ჩაით ხელში♥

მოგესალმებით! იმედია კარგად ხართ ყველა ♥ .

გარეთ საშინელი ამინდია . თოვლია გამოცხადებული.ოღონდ არ მოთოვოს და ყველაფერს გავუძლებ .თან საშინლად ცივა .ნეტავ იწვიმოს მაინც რა! ჰმ . კაცს ,რომ ზამთარში  წვიმა მოენატრება 😐 .

წვიმა არასდროს მიყვარდა . ზამთარში მითუმეტეს.ზაფხულში ვიტანდი .მიყვარს სოფელში წვიმა. ცაზე ვატყობ დილით ,რომ საღამოს იწვიმებს .მერე ბებია წიწილებს დასდევს ხოლმე ,წვიმაში გარეთ არ დარჩნენო .მეორე დილით კი გარეთ გრილა და ცივი ,სუფთა ჰაერი უბერავს .მიწის სუნი ტრიალებს ჰაერში და მისი შესუნთქვისას სულ ყოველთვის ტანში სიამოვნების ჟრუანტელი მივლის ხოლმე.

სკოლა დაიწყო. დღეს წესით და რიგით ინგლისური უნდა მქონოდა,მაგრამ მასწავლებლის მოუცლელობის გამო არ წავედი. გამიხარდა ,რომ დამირეკა. საშინლად მეზარებოდა კიდევ ერთხელ გარეთ გასვლა . გადაჩვეული ვარ დილით ადრე ადგომას და  ძალიან მიჭირს შეჩვევის მომენტი.

ღმერთო! როდის გავა ზამთარი! როდის დათბება! დავიღალე უკვე. არ არის ჩემი ზამთარი არა .  ამ დროს ბუნებაც მკაცრია.დღე ღამის შუქია. მალე ღამდება .გვიან თენდება .რაც არ უნდა კარგ ხასიათზე ვიყო ფანჯრიდან ,რომ გავიხედავ და ამ ამინდს ვხედავ ცუდ ხასიათზე ვდგები .  დილით ადრე ადგომაც  მიჭირს . სულ მეძინება !

ზაფხულში ყველაფერი სხვანაირად არის. სულ სხვანაირად ♥. ყველაფერი თბილია ,რაც არ უნდა გციოდეს,შიგნიდან ♥. ყველაფერი სახალისოა.

არ მინდა,რომ ჩემს ბლოგს ჩემი მოუცლელობა მკვეთრად დაეტყოს,ამიტომ შევეცდები  ხშირად შემოვირბინო ხოლმე ,რადგან არ მინდა ჩემს ბლოგზე შემოსული სტუმარი გაწბილებული ტოვებდეს ჩემს სამყაროს .

ჩემს სამყაროს ♥ .

გავიქეცი ეხლა. ლიმონიანი ჩაი მიდგას ეხლაც ლეპტოპთან .ამ ზამთარს იმდენი დავლიე ,რომ მგონი მთელი ცხოვრების მარაგი ავიღე . გაკვეთილებს ვიმეცადინებ და მერე წიგნს წავიკითხავ და ჩაის მივაყოლებ ისევ . ან მე და ნინუჩა რამე ფილმს ვუყურებთ .

დროებით!

მუდამ თქვენი მეოცნებე და მონამორჩილი მარიმგა ♥.

 

Advertisements

10 thoughts on “ჩაით ხელში♥

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s