბათ პირველ რიგში  შევეცდებოდი ,თავი ხელში ამეყვანა და დეპრესიისგან არ მოვმკვდარიყავი. ალბათ ,ზედმეტად ძნელია  იცხოვრო ისე  თითქოს არაფერი ახალი არ ხდება მაშინ,როცა იცი ხვალე დატოვებ მიწიერ ცხოვრებას…

ბევრი ფიქრის შემდეგ პაულო კოელიოს’ვერონიკამ სიკვდილი გადაწყვიტა”-გამახსენდა. ალბათ , რეალური გრძნობები იყო ამ წიგნში აღწერილი. ალბათ ,მეც ასე მოვიქცეოდი, გავაგრძელებდი ცხოვრებას ისე თითქოს ცხოვრება გრძელდება ….

მაგრამ, აუცილებლად მოვასწრებდი  განმეხორციელებია ჩემი ოცნებების თუნდაც 50%-ი.

ოცნებების ასრულებაში არ ვგულისხმობ იმას ,რომ ავდგებოდი სახლს გავყიდიდი და პარიზში წავიდოდი.ეს ხომ არარეალულია? მაგრამ აუცილებლად ვეზიარებოდი სიმაღლიდან გადმოვარდნის სიამეს ..

ეს ელემენტარულია. ამაში არაფერი კატასტროფა არ არის. ვთვლი ,რომ ადამიანი არის იმის ღირსი ,რომ ბოლო დღეს ელემენტარული ოცნებები/სურვილები აიხდინოს .

და თქვენ რას იზამდით, როგორ გაატარებდით სიკვდილის წინა დღეს, წინასწარ რომ გცოდნოდათ ეს?

 

 

24 thoughts on “ბოლო დღე .

  1. მარიამ მე სულზე ვიზრუნებდი, იმ ბოლო დღის დროის 99% ს ამაში დავხარჯავდი : )

  2. ravici martla rtulia rodesac ici rom xval unda mokvde da dges momtavro yvelaferi. am dros tavshi yvela survili da ocneba ertad amotivtivdeba xolme tavshi da faqtia yvelafers ert dgeshi ver moaswreb amitomac am dros didi dafiqrebaa sachiro imaze tu ra ginda rom aixdino. me imas viqcevdi realobad rac gulit mendomeboda da miwier cxovrebasac bednieri davtovebdi da bednieri gavagrdzelebdi iq, zevit cxovrebas vinaidan mecodineba rom chemi oneba realurad viqcia zustad sikvdilis win🙂

  3. ჰამ…🙂 საინტერესო კითხვაა…🙂
    შეიძლება, გიჟი, გადარეული ვარ, მაგრამ…:/
    ბოლოჯერ ჩავეხუტებოდი, ძალიან მაგრად!…😐

  4. is ufro rtuli iqneboda da damtanjavda is fiqri rom movkvdebodii orive nairad rtuli iqneboda magram …ocnebebiis axdenas ar daviwyebdi rodesac sikvdili moaxlovebuli mqonda …muxlmodrekili shevedrebodii gmerts rom gadaverchine mainc

  5. არა რა, მერამდენედ ვრწმუნდები ჩვენი ინტერესების თანხვედრაში. მეც მაქვს დაწერილი დაახლოებით ასეთი შინაარსის პოსტი და ბოლოს მეც ზუსტად მაგ ფრაზით ვამთავრებ. სიმაღლე ჩემი სტიქიაა. აუცილებლად გადმოვხტებოდი პარაშუტით, ან თუნდაც მაღალი კლდიდან წყალში ^_^ ბოლო დღეს ჩემთვის ძვირფას ადამიანებთან გავატარებდი, ბოლო დღეს მაინც გავისეირნებდი მოტოთი, ვეცდებოდი ყველაფერი შემესრულებინა, რის შესრულებასაც ცხოვრების მანძილზე ვგეგმავდი. ეჰ, ახლა ასე ვამბობ, მაგრამ რავიცი, თუ ერთ დღეს მართლა გავიგებ, რომ ის ჩემი ბოლო დღეა, ნეტავ რას გავაკეთბ?

    • საინტერესო კომენტარია ნათიკო ))
      მეც ბევრი რამე დავგეგმე მაგრამ რა ვიცი ,ღმერთმა ნურცერთს ნუ გაგვაგებინოს ესეთი ამბავი .მართლა საშინლელებაა ))
      შენ კი გისურვებ ყველა ოცნება აგსრულებოდეს შენი ცხოვრების მანძილზე🙂

  6. მეც გადმოვხტებოდი :)))
    ვეცდებოდი რამე ისეთი გამეკეთებინა, რასაც მანამდე ვერ ვბედავდი და შესაბამის დროს ველოდებოდი…

  7. me isev igive azrze var, rac im statusze davwere. ui exla ibis komentari wavikitxe da momewona, jer mec yvelas yvelafers vetyodi, an davwerdi werilebs, mere rame isets gavaketebdi rac sashishia da minda(tundac mec parashutit gadmovxtebodi) da mere dzilis wamlebs davlevdi dzalian bevrs, rom ar megrdzno sikvdili

    • სოფო , ძილის წამლების დალევა კარგი საშუალებაა , მეც ვერ დაველოდებოდი სიკდვდილს.
      დამშვიდობების კი რა მოგახსენო, არავის არ ვეტყოდი ,რომ ეს დღე ბოლოა ჩემი მათთან გატარებული .
      რთული იქნებოდა მათთვისაც და ჩემთვის სიკვდილის ტოლფასი ის ,რომ მათგან სიბრალულს ვიგრძნობდი😐

  8. ზოგადად ძალიან კარგი პოსტი იყო, მაგრამ ამ თემატიკის ჩანაწერები არასდროს იწვევდა ჩემში დადებით ემოციებს.. არა იმიტომ რომ ბოლო დღეზეა საუბარი, არამედ იმიტომ, რომ ვერაფრით განვსაზღვრავთ, თუ როგორი იქნება ჩვენი სიცოცხლის დასასრული..

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s